ძალიან „ევროპულ საქართველოს“ რომ ეძახიან თავის თავს, ყველაფერი უბედურება მათი გაკეთებულია, შემდეგ გავიდნენ პარტიიდან და ამათ ჰგონიათ ხალხს ავიწყდება თუ ვისი გაკეთებულია ეს შეცდომები და დანაშაულებები, - ამის შესახებ 10 ოპოზიციური პარტიისგან შემდგარი გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კახეთში, სოფელ ხოდაშენში მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, „ევროპულმა საქართველომ“ და „ქართულმა ოცნებამ“ ქუთაისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე უამრავი ფული დახარჯეს, მაგრამ მაინც ვერ აიცილეს თავიდან მეორე ტური.
„შარშან, ქუთაისში, ადგილობრივ არჩევნებში მომიწია მონაწილეობის მიღება, იმდენი ფული დახარჯეს, ისე გააყალბეს... თუმცა, ამ, არც ვიცი რა ვუთხრა, ძალიან „ევროპულ საქართველოს“ რომ ეძახიან თავის თავს, ყველაფერი უბედურება მათი გაკეთებულია, შემდეგ გავიდნენ პარტიიდან და ამათ ჰგონიათ ხალხს ავიწყდება თუ ვისი გაკეთებულია ეს შეცდომები და დანაშაულებები. „ევროპულმა საქართველომ“ და „ქართულმა ოცნებამ“ იმდენი ფული დახარჯეს, მაგრამ მაინც ვერ აიცილეს თავიდან მეორე ტური. თუმცა, ისე გააყალბეს არჩევნები ამ „კლოუნადაში“ მონაწილეობის მიღება შეუძლებელი იყო“, - განაცხადა ვაშაძემ.