ქართულმა სასამართლომ ოპოზიციური კოალიციის წამყვანი წევრი თაღლითობაში დაადანაშაულა და დაუსწრებლად ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გამოძიება აცხადებს, რომ მელიკ რაისიანი – კოალიციის ახალქალაქის ოფისის ხელმძღვანელი 2007 წელს ადგილობრივ მოსახლეს 24 000 დოლარს სძალავდა და სანაცვლოდ პირდებოდა, რომ დაეხმარებოდა მას გადასახადებისგან თავის არიდებაში. სასამართლომ რაისიანს, რომლის ადგილსამყოფელიც ამ ეტაპზე უცნობია, ჯარიმის სახით 6 000 დოლარის გადახდაც დააკისრა.
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე მანანა კობახიძე აცხადებს, რომ რაისიანს მხოლოდ მას შემდეგ დასდეს ბრალი, რაც ის შეუერთდა ოპოზიციურ კოალიციას, რომელსაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს. კოალიცია “ქართული ოცნება” მმართველი პარტიის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მთავარი მეტოქეა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.
foreignpress.ge