საქართველოს საკონსტიუტიციო რესპუბლიკაზე საუბრისას ყურადღება ძირითადად იმაზეა შეჩერებული, თუ ძალაუფლების რა ხარისხს ფლობს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი (და შესაბამისად პარლამენტი) და ა.შ. ეს მნიშვნელოვანი კითხვებია, რომლებიც ენერგიულ და გააზრებულ დისკუსიებს მოითხოვს, მაგრამ ეს დებატები იმ ვარაუდებს ეფუძნება, რომლებიც თავის მხრივ სრულად და ადეკვატურად გამოკვლეული არაა. მიუხედავად იმისა, რომ ამ კითხვების დასმა აუცილებელია, იგნორირება ხდება უფრო ფუნდამენტური საკითხისა: რამდენად დიდი ძალაუფლება უნდა აკუმულირდეს ცენტრში?
გასულ აპრილს, ლევან ვარშალომიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერმა, დაარღვია ის სტანდარტული ეტიკეტი, რომელიც, ძალაუფლებისმოყვარე ასლან აბაშიძის დამხობის შემდეგ, ტიპური გახდა ბათუმი-თბილისის სამთავრობო ურთიერთობებისთვის. აჭარის ლიდერმა, რომელიც ცნობილია, როგორც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ახლო გარემოცვის პოლიტიკური მოკავშირე, პირველად და სასტიკად გააკრიტიკა ის შეზღუდვები, რომლებიც აჭარის მთავრობას თბილისმა დაუწესა.
”(აჭარის სამინისტროები) უნდა დაელოდნონ იმას, თუ როდის მოაწერს თბილისელი ბიუროკრატი ხელს დოკუმენტს – განაცხადა ვარშალომიძემ – ეს უბრალოდ მიუღებელია, ეს არაა სწორია და ეს შემაშფოთებელია”. აჭარის ლიდერმა შემდეგ განმარტა, თუ როგორ შეიძლება ლოკალური ხელისუფლებებისთვის ძალაუფლების გაზრდამ გააუმჯობესოს მომსახურება, დაეხმაროს მეწარმეებს, ხელი შეუწყოს ადგილობრივი პრობლემების უკეთ გააზრებას – არგუმენტები, რომლებიც ჩვეულებრივ ფედერალიზმის გამართლების საფუძველს შეადგენენ.
თბილისის სიფრთხილე ადგილობრივი მთავრობებისთვის ძალაუფლების გაფართოების პერსპექტივისადმი, ბოლოდროინდელი ისტორიის გათვალისწინებით, გასაგები ხდება. როგორც უკვე ითქვა, ექვსი წლის წინ ბათუმსა და თბილისს შორის არსებული ურთიერთობები უფრო ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობას წააგავდა, ვიდრე – ერთი და იმავე ქვეყნის ორი რეგიონის. აბაშიძის მმართველობის დროს, რომელიც ჭკუას უხმობდა და არასდროს უმტკიცებია, რომ აჭარა სეპარატული ქვეყანაა, მაგრამ თბილ, სუბტროპიკულ რესპუბლიკაში შესასვლელად და იქიდან გამოსასვლელად ”სასაზღვრო” საკონტროლო-გამშვები უნდა გაგევლოთ და პასპორტი უნდა წარგედგინათ. თბილისის სუვერენიტეტი რეგიონზე ნომინალურად არსებობდა, მაგრამ ძლივს შესამჩნევი იყო.
მას მერე, რაც 2004 წელს დიდმა სახალხო პროტესტმა საკონსტიტუციო ნორმა აღადგინა, აჭარის ავტონომიურობამ შესამჩნევი ხარისხით იკლო. თბილისი კი, თავის მხრივ, ძალიან მგრძნობიარად რეაგირებს ცენტრიდან რეგიონებისთვის ძალაუფლების ხელახლა დელეგირებასთან დაკავშირებით, რადგან აბაშიძის დღეების განმეორების ეშინია, ან კიდევ უფრო ავისმომაწავებლის, რაღაც ისეთის, რაც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში მოხდა.
ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ ეს რეგიონები როდია დასახლებული მნიშვნელოვანი რაოდენობის ეროვნული უმცირესობებით. ჯავახეთი, რომელშიც უამრავი ეთნიკური სომეხი ცხოვრობს, ერთ დროს ჩამოყალიბების პროცესში მყოფ სეპარატისტულ პრობლემად განიხილებოდა. იმასაც კი ამბობენ, რომ ჯავახეთმა მხოლოდ იმიტომ არ გაიმეორა აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და აჭარის ბედი, რომ ისეთი გეოგრაფიული სიახლოვისა და სტრატეგიული მდებარეობის დეფიციტს განიცდის, რამაც სხვებს რუსეთის ფართო მხარდაჭერა არგუნა (აბაშიძე ახლა მოსკოვში კომფორტულად ცხოვრობს). ამიტომ არაა გასაოცარი, რომ ქართველი პოლიტიკოსები არ ისურვებდნენ კიდევ ერთხელ ისეთი პოლიტიკური გარემოს შექმნას, რომელმაც ქვეყანა ბალკანიზაციამდე მიიყვანა.
მაგრამ ვარშალომიძის პროტესტი იმის მაჩვენებელია, რომ შესაძლოა ისინი რეალურად ძალიან შორს წავიდნენ ერთიანობისკენ სწრაფვის გამო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დაახლოებით აშშ-ს შტატის, სამხრეთ კალიფორნიის ტოლია, მაგრამ ის, ქვეყნის რელიეფური ლანდშაფტის, სხვადასხვა კლიმატური ზონების, სუსტად განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ისეთი ეთნიკური და სუბ-ეთნიკური ჯგუფების განსხვავებულობის გამო, რომლებიც ქვეყანას თავის სამშობლოდ მიიჩნევენ, საკუთარ თავს ბევრად უფრო დიდად აღიქვამს. ძალიან ბევრ დასავლელს, რომელიც საქართველოში მოგზაურობს, განსაკუთრებით ქვეყნის განაპირა სივრცეებში, სადაც პოლიციელების უნიფორმა უფრო გაცვეთილია, მანქანები უფრო ძველი, ხოლო თბილისის წესებს ნაკლებად მიჰყვებიან, ისეთი განცდა უჩნდება, რომ ეს ”თბილისის იმპერიაა” და არ ერთი მთლიანი ქვეყნა.
რაღაც თვალსაზრით, არსებობს იმის ნიშნები, რომ თბილისის მთავრობამ ამ რეალობის შესახებ იცის. 2009 წლის სექტემბერში, სააკაშვილმა გაეროში წარმოთქმულ სიტყვაში განაცხადა, რომ ქვეყანა დაიწყებს დეცენტრალიზაციის დიდ პროგრამას და ”ჩაატარებს ყველა მერის პირდაპირ არჩევნებს რამდენიმე თვეში”. არ არის საჭირო იმის თქმა, რომ ეს დაპირება მალე უარყოფილ იქნა მას შემდეგ, რაც სააკაშვილის მოკავშირეებმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ცხადი გახადეს, რომ არ ეთანხმებიან ასეთ გაბედულ ნაბიჯს. თბილისის გარდა, მერის არჩევნები რამდენიმე თვეში თავიდანვე უკუგდებულ იქნა.
მაგრამ სააკაშვილის სიტყვები იმაზე მიუთითებს, რომ ის, სხვა რომ არაფერი, აცნობიერებს – დამატებითი ძალაუფლების დელეგირება ადგილობრივი სამთავრობო სტრუქტურებისთვის, ქვეყნის დემოკრატიული სისტემისათვის სიკეთე იქნებოდა. და თუ ამას იმ ფაქტსაც დავუმატებთ, რომ საქართველოს მთავრობამ საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო და საქართველოს პარლამენტი ნაწილობრივ ქუთაისში გადააქვს, ისეთი განცდა ჩნდება, რომ თბილისის პოლიტიკური ისტებლიშმენტი დეცენტრალიზაციის ფასეულობას თავს უკრავს. ის, რომ მსგავსი იდეები ან ჩუმად ჩაკვდა, ან შეცდომებით იქნა გარემოცული, მხოლოდ იმას ადასტურებს, თუ რამდენად დაეჭვებულნი არიან მთავრობის წევრები ასეთი ნაბიჯის შედეგების გამო ქვეყნის მომავლისათვის.
ყველა შესაძლო კარგი განზრახვა (მათი შედარებითი მარცხის მიუხედავად), ქალაქების მერების პირდაპირი არჩევნები და პარლამენტის ქუთაისში გადატანა, როგორც ჩანს, უფრო სიმბოლურია, ვიდრე არსებითი. თუ საქართველო მართლა სერიოზულადაა განწყობილი დემოკრატიზაციის პროცესისადმი, მაშინ ქართველი პარალმეტარების ყურადღება ჭეშმარიტი ფედერალიზმის სიკეთისკენ უნდა მიემართოს.
