"თქვენს ანგარიშზე ჩარიცხული ფული შესაძლოა ხელისუფლებამ წაგართვათ! ეს არ არის ჭორის დონეზე გავრცელებული ინფორმაცია - ეს არის ფაქტი, რომელსაც ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისთვის გაგზავნილი მითითება ამყარებს" - წერს გაზეთი "ქრონიკა" სტატიაში სათაურით ხელისუფლებამ ბანკებს მოქალაქეებისთვის ფულის წართმევა უბრძანა! / რა სკანდალური დოკუმენტი ჩაუვარდა ხელში "ქრონიკას?"
"მოდით, უფრო გასაგებად აგიხსნით რა ხდება - მაგალითად, უცხოეთიდან გამოგიგზავნეს თანხა, მიხვედით ბანკში ამ ფულის ასაღებად, ჰკითხეთ ბანკის თანამშრომელს, არის თუ არა თქვენს სახელზე ჩარიცხული ფული. ბანკის თანამშრომელი ზრდილობიანად გიპასუხებთ, რომ თქვენს ანგარიშზე თანხა არის, გააფორმებს საბუთებს, ფულის მიღებაზე მოგაწერინებთ ხელს და ფულს არ მოგცემთ! რატომ? ამაზე პასუხი არც ბანკის თანამშრომელს ექნება და თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაგამისამართებთ - ზუსტად ასეთი მითითება აქვს კომერციულ ბანკს და მის თანამშრომლებს! მოდით, კონკრეტულად ვნახოთ, რა წერია ეროვნული ბანკის წერილში", - აღნიშნავს გამოცემა.
"სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საფუძველზე, საქალაქო სასამართლოს მიერ დაყადაYდა მონიტორინგს დაქვემდებარებული ყველა პირის სწრაფი გზავნილის ტანხები. სახელმძღვანელოდ გიგზავნით შესაბამის მითითებებს: 1. სწრაფი გზავნისლის განაღდებამდე უნდა გადამოწმდეს, სწრაფი გზავნილის მიმღები და გამგზავნი ექვენდებარება თუ არა მონიტორინგს... 3. თუ პირი აღმოჩნდა მონიტორინგს დაქვემდებარებული (კლიენტს არ ვეუბნებით ამის შესახებ) სტანდარტულად უნდა მოხდეს: 3.1. სწრაფი გზავნილის ბლანკოს ფორმირება და კლიენტის მიერ ხელმოწერით დამოწმება. 3.2. სწრაფი გზავნილების პროგრამაში თანხის განაღდება. 4. სწრაფი გზავნილების პროგრამაში განაღდებისა და გზავნილის ბლანკის ხელმოწერით დამოწმების შემდეგ განაღდებული თანხა არ უნდა გასცეთ კლიენტზე. კლიენტს ეუბნებით, რომ აღნიშნული თანხა აღმოჩნდა დარადაღებული თბილისი საქალაქო სასამართლოს მიერ. დამატებით შეგახსენებთ: კლიენტს მონიტორინგის მიმდინარეობის შესახებ არაფერს არ ეუბნებით. დამათებითი კითხვების შემთხვევაში კლიენტს უთხარით, რომ სხვა ინფორმაციას არ ფლობთ, მხოლოდ ის იცით, რომ თანხა დაყადაღებულია", - დასძენს გამოცემა.
"ხედავთ რა ხდება? ბანკი გატყუებთ. წინასწარ იცის, რომ თქვენი ანგარიში დაყადაღებულია, მაგრამ ამას მანამდე არ გეუბნებათ, სანამ საბუთებს გააფორმებს და ფულის მიღებაზე ხელს არ მოგაწერინებთ. არც იმის უფლება აქვს, ამ ბრძანების შესახებ უთხრას ვინმეს. შესაბამისად, ნებისმიერი თქვენგანი, ვისაც ფულს უცხოეთიდან უგზავნიან, ვერ გაიგებს, არის თუ არა მონიტორინგს დაქვემდებარებული და დაყადაღებულია თუ არა მისი ანგარიში მა,ამდე, სანამ გამოგზავნილ ფულს არ "აგახევენ". რას შვრებით ამის შემდეგ? ვერც ვერაფერს, რადგან დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, საქალაქო სასამართლოშიც ვრაფერს გაარკვევთ", - წერს სტატიის ავტორი.
"ეს პირადად ვცადე - მივედი და ვიკითხე, სად უნდა გამეგო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაყადაღებულია თუ არა ჩემი ანგარიში. თურმე ეს საჯარო (?!) ინფორმაცია არ ყოფილა და ვერაფერს მეტყვიან. სასამართლოში მაინც კარგად უნდა იცოდნენ, რას ნიშნავს საჯარო ინფორმაცია - კითხვა, რომელიც პირადად მე და ჩემს საბანკო მონაცემებს ანუ ჩემს ფულს ეხება, რა თქმა უნდა არ არის საჯარო ინფრომაცია - ეს პერსონალურია და მე მაქვს უფლება ვიცოდე, რა ხდება ჩემს თავს - თმცა ისევე და ისევ, სამართლიან ქვეყანაში... ჩვენთან ხომ ნაციონალური სამართალი მოქმედებს - კანონია ის, რაც მიშას აწყობს და უნდა!" - დასძენს სტატიის ავტორი.