ბურჯის ასეულობით თანამშრომელს კი შენობა უკვე დაატოვებინეს. ამ დროისთვის ტერიტორია უკვე დალუქულია. აღმსრულებლებმა კომპანიაში დასაქმებულებს პირადი ნივთების ასაღებად და შენობიდან გასასვლელად ნახევარი საათი მისცეს. მათი ბედი გაურკვეველია-აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა საწარმოს თანამშრომლებს მხოლოდ ის უთხრეს, რომ სამსახურის საკითხი ახალ მფლობელთან უნდა გაარკვიონ. ბურჯის თანამშრომლები ასეთ პასუხს არ იღებენ და ტერიტორიის უკანონო ლიკვიდაციაზე საუბრობენ. შენობა დაატოვებინეს ბურჯის დაცვის თანამშრომლებსაც, ისინი სახელმწიფო დაცვის სამსახურმა ჩაანაცვლა. შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ბურჯის ცენტრალურ ოფისსა და ავტოფარეხში აღსრულების ბიურო შევიდა და გაყიდული საწარმოს ქონების აღწერა დაიწყო. თუმცა აღრიცხვის პროცესს არცერთი თანამშრომელი არ დაასწრეს. შეპესე ბურჯი სახელმწიფო აუდიტმა ქართული ოცნებისთვის გაწეული შეღავათიანი საავტომობილო მომსახურებისა და სარემონტო სამუშაოების გამო მილიონებით დააჯარიმა, ჯარიმის არგადახდის შემდეგ კომპანია აუქციონზე გაიტანეს. პარასკევს ბურჯი 8 მილიონ 761 513 ლარად გაიყიდა, თუმცა ამ დრომდე არ ახმაურებენ პირს, რომელმაც შეპესე ბურჯი იყიდა.