დიდუბის რაიონის გამგეობამ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის შესაბამისად, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ცხრა ამხანაგობის პროექტი დააფინანსა.
დიღმის მასივის მე-3 კვარტლის 33-ე კორპუსში ქანობიანი სახურავი მოეწყო და დამონტაჟდა წყალსაწრეტი მილები. ქანობიანი სახურავი, ასევე, გაკეთდა ბათუმის ჩიხის N5-სა და ლებანიძის ქუჩის N4-ში.
წინამძღვრიშვილის ქუჩის N200-ში სადარბაზოს სარემონტო სამუშაოები დასრულდა, ხოლო დიღმის მასივის პირველი კვარტლის მე-14 კორპუსსა და მე-4 კვარტლის მე-9 კორპუსებში სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია განხორციელდა.
დიღმის მასივის მე-3 კვარტლის მე-4 კორპუსში, ასევე წერეთლის გამზირის N12-სა და აგლაძის ქუჩის N26-ში მდებარე საცხოვრებელ სახლებში ბრტყელი სახურავი მოეწყო.
აღნიშნული სამუშაოები დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა შეასრულეს. სამუშაოების საერთო ღირებულებამ 83 450 ლარი შეადგინა.