გარეცხილი და მცირე ზომაზე დაჭრილი ხორცი მოვშუშოთ ღრმა ტაფაში. შემდეგ დავამატოთ წყალი და მივიყვანოთ მზადყოფნამდე. წყალი საბოლოოდ უნდა ჩაშრეს, ასე რომ ბევრი რომ არ მოგივიდეთ შეგიძლიათ თანდათანობით ჩაამატოთ - საჭიროებისდა მიხედვით.
ჩავამატოთ ცოტაოდენი მცენარეული ზეთი, ჩავყაროთ ხახვი და გავაგრძელოთ შუშვა. ხახვი რომ მოიშუშება, დავუმატოთ სასურველი ოდენობით ტომატი. ჩავყაროთ დაჭრილი სოკო შამპინიონები და ცოტა მოგვიანებით - წვრილად დაჭრილი ნიორი და გავაგრძელოთ შუშვა, სანამ სოკოც არ იქნება მზად.
შემდეგ ვამატებთ პამიდორსა და ბულგარულ წიწაკას (კუბიკებად დაჭრილს) და ვშუშავთ - თუ წვნიანი გსურთ, 5 წუთიც საკმარისია. თუ შედარებით მშრალი - იქამდე, სანამ პამიდორის წვენი არ ამოშრება.
ბოლოს ვამატებთ გაროხს. ვანელებთ მარილით, მწვანილეულითა და სუნელებით სურვილისდა მიხედვით, ვაჩერებთ კიდევ 3-4 წუთი. სცადეთ ცოტაოდენ-კეფირ-მოსხმულიც - პიკანტურ გემოს აძლევს. ასევე უნდა იცოდეთ, რომ კერძის მომზადებსათვის დააახლოებით 1 სთ -დან - 1.30 მდე დაგჭირდებათ, დამოკიდებულია რა სახის ხორცი გაქვთ.
ინგრედიენტები 2 პორციაზე:
300-400 გრამი საქონლის ხორცი (უძვლო, აპკებისგან გასუფთავებული)
200-250 გრამი დაჭრილი შამპინიონები (დაკონსერვებული)
2 საშუალო ზომის ბულგარული წიწაკა
200 გრამი ბარდა
1 ქილა დაჭრილი პამიდორის კონსერვი
1 დიდი თავი ხახვი
1-2 კბილი ნიორი
მწვანილეული - სურვილით.
მარილი, ტომატი, ხმელი სუნელი, ხმელი ქინძი და ორეგანო - გემოვნებით.
კეფირი - ასევე სურვილის და მიხედვით; ასევე გემოვნებით
მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: რქაწითელი