"იცით, რა მძიმე მდგომრეობაა ქვეყანაში? ცოტა ხნის წინ იმის მხილველი გახდა მსოფლიო, რასაც ვმალვდით. ჩვენი ეკლესიის მისწრაფება, ჩვენი ქვეყნის მისწრაფება არის ის, რომ ჩვენთვის ახლოა ევროპული კულტურა, იქაური სივრცე. როგორ გინდა ამ სივრცეში მოხვდე და ამ კულტურას ეზიარო, იმ სახელმწიფოებთან იმეგობრო, როცა ასეთ რამეს ნერგავ შენთან და ასე უსწორდები შენს თანამოქალაქეებს," – ეს განცხადება პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარში დღეს, 21 სექტემბერს, ქადაგებისას გააკეთა.
"ჩვენ ხომ ჩვენი ქვეყნის შვილები ვართ, ეპისკოპოსი ვიქნები თუ მრევლის ნაწილი, რა მნიშვნელობა აქვს. ჩვენ არ ვიბადებით არც მინისტრებად, არც პრეზიდენტებად და არც პრემიერად. ჩვენ წარვსდგებით ჩვენი საქმეებით," – განაცხადა მეუფე იაკობმა.
მისი თქმით, როცა პატრიარქმა იქადაგა პატიმრების შესახებ, მეორე დღეს ყველა ციხეში სცემეს პატიმრებს:
"ისეთი მდგომარეობ იყო, ორი კვირა ვერ შევედით. ვუთხარით, თუ ასე გააგრძელებთ თქვენ ამას, არც პატრიარქი და არც ჩვენ ამას არ მოვითმენთ. ჩვენ ვერ დავდგებით ვერც ერთი ლიდერის გვერდზე. ჩვენ ვეკუთვნით ხალხს და ხალხი გვეკუთვნის ჩვენ."
მეუფე იაკობი ქადაგებში ამბობს, რომ მათ მთელ ერს ახადეს ნამუსი და დამნაშვეები უნდა დაისაჯონ.