საპარლამენტო "ფრაქცია სამართლიანობისათვის" წევრების და ფინანსთა მინისტრის მოადგილის შეხვედრა პარლამენტში მწვავე დებატების ფონზე წარიმართა და დაპირისპირებით დასრულდა.
მხარეებს შორის დაპირისპირება პრეზიდენტის და მთავრობის ფონდებში შექმნილ მდგომარეობას მოჰყვა. ფინანსთა მინისტრის მოადგილის პაპუნა პეტრიაშვილი ინფორმაციით მთავრობის და პრეზიდენტის ფონდში 2012 წლის 24 ივნისისთვის 40 მილიონი ლარია დარჩენილი. ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისათვის წევრმა" ჯონდი ბაღათურიამ დავითაიას ფონდებიდან გახარჯული ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა მოსთხოვა.
"გადარეკეთ სამინისტროში და ან ელექტრონული ფოსტით ან ესემესით, მოგაწოდონ ინფორმაცია 60 მილიონის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში ახალი ფონდის დამტკიცებას ჩვენ მხარს არ დავუჭერთ. ფრაქცია ამ ინფორმაციას დღის ბოლომდე დაელოდება."
პაპუნა პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ ამ ინფორმაციას, პარლამენტი თვის ბოლოს მიიღებს. "2012 წლის ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების და ხარჯთაღრიცხვის შესახებ მომზადებული 300 გვერდიანი დოკუმენტი პარლამენტში ივნისის ბოლოს შემოვა."
"ერთობა სამართლიანობის" წევრები პაპუნა პეტრიაშვილისგან ფონდების შესახებ ხარჯთაღრიცხვას მთელი შეხვედრის განმავლობაში ითხოვდნენ.
პეტრიაშვილის ინფრმაციით სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის ბიუჯეტში 162 მილიონი ლარია გათვალისწინებული. "ამ თანხის მობილიზება ბიუჯეტის შიდა რესურსებით მოხდება. არ შეიცვლება 2012 წლის ბიუჯეტის შიდა პარამეტრები. "
პეტრიაშვილის ინფორმაციით, შეიქმნება "სპეციალური ღონისძიებათა ფონდი", რომელსაც საქართველოს პრემიერმინისტრი ვანო მერაბიშვილი განკარგავს.
ფონდში თანხების მობილიზების სქემა ასეთი იქნება: 2012 წლის ბიუჯეტში მცირდება რეგიონალური განვითარების ფონდის ხარჯბი 39 მილიონი ლარით, რაც პეტრიაშვილის განმარტებით მთლიანი თანხის 1 პროცენტია. პეტრიაშვილის ინფორმაციით, 2012 წლის ბიუკეტში მოხდება რიგი პროექტების კორექტირება. ასევე ფონდში მიმართული იქნება ის ფული, რომელიც სამინისტროების ადმინისტრაციული ხარჯების შეკვეცის შედეგად გამონთავისუფლდება.
ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციული ხარჯები 5,6 მილიონი ლარით უმცირდება. პეტრიაშვილის თქმით, სხვადასხვა სამინისტროები ადმინისტრაციულ ხარჯებს1,5 მილიონი ლარით შეამცირებენ. ბიუჯეტიდან გამონთავისუფლებული ფული ამ ფონდში გადაირიცხება. რაც შეეხება 110 მილიონს, პეტრიაშვილი განმარტავს, რომ ეს თანხა კახეთის რეაბილიტაციაზე 2012–2013 წლებსი დაიხარჯება. რეაბილიტაციისთვის განკუთვბილი 80 მილიონი ლარი მსოფლიო ბანკის სეღავათიანი სესხია. დანარჩენი 40 მილიონის მობილიზება კი ბიუჯეტიდან მოხდება.
პაპუნა პეტრიაშვილის ინფორმაციით "სპეციალურ ღონისძიებათა ფონდი" მხოლოდ 1 წლის განმავლობაში იფუნქციონირებს. რაც შეეხება პრეზიდენტის და მთავრობის ფონდებს, ორივე ფონში ერბლივად 40 მილიონი ლარია მობილიოზებული: "ამ ფონდებიდან ფულს ვერ დავხარჯავთ კახეთის, სამცხე–ჯავახეთის და თიანეთის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზე, რადგან 2012 წლის ბოლომდე შესაძლოა რაიმე ბუმებრივი კატაკლიზმი მოხდეს და რეგიონებს ფულის გარეშე ვერ დავტოვებთ. "
ფინანსთა მინისტრის განცხადების შემდეგ, ფრაქცია "ერთობა სამართლიანობის" წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ განმარტება მოითხოვა: თუ ფონდი სტიქიური უბედურების და ბუნებრივი კატაკლიზმების პრობლემების აღმოსაფხვრელად შეიქმნა, მაშინ რატომ ფინანსდება საქართველოში ამ ფულით კრის დე ბურგის, ტოტო კუტუნიოს და სტინგის კონცერტი?
ლორთქიფანიძემ პეტრიაშვილს მოსთხოვა განმარტება, რა მიმართულებით დაიხარჯა ფონდის ფული. პეტრიაშვილის განცხადებით, ფონდიდან ზემოთ ჩამოთვლილ ვიზიტებზე ფული არ დახარჯულა.
2012 წლის ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებების შემდეგ, სამი ფონდი იქნება. მთავრობის და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდებს სპეციალურ ღონისძიებათა ფონდი დაემატება.