საქონლის ხორცი სოკოსთან ერთად

საქონლის ხორცი სოკოსთან ერთად

ვამზადებთ საქონლის ხორცს შემდეგნაირად: ვჭრით საშუალოზე პატარა ზომებად, ვამატებთ დაჭრილ ხახვს, ოდნავ ძმარს, 2 კბილ დაჭრილ ნიორს და შავ პილპილს. ამ მასას დავდგამთ დაახლოებით 20 წუთი. მანამდე კი გავარჩევთ სოკოს და კარტოფილს. დავჭრით კარტოფილს წვრილ კუბიკებად, სოკოს კი მსხვილად.

 

ხორცს (თავის წვენიანად) ვყრით აჩმის ჟარუნაზე (ან ნებისმიერ ბრტყელ და ღრმა ცეცხლგამძლე ჭურჭელში) და ვდგავთ აირღუმელში (250 გრადუსზე), როცა ხორცი თითქმის მზადააა დავამატებთ წვრილად დაჭრილ კარტოფილს და ამოვურევთ ხანდახან რომ არ დაიწვას. როცა კარტოფილიც მზად იქნება, ზემოდან მოვაყრით სოკოს (ასე ერთ მუჭას გადავინახავთ სოუსისთვის) და ეგრევე მოვასხავთ სოუსს, რომელიც შემდეგნაირად მზადდება:

 

ავიღებთ მაიონეზს, დავასხამთ რძეს, დავუმატებთ შავი წიწაკას, მარილს გემოვნებით, 1 ჩაის კოვზ ფქვილს, წვრილად დაჭრილ პომიდორს, ჩვენს მიერ გადანახულ სოკოს და 3 კბილ ნიორს. თუ საშუალება გაქვთ ამ ყველაფერს ბლენდერით ათქვეფთ. თუ არადა, მაშინ კარგად აურიეთ, რომ ფქვილი გაიხსნას.

 

კერძი არის მზად სოუსის მოსხმიდან 20 წუთში. როცა გამოიღებთ ღუმელიდან კერძს, შეგიძლიათ თავზე მოაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა. ან სილამაზისათვის დაალაგოთ თხლად დაჭრილი პომიდორები და წვრილად დაჭრილი მცირეოდენი მწვანე ხახვი .

 

მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: წინანდალი