ვარდების რევოლუციის ბნელი მხარე

ვარდების რევოლუციის ბნელი მხარე

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო მზარდი მტრული კონკურენცია მმართველ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და ოპოზიციას შორის სერიოზული ტესტია ქვეყნის მიერ სათუთად შექმნილი რეპუტაციისა, როგორც ლიბერალური ეკონომიკისა, რომელიც ღიაა უცხოური ინვესტიციებისთვის.

რუსეთთან ომის ოთხი წლის შემდეგ, საქართველო ენერგიულად ცდილობს, რომ ქვეყანა საერთაშორისო დონეზე ომის ზონად არ აღიქმებოდეს. ქვეყნის ეკონომიკა დიდად არის დამოკიდებული პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე, რომელიც 2011 წელს 37%-ით გაიზარდა და 1.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა; საქართველოს მთავრობა აქტიურ რეკლამას უკეთებს ბიზნესისათვის ხელსაყრელ კანონმდებლობას, გაუმჯობესებულ მშპ-ს, რომელიც პირველ კვარტალში 6.8%-ით გაიზარდა და აპლოდისმენტებს ისეთი მულტილატერალური ინსტიტუტების მხრიდან, როგორიც მსოფლიო ბანკია.

კორუფციის წინააღმდეგ გადამჭრელი ზომების მიღებამ საქართველო, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნიდან ყოფილ საბჭოთა კავშირში, საუკეთესო პოზიციაზე აიყვანა და ამას ათეული წელიც კი არ დასჭირდა. კორუფციასთან ბრძოლის მწვერვალი იყო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განკარგულება ერთ დღეში 2005 წელს სამსახურიდან დაეთხოვათ საგზაო პოლიციის თანამშრომლები და ისინი უმაღლეს დამთავრებულებით შეეცვალათ. „საქართველო ფინეთის გვერდზე დგას, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული პოლიცია ჰყავს,“ ამბობს პლამენ მონოვსკი, Renaissance Asset Managers-ის აღმასრულებელი დირექტორი.

პოლიტიკური რისკების შეფასების საკონსულტაციო ორგანიზაციის Oxford Analytica-ს უფროსი ანალიტიკოსი აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში მაიკლ ტეილორი ამბობს, რომ ქვეყანა იმსახურებს ნდობას კორუფციის მნიშვნელოვნად შემცირების გამო, და ამბობს, რომ დღეს საქართველოში გაცილებით უკეთესი პირობებია სამუშაოდ, ვიდრე მაშინ როდესაც მთავრობა 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოვიდა.

მაგრამ ეს სრული სურათი არ არის. ვიდრე სააკაშვილის ადმინისტრაციას აქებენ დაბალ დონეზე კორუფციასთან გამკლავების გამო, ოპონენტები მას ავტოკრატიულ გადახრებსა და კორუფციის მაღალ დონეზე შენარჩუნებაში ადანაშაულებენ. Oxford Analytica -ს ანალიტიკოსი მაიკლ ტეილორი ამბობს: „რა ხდება სათავეში, მაღალ დონეზე? არ ვფიქრობ, რომ ბევრი რამ გაუმჯობესდა“.

მომავალმა არჩევნებმა მთავრობის პოლიტიკურ ოპონენტებში, რომლებმაც იყნოსეს, რომ სააკაშვილისა და მისი მოკავშირეების გამარჯვება შემოდგომის საპარლამენტო და მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გარდაუვალი რამ აღარ არის, ბრაზიანი პროტესტი გამოიწვია.

2011 წლის ოქტომბერში საქართველოს პოლიტიკური სურათი რადიკალურად შეცვალა მილიარდერის, საქართველოს უმდიდრესი ადამიანისა და ცნობილი ფილანტროპის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამ და მისმა განცხადებამ, რომ იბრძოლებდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, რამაც გაზარდა საარჩევნო კონკურენცია მნიშვნელოვნად გაზარდა.

უმალ, ივანიშვილს, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა, საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს ისეთ საფუძველზე, რომელიც იშვიათად გამოიყენება და კრემლის მარიონეტად მონათლეს.

ივნისის ბოლოს, ივანიშვილსა და მის პოლიტიკურ მოკავშირეებზე დაკისრებული მრავალი ფინანსური ჯარიმისა და პარტიის უკანონო დაფინანსებასთან დაკავშირებული ბრალდებების შემდეგ, საქართველოს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ივანიშვილს „ქართუ“ ბანკის აქციების წილის 100% და პროგრეს ბანკის 21.7% ჩამოართვა. აქციების მყიდველები არ გამოჩნდნენ და სახელმწიფომ „ქართუზე” კონტროლი თავად აიღო და ახალი მმართველები დანიშნა. ამ საქმეზე საუბარი მთავრობის არც ერთ წარმომადგენელს არ სურს.

ოპონენტების მიმართ ასეთი უხეში ზომების მიღებით, საქართველომ ძირს უთხრის სახელმწიფოს მხრიდან ნაკლები ჩარევის მომხრე, ინვესტიციებზე ორიენტირებული, ტექნოკრატული სახელმწიფოს იმიჯს. „ეს კარგად არ გამოიყურება“, ამბობს ტეილორი.“და გზავნილია, რომ საქართველოში ბიზნესის საკეთებლად კარგი მეგობრებია საჭიროა“.

ტეილორს მიაჩნია, რომ ბანკზე ზეწოლა არა მხოლოდ საქართველოს საერთაშორისო იმიჯს ლახავს, არამედ არის უფრო სერიოზული პრობლემიდან ყურადღების გადატანის საშუალებაა. „სააკაშვილთან დაახლოებული ადამიანთა მცირე ჯგუფი ყველა დიდ ბიზნესს აკონტროლებს,“ ამბობს ის. „საქართველოში ინვესტიციის დაბანდება მხოლოდ ამ ხალხთან ახლობლობითაა შესაძლებელი.“

ის დასძენს: „დასავლეთში, არსებობს მოსაზრება, რომ სააკაშვილი ამკვიდრებს კონკურენციას“, თუმცა ეს „ილუზიაა“.

ეს მოსზრება ეხმიანება „საერთშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“ მიერ ჩატარებულ არაერთ კვლევას. ერთ-ერთის თანახმად, რომელიც საწვავისა და საკვები პროდუქტების სფეროში ჩატარდა, გამოავლინა რომ ორივე შემთხვევაში ადგილი აქვს ოლიგოპოლიას.

კიდევ ერთი ანგარიში მოწმობს, რომ საქართველოს სარეკლამო ბაზარი ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის მეგობრებისა და ბიზნესპარტნიორების ხელშია. კვლევა, რომელიც მედიისა და ფარმაცევტულ სექტორში ჩატარდა იგივე შედეგები უჩვენა. „დასავლეთში ისეთი წარმოდგენა აქვთ თითქოს სააკაშვილმა კონკურენტული გარემო შექმნა“, მაგრამ ეს მხოლოდ „ილუზიაა“ აღნიშნავს ანალიტიკოსი ტეილორი.

თომას დე ვაალი კარნეგის ფონდიდან თავის ანგარიშში საქართველოს პოლიტიკური მომავლის შესახებ იგივე დასკვნებამდე მიდის და ამბობს: „საქართველოს ეკონომიკას ჩრდილოვანი მხარეები აქვს დაუფრო ღრმა შესწავლას საჭიროებს.“

ის, რომ მთავრობა ადმინისტრაციულ რესურსს და ლეგალურ წესებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, ივანიშვილთან დაკავშირებულ საქმეებსაც სცდება.
foreignpress.ge