აფხაზეთში ფიქრობენ, რომ ნატოში გაწევრიანების წინ საქართველო იძულებული იქნება აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა აღიაროს

აფხაზეთში ფიქრობენ, რომ ნატოში გაწევრიანების წინ საქართველო იძულებული იქნება აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა აღიაროს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი მუჰამედ კილბა „სპუტნიკ აბხაზიასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველო, შესაძლოა, ნატოში გაწევრიანდეს გარკვეული დათქმებით.

„არ გამიკვირდება, თუკი საქართველო იძულებული იქნება აღიაროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა. ეს შესაძლებელია როგორც ვარიანტი. თუმცა, პასუხისმგებლობაც უდიდესია, რადგან საქართველოს მიერ ჩვენი აღიარების შემდეგ, ჩვენს მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის დამოკიდებულება საკმაოდ ხისტი იქნება“, - განაცხადა კილბამ. 

მისი თქმით, „რესპუბლიკა“ ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს: მნიშვნელოვანია სამხედრო ასპექტები, კანონის უზენაესობა, სტაბილურობა საზოგადოებაში, ეკონომიკური და სოციალური განვითარება. „არ გამოვა ზღვის ნაპირას წოლა და ცდა, რომ ჩვენ ყველა გვაღიარებს. უნდა ვიშრომოთ და და ავაშენოთ მყუდრო სახელმწიფო ყველა მოქალაქისთვის, ვინც აქ ცხოვრობს“, - აცხადებს კილბა.