“მიშას ჩახუტების კამპანია”

“მიშას ჩახუტების კამპანია”

პროსამთავრობო ნაციონალურ საინფორმაციო არხებზე არცერთი “ახალი ამბები” არ ჩაივლის ისე, რომ არ გავიდეს კადრები მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით, რომელიც როგორც წესი ეხვევა ბედნიერებისგან გაბრწყინებულ მორიგ ბებიას.

ერთგან სოფლის მცხოვრები ქალბატონები მადლობას ეუბნებიან პრეზიდენტს იმისთვის, რომ მათ წყალგაყვანილობა შეუკეთეს, მეორეგან მას პირადად გადაჰყავს საშუალო ასაკის ქალბატონი დატბორილი ტერიტორიიდან.

ფოტო ერთ-ერთი ასეთი გამოსახულებით Facebook-ში რუსულმა ჟურნალმა snob.ru-მ გამოაქვეყნა კოლაჟის სახით პუტინის ფოტოსთან ერთად, რომელიც უსაფრთხოდ თვიტმფრინავში მოკალათებული ყურადღებით აკვირდება წყალდიდობით გამოწვეულ ნგრევას სარკმლიდან. ამ ფოტოს ირგვლივ ცხარე დისკუსია გაიმართა: ნაწილი ადიდებდა სააკაშვილს, რომელსაც არ ეშინია დასველების ოღონდ კი საკუთარ ხალხს დაეხმაროს, სხვები კი პუტინის ქცევის სისწორეს იცავდნენ, ანიჭებდნენ რა უპირატესობას უფრო თავშეკავებულ ქმედებებს.

მართლა ასე უხარიათ თუ არა ბებიებს საკუთარი პრეზიდენტის ნახვა, ეს შეხვედრები საქართველოს ნაციონალური მაუწყებლებისთვის ერთგვარი სენტიმენტალური სტანდარტია, და არცერთი მთავრობა არ ისურვებდა იმას, რომ საარჩევნო წელს აქ რაიმე პრობლემა შეიქმნას.

მაგრამ, როდესაც ასეთი რამ ხდება, მიანდეთ ეს პრეზიდენტს და ის უსიამოვნო ეპიზოდსაც კი თავის წარმატებად აქცევს და ამ ეპიზოდებში ბებიებთან ჩახუტებაც შევა.

მაგალითად: 24 ივლისს ერთ-ერთ ღონისძიებაზე საქართველოს დასავლეთში, სიღატაკეში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლე როზა წყაბელია სააკაშვილთან მიახლოვებას შეეცადა, რათა მისთვის საკუთარი მძიმე ხვედრის შესახებ მოეთხრო. ოპოზიციურმა ტელეკამერებმა დააფიქსირეს, როგორ უხეშად გაათრია ტერიტორიიდან ქალბატონი ორმა სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა მამაკაცმა. ეს კადრები ტელეკრანზე მოხვდა და ქსელში გავრცელდა. ინტერნეტის მომხმარებლები დამნაშავეების დასჯას ითხოვდნენ.

როდესაც პრეზიდენტი ოპონენტები ის იყო კამპანიას აგორებდნენ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ტელეკამერების წინ საკუთარი პიარ-ნაბიჯი გადადგა: მან როზა წყაბელიას სახლში მიაკითხა, დამხარებას დაპირდა და… სტუმრობა მორიგი ჩახუტებით დაასრულა. 25 ივლისს ქალბატონზე თავდამსხმელები დააპატიმრეს, ხოლო ადგილობრივი პოლიციის უფროსი საკუთარი მოვალეობებისადმი უდიერი დამოკიდებულების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს.

რა არის ეს: იმის ნიშანი, რომ მედიის მუშაობა კონტროლდება, როდესაც საქმე ხელისუფლების მხრიდან მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას ეხება, თუ პრეზიდენტის პოლიტიკური სიბრძნე, რომელიც პიარ შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებს? როგორც არ უნდა იყოს, როზა წყაბელიას ინციდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოში საარჩევნო წელს საინფორმაციო ტელეარხების საჭიროების სიმწვავეს, რომლებიც პასიურად არ გადასცემენ კადრებს.

მიხეილ სააკაშვილის მიმართ მანიით არიან შეპყრობილები ოპოზიციური არხებიც, რომლებიც მას ყველაფერში ადანაშაულებენ: ბუნებრივი კატასტროფებიდან დაწყებული უიღბლო ქორწინებებით დამთავრებული.

თუკი ქართული არხები მართლაც შეეცდებიან რეპორტაჟების მომზადებას და იმის ანალიზს რასაც აჩვენებენ, ქვეყანა, და მათ შორის ბებიებიც, მხოლოდ მოიგებენ ამით. მაშინ მართლაც იარსებებდა გემრიელად ჩახუტებისა და ერთმანეთისთვის ხელის ჩამორთმევის მიზეზი.
foreignpress.ge