ქალაქის მეხუთე საავადმყოფოს შენობა გაიყიდა. ამ ინფორმაციას კლინიკის მთავარი ექიმი ადასტურებს. საავადმყოფო ჟვანიას სახელობის კლინიკის შენობაში გადავიდა, მთავარი ექიმის ნინო ქორქაშვილის თქმით საავადმყოფოს იურიდიულ მისამართად უკვე ერთი წელია რაც ლიუბლიანას 41 ითვლება. სამკურნალო დაწესებულების თანამშრომლების თქმით პენსიის ასაკს მიღწეული კადრები ახალ შენობაში აღარ გადაყავთ. მიზეზად კი საპენსიო ასაკს ასახელებენ. კლინიკის გაყიდვის ფაქტის გადასაღებად მისულ მეცხრე არხის გადამღებ ჯგუფს შენობის ახალმა დაცვამ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.