ბერა ივანიშვილის ახალი ტელევიზია GDS ეთერში ორ კვირაში გავა?

ბერა ივანიშვილის ახალი ტელევიზია GDS ეთერში ორ კვირაში გავა?

"ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ახალ ქართულ ტელევიზიას, სახელწოდებით GDშ-ს ხსნის - ამის შესახებ ინფორმაციას ბერა "ფეისბუკით" ავრცელებს. ტელევიზია გასართობ-შემეცნებითი პროფილის იქნება. "ალია" დეტალების გასარკვევად ბერა ივანიშვილის პრესცენტრის წარმოამდგენელ ქეთი მგელაძეს დაუკავშირდა, რომელმაც მხოლოდ ის განაცხადა, რომ ყველაფერი ცნობილი დაახლოებით 2 კვირაში გახდება. ამის შემდეგ "ალია" ამ ახალი ტელევიუზიის თაობაზე კომუნიკაციების სამსახურის წარმომადგენელ ხატია ყურაშვილს დაუკავშირდა", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით როგორ და სად შეგიძლიათ უყუროთ ბერა ივანიშვილის ტელევიზიას?!

"კომისიაში განცხადება ახალი ლიცენზიის მოთხოვნის შესახებ შემოსული არ არია, მაგრამ მოგეხსენებათ, საქართველოს კანონში შევიდა ცვლილებები და საკაბელო ქსელის გამოყენების მაუწყებლობა ავტორიზაციას დაექვემდებარა და აქედან გამომდინარე, ეს პროცესი ძალიან ადვილად ხდება. ამ შემთხვევაში ლიცენზია საჭირო არ არის. ამ დროს, უბრალოდ, შეტყობინება ხდება, ანუ ამ სახით GDS-ს ტელევიზიას საქმის კურსში ჯერ არ ჩავუყენებივართ. რაც შეეხება დასახელებულ 2 კვირიან ვადას, როგორ გითხრათ, მაუწყებლობა ავტორი. უბრალოდ, მაუწყებლობის რომელი ტექნოლოგიის გამოყენებას აპირებენ - ლიცენზიის გამოყენებით თუ ავტორიზაციით, ჩვენთვის არ არის ცნობილი", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხატია ყურაშვილი და შეკითხვას - ისე, შეიძლება თქვენს კომისიას გვერდი აუარონ და ისე იმოქმედონ?" - პასუხობს:

"შეძლებით ყველაფერი შეიძლება, მაგრამ ეს უკვე დარღვევა იქნება. ისინი საქართველოს კანონმდებლობას იცნობენ, შესაბამისად და დიდი იმედი მაქვს, რომ კანონს დაიცავენ. ზოგადