კრემლი, როგორც ჩანს, NATO–ს წევრობისაკენ მიმავალ გზაზე თავისი მეზობლისთვის ახალი დაბრკოლებების შექმნას ცდილობს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასულ თვეში დასავლეთი შოკში ჩააგდო, როდესაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 2008 წელს რუსეთის საქართველოში შეჭრაზე სანქცია ჯერ კიდევ ორი წლით ადრე გასცა. მან ისიც გაამჟღავნა, რომ რუსეთი სამხრეთ ოსეთში სეპარატისტებს აიარაღებდა და წვრთნიდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსი „მშვიდობისმყოფელები“, ძალადობას უფრო უწყობდნენ ხელს, ვიდრე მის პრევენციას.
ეს უბრალოდ ისტორიის სახელმძღვანელოში შესატანი საკითხი როდია, კავკასიაში მდგომარეობა კვლავაც დაძაბულია და დასავლეთის ლიდერები დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ რომ რუსეთის განზრახვების გამოცნობაში აღარ შეცდებიან.
ბატონი პუტინის აღიარება ადასტურებს იმას, რომ რუსეთმა საერთაშორისო სამართალი დაარღვია. მნიშვნელოვანია, რომ ეს ხსნის ასევე ძალადობას საქართველოში, რომელიც სამხრეთ ოსეთიდან ხორციელდებოდა ომამდე ორი წლის განმავლობაში, ასევე ქართულ სოფლებში ნგრევას და ეთნიკურ წმენდას როგორც კონფლიქტის პერიოდში, ასევე კონფლიქტამდეც. ბრძანებები რუსეთის უმაღლესი სამხედრო მთავარსარდლობიდან მოდიოდა.
2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრა, საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის ექვსპუნქტიანმა შეთანხმებამ შეაჩერა, რომელიც ევროკავშირის სახელით მოქმედებდა. შეთანხმება ძალების დაშორიშორებისაკენ მოუწოდებდა: რუსეთი უნდა დაბრუნებოდა ომამდელ პოზიციებს საზღვრის გასწვრივ, ხოლო საქართველო – თავის სამხედრო ბაზებს. ევროკავშირის დამკვირვებლებს ყოველივე ეს უნდა გაეკონტროლებინათ.
მაგრამ რუსეთი შეთანხმებას არასდროს ასრულებდა. ახლა უკვე ცხადია, რომ მას ამის განზრახვაც კი არასდროს ჰქონია.
დღესდღეობით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში 10 000–ზე მეტი რუსი ჯარისკაცი რჩება, მოსკოვი კი ახერხებს გაეროს და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიის დაბლოკვას. რუსული ძალები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგაც არიან განლაგებულნი მძლავრი შეიარაღებით: SS21 ტაქტიკური რაკეტები, S300 საზენიტო რაკეტები, ტანკები და Smerch-ის ტიპის სარაკეტო დანადგარები. რუსეთის “ეფესბეს” უშიშროების ძალები იცავენ ოკუპირებულ ხაზს და ევროკავშირის დამკვირვებლებს არცერთ რეგიონში არ აძლევენ მეთვალყურეობის უფლებას.
ტალინში და იმედია, ბრიუსელშიც, პარიზშიც და ვაშინგტონშიც – ვცდილობთ ჩავწვდეთ თუ რა სარგებლის მიღებას ელოდება რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით. კრემლი დარწმუნებულია, რომ ქვეყანას, რომლის ერთი მეხუთედიც ოკუპირებულია, NATO–ში მხოლოდ ამ ფაქტის გამო არ მიიღებენ? ნუთუ ვერ გაიგეს რუსმა ჩინოვნიკებმა, რომ ბოლო ორი შეხვედრის დროს, სულ ახლახანს, კი მაისში, NATO–ს სამიტზე ჩიკაგოში საქართველოს NATO–ში გაწევრიანების გარანტიები მისცეს?
როგორც NATO–ს წევრი–ქვეყანა, ესტონეთი ჩართულია და მხარს უჭერს საქართველოს NATO-ში გაწევრიანების და ნატოს სტანდარტებთან მიახლოების პროცესს. რუსეთის მხრიდან ზეწოლამ მხოლოდ განამტკიცა საქართველოს NATO–ში ინტეგრაციის სურვილი და დასავლეთს შეახსენა, რომ სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობა დამოკიდებულია დემოკრატიულ მმართვასა და ქვეყნის უფლებაზე, თავად აირჩიოს ალიანსები. საქართველო ორივე კატეგორიაში ლიდერობს.
რუსეთი მაინც არ თმობს თავის ამბიციებს ხელი შეუშალოს მისი მეზობლის NATO–საკენ სწრაფვას. რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა, გასულ ნოემბერში განაცხადა, რომ მისი ქვეყანა NATO–ს ასპირანტ ქვეყნებს მოუწოდებს „უკეთ მოიქცნენ“. მან დასძინა, რომ 2008 წელს რომ რუსეთი „შემცბარიყო, დღეს გეოპოლიტიკური ვითარება სხვაგვარი იქნებოდა, და მთელი რიგი ქვეყნები დღეს ხელოვნურად იქნებოდნენ NATO–ში შეთრეულები“. ნატოში რომლების შეთრევასაც ხელოვნურად ცდილობდნენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, დღეს როგორც ჩანს იქ ინებოდნენ“.
ეს კომენტარები, პუტინის გასული თვის ზემოთ ხსენებულ აღიარებებთან ერთად და რუსეთის სამხედრო ძალის ზრდა საქართველოს ტერიტორიაზე, თავისთავად საკმარისად შემაშფოთებელია. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ასევე ბ-ნი პუტინის მხრიდან საქართველოს დესტაბილიზაციის ახალი მეთოდი, რომელიც მის საშინაო პოლიტიკაში ჩარევაში მდგომარეობს.
ეს ძალისხმევა, როგორც ჩანს კონცენტრირებულია ოპოზიციური ფიგურის ბიძინა ივანიშვილის, ქართველი მილიარდერის გარშემო, რომელმაც თავისი ქონება პოსტ–საბჭოთა რუსეთში, ქაოსის წლებში დააგროვა. აპრილში, ბატონმა ივანიშვილმა ოპოზიციური ჯგუფების კოალიცია „ქართული ოცნება” დააფუძნა, რომელიც 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, და ეთნო-ნაციონალისტურ, ფუნდამენტალისტურ- მართლმადიდებლურ რიტორიკას მიმართა.
ივანიშვილის დაფინანსებული ჯგუფები დაკავშირებულები არიან ძალადობის ზრდასთან და არა პოლიტიკური დებატების გაუმჯობესებასთან. „ქართული ოცნება“ უარს ამბობს ხელი მოაწეროს „ქცევის კოდექსს“, რომელსაც სხვა პოლიტიკური პარტიები იზიარებენ და გასულ თვეში დაჯარიმდა კიდეც კამპანიის დაფინანსების შესახებ კანონის სავარუდო დარღვევისთვის. გასულ თვეში, Wall Street Journal -ში გამოქვეყნებულ სტატიაში, ბატონმა ივანიშვილმა უარყო „განცხადებები, თითქოს ჩვენი ახალი სტილი რუსული შეთქმულების ნაწილია“ საქართველოს დაშლის მიზნით, და სანაცვლოდ ამტკიცებდა, რომ „სიტუაცია უკვე დუღს“.
ის აცხადებს, რომ ”ქართულ ოცნებას” მყარად აქვს გადაწყვეტილი დაიბრუნოს საქართველოს ტერიტორია რუსეთისგან, თუმცა სტატიაში მან ასევე ხაზი გაუსვა თავის რწმენას, რომ „ვერანაირი მტკიცე მომავალი ვერ აშენდება ჩვენი საკუთარი სამხედრო ძალის დაპირისპირებით რუსეთთან ან ნებისმიერ სხვასთან“. ეს კოალიციის დაპირებებსაც ემთხვევა, რომ ის არ აპირებს NATO–ში „შევარდნას“. ბატონი ივანიშვილის მიერ დაფინანსებული ლობისტები ბრიუსელსა და ვაშინგტონშიც მუშაობენ, ადანაშაულებენ რა საქართველოს მოქმედ მთავრობას დიქტატორულ, რეპრესიულ და ანტიდემოკრატიულ ქმედებებში, და ამტკიცებენ, რომ ის არ არის მზად ადგილისთვის დასავლურ მაგიდასთან.
რთულია ამაში არ დაინახო რუსეთის ჩანაფიქრის მეორე ეტაპი საქართველოს წინააღმდეგ. კიდევ ერთი გაფრთხილება: 2008 წლის რუსეთის ინტერვენციას წინ უსწრებდა „კავკასია 2008“ საომარი თამაშები ჩრდილოკავკასიაში. „კავკასიას 2012“ – საომარი თამაშები, რომლშიც სახმელეთო და საჰაერო ძალები, სასაზღვრო ნაწილები და შავი ზღვის ფლოტი მონაწილეობს, საქართველოში არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, 17–23 სექტემბრისთვისაა დაგეგმილი.
საზოგადოებრივი კვლევები ცხადყოფს, რომ ქართველი ამომრჩევლების ორი მესამედის აზრით, საქართველო სწორ გზას ადგას და 55% მმართველი პარტიის მხარდაჭერას აპირებს. საქართველოს NATO–სკენ მისწრაფებასაც დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. კვლევები აჩვენებს ასევე იმას, რომ ივანიშვილის გზავნილების მიმართ დიდი უნდობლობაა. იმის გამო, რომ არჩევნებში გამარჯვება მისთვის ხელმისაწვდომი არ არის, „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების უარყოფისთვის ნიადაგს ამზადებს იმით, რომ უარს ამბობს „ქცევის კოდექსის“ გაზიარებაზე, რომელიც აიძულებს მას აღიაროს შედეგები თუკი სანდოდ მიიჩნევენ მას საერთაშორისო დამკვირვებლები. ამას მხოლოდ კონფლიქტის პროვოცირება შეუძლია, სულ რაღაც რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც საქართველოს საზღვრის გასწვრივ დიდი სამხედრო ძალა განთავსდება.
დასავლეთი არ ელოდა 2008 წელს რუსეთის საქართველოში შეჭრას, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვით ადრე, ქართველები განგაშს ტეხდნენ რეგიონში სამხედრო ძალის თავმოყრაზე. საქართველო მხოლოდ საკუთარი მამაცი თავდაცვის წყალობით გადარჩა, რამაც მისი დასავლელი მოკავშირეების მოქნილი დიპლომატიისთის დრო მოიგო.
საქართველო კვლავაც მიმართავს მსოფლიოს, ამჯერად დემოკრატიულ პროცესებსა და არჩევნებზე დაკვირვების თხოვნით. იმედია, დასავლეთი საკმარისად ბრძენია იმისთვის, რომ ამოიცნოს თამაში, რომლის მიზანიც საქართველოს იმიჯის შელახვა და მის შიდა საქმეებში ხელის ფათურია.
ბატონი რეინსალუ ესტონეთის თავდაცვის მინისტრია
foreignpress.ge