ასეთი პროცესის შედეგები შეიძლება საქართველოს პოლიტიკურ სტრუქტურებს შორს გასცდეს. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება დღეს და თვალსაწიერ მომავალში, თბილისისთვის მთლიანად მიუღწეველია, პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში პროგნოზირებადი რამ არ არის. თუ მხედველობაში მივიღებთ მდუღარე უთანხმოებას ნაციონალისტ აფხაზებსა და მათ რუს ბატონებს შორის, შეუძლებელი არ უნდა გახდეს ის, რომ ფსბ-ს ძალოვანი კადრების არადემოკრატიულმა და ხანდახან სასტიკი მართვის სტილმა უფრო მალე ამოწუროს თავი, ვიდრე ეს შეიძლება დღეს კავკასიის ექსპერტების უმეტესობამ ივარაუდოს. და როდესაც ეს დღე დადგება, ის, თუ როგორ ირეაგირებს საქართველო და რუსეთი (და თურქეთი), პროცესებზე განუსაზღვრელ გავლენას იქონიებს.
აფხაზებისთვის აბსოლუტურად ნულოვანია ნიშანი იმისა, რომ თბილისთან ხელახალი გაერთიანება მას 90-იანი წლების ქართული ავტოკრატიის გარდა სხვას რამეს მოუტანს. მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებლია სოხუმისა და რუსეთის ტერორისა და ეთნიკური წმენდების კამპანიის გამართლება (ამ შემთხვევაში ქართველების ეთნიკური წმენდა), ცხადია, რომ აფხაზები ძალიან ბევრს გაიღებენ, რათა გარკევული ხარისხით დამოუკიდებლობა შეინარჩუნონ. თუ მოვა ისეთი დრო, როდესაც აფხაზეთი აქტიურად შეუდგება დემოკრატიის რუსული ვერსიის ალტერნატივის ძიებას, საქართველოს ამ მომენტისთვის უკვე უნდა ჰქონდეს მზად შეთავაზაბების არნახული პაკეტი.
დღეს აფხაზეთს ოფიციალურად საქართველოს ”ავტონომიური რესპუბლიკის” დასახელება აქვს მინიჭებული, კურიოზული იარლიყი, რომელიც მართლაც სასაცილო იქნებოდა, სასტიკ სიმართლეს რომ არ შეესაბამებოდეს. თუ თბილისმა დაიწყო სვლა ხანგრძლივი, მაგრამ მართლაც ფედერალური საქართველოს შექმნის მნიშვნელოვანი პროცესისაკენ, ისეთი საქართველოსკენ, სადაც მის შემადგენლობაში მყოფ რეგიონებს ექნებოდათ რეალისტური და ამავე დროს მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე თვითმმართველობა (შვეიცარიის კანტონები და გაერთიანებული არაბეთის საამიროები კარგი შესაძლო მოდელებია), გამორიცხული არაა, რომ სოხუმს შეეძლო საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული, ნამდვილად ავტონომიური მმართველობა საქართველოს ფარგლებს შიგნით, უპირატესად მიეჩნია, ვიდრე ვლადიმერ პუტინისა და მისი ახლო გარემოცვის, ყოფილი სუკის წევრების, პირადი მამულის სტატუსში არსებობა. მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ საქართველოს უკვე შექმნა პოზიტიური გამოცდილების მქონე, სანდო ფედერალური სისტემა. ის, რომ დანარჩენი საქართველოსთვის გამონაკლისი იქნება, აფხაზეთისთვის ძალიან სასურველია, რადგან მას ყოველთვის მოეჩვენება, რომ თბილისი მისი ავტონომიისათვის ძირის გამოთხრას ცდილობს. იმაზე უფრო ნაკლები, ვიდრე რეგიონების უნივერსალური ფედერაცია, არ ივარგებს.
ეს არაა პრობლემების გადაწყვეტის ერთადერთი გზა, მაგრამ მისი განხილვა ნამდვილად ღირს. თუ საქართველო მართლაც სერიოზულად აპირებს დემოკრატიის განვითარებას ქვეყანაში, ეკონომიკურ ზრდას და მსოფლიოს დაუმტკიცებს, რომ მას შეუძლია აფხაზეთის კეთილგანწყობილ, მშვიდობიან პარტნიორად იქცეს, ფედერალური მოდელის მიღებაზე უკეთესი გზა არ იქნებოდა.