Google-მა სულ ახლახანს თავის კონკურენტ Facebook–ს კომპანია Wildfire Interactive ხელიდან გამოაცალა
არიელ ცუკემბერგი თავისი ძმის მთავარ კონკურენტ კომპანია Google–ში გადავიდა. ამასთნ Facebook ორმა მნიშვნელოვანმა მენეჯერმა დატოვა.
Google-მა სულ ახლახანს თავის კონკურენტ Facebook–ს კომპანია Wildfire Interactive ხელიდან გამოაცალა. აღნიშნული კომპანია 4 წლის წინ შეიქმნა და მასში ერთ–ერთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე Facebook–ის დამფუძნებლის და არიელ ცუკემბერგი მუშაობდა.
Wildfire Interactive-ში, რომელშიც დაახლოებით 350 ადამიანი მუშაობს სხვადასხვა ბრენდების მარკეტინგითაა დაკავებული და ცდილობს მათ პოპულარიზაცია სოციალურ ქსელებში: Facebook–ში, Twitter–სა და LinkedIn–ში გაუწიოს.
ახლა Wildfire Interactive მხოლოდ Google–ზე იმუშავებს, რომელიც Facebook–ის მთავარი კონკურენტია. ამისთვის Google–მა $250 მილიონი დოლარი გადაიხადა.
Google–ში არიელ ცუკემბერგმა პროდუქციის უმცროსი მენეჯერის პოზიცია დაიკავა და ახლა საკუთარი ძმის მთავარ კონკურენტზე მუშაობს.
თავის ბლოგში არიელ ცუკემბერგმა Facebook–ის დიზაინის შეცვლის პლუსებზე და მინუსებზე ისაუბრა.
ერთ–ერთ პოსტში არიელმა აღნიშნა, რომ მას სურს ინვესტიციების განხორციელება, თუმცა მისი ძმის კომპანია ამისათვის საუკეთესო ადგილი არ არის. ეს ყველაფერი კი იმის ეჭვს ბადებს, რომ ინტრიგა და განხეთქილება არა მხოლოდ ცუკემბერგების ოჯახშია, არამედ თვითონ კომპანიაშიც.
მარკ ცუკემბერგის კიდევ ერთი და - რენდი Facebook-ის მოთხოვნების მარკეტინგის განყოფილებას რამდენიმე წელი ხელმძღვანელობდა, მაგრამ ერთი წლის წინ კომპანია დატოვა.
დების Facebook-იდან წასვლა კომპანიისთვვის ერთადერთი დანაკარგი არ ყოფილა. არიელის წასვლასთან ერთდ ცნობილი გახდა, რომ Facebook თანამშრომლობის პროგრამის დირექტორმა იტან ბერდმა და ამავე განყოფილების მარკეტინგის დირექტორმა კიტი მიტინგმა დატოვეს.
ბერდი თავის დროზე Facebook-ში Google-დან გადმოვიდა. ცუკემბერგის კომპანიაში, 2008 წელს ხელისუფლების ჩარევისა და ხელმძღვანელებს შორის გაურკვევლობის შემდეგ, ის კომპიუტერების პლათფორმას უკეთებდა სტაბილიზაციას. მის მიერ შექმნილი პლათფორმა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, რადგან ის კომპანიის გარეთ მყოფ დეველოპერებს საშუალებას აძლევს თავიანთი პროგრამა სოციალური ქსელების სტრუქტურაში განათავსონ და ბევრი ახალი ბიზნეს იდეა განახორციელონ.
კიტი მიტიკი Facebook-ში მოსვლამდე Yahoo-სა და Palm-ში მუშაობდა და დღემდე eBay-ის დირექტორთა საბჭოს წევრია. სწრედ ის იყო Facebook-ისა და eBay-ის შორის თანამშრომლობის ინიციატორი.