დასაქმების მინისტრის ბიზნეს-ინტერესები. სააგენტო ინფო 9-ის ინფორმაციით, ჭიათურის სოფლებში წაბლის ხეების მასიურად გაჩეხვის ლიცენზია კომპანია „wood export"-ს აქვს, რომლის 70-პროცენტიანი წილის მფლობელი ამჟამინდელი დასაქმების მინისტრი პაატა ტრაპაიძეა, ხოლო 30%--ს ჭიათურაში მცხოვრები მალხაზ მასხარაშვილი ფლობს. კომპანიამ ლიცენზია 2011 წლის დეკემბერში მიიღო."წოოდ ეხპორტ"-თან დაკავშირებით „ინფო-9" შეეცადა პაატა ტრაპაიძეს გასაუბრებოდა, თუმცა, დასაქმების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ნინო მამალაძემ, სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ გადატვირთული გრაფიკის გამო მინისტრი კომენტარის გაკეთებას ვერ ახერხებს. სააგენტო წერს, რომ ჭიათურაში წაბლის ხეების გაჩეხვა დღემდე გრძელდება.