ბოლნისური ყაურმა

ბოლნისური ყაურმა

კარგად გარეცხავთ ჯიგარს და მუცლის ქონს, დაჭრითთ წვრილად 2-3 სანტიმეტრიან ნაჭრებად, ჩაყრით ქვაბში და დაიწყებთ მოშუშვას თავდახურულში. თავის წვენი რომ თითქმის ჩააშრება, დაამატებთ ალყა-ალყა დაჭრილ ხახვს, დაფნის ფოთოლს და 2-3 კბილ დაჭრილ ნიორს.

 

დაახურავთ თავს და შუშავთ (მალ-მალე უნდა მოურიოთ, რომ არ მიიწვას). ხახვი რომ მოიშუშება და ჯიგარიც შეწითლდება, დაამატებთ სუნელებს. ცოტა ხანში ნახავთ, თუ წვენი უკვე ამომშრალი იქნება, დაამატებთ ღვინოს. ღვინო კარგად რომ გაუჯდება, თუ ეს საჭირო გახდება, ამატებთ წყლს ან ბულიონს (არის კიდევ ერთი ვარიანტი: ტომატს ან პომიდორს უკეთებენ). გააგრძელებთ შუშვას მზდაყოფნამდე.

 

მერე დაამატებთ მარილს, წვრილად დაჭრილ მწვანილებს და მწვანე წიწაკას, მოურევთ, გადმოდგამთ დატოვებთ თავდახურულს 10 წუთით. ყაურმა არ უნდა იყოს სუპივით წვნიანი და არც ძალიან მშრალი, წვენი უნდა ჰქონდეს სქელი და ბლანტი.

 

ინგრედიენტები:

 

საქონლის გულ-ღვიძლი (სჯობს ღორის, ცხვრის ან ახალგაზრდა საქონლის-დეკეულის) თავის მუცლის ქონით, ხახვი 1,5 კგ. წიწაკა მწვანე 2-3 ცალი (ძალიან მწარე არ უნდა), 2-3 კბილი ნიორი, დაფნის ფოთოლი 3-4 ცალი, ქინძი, პეტრუშკა, ნიახური-ძალიან ცოტა, მარილი, დაფქვილი წიწაკა და შავი პილპილი გემოვნებით, ხმელი ქინძი, ძირა, უცხო სუნელი თითო ჭიქა, ძირა ნახევარი ჭიქა, 500 გრამი წითელი ღვინო.

 

უხდება წითელი მშრალი ღვინოები, ზამთარში კი არაყი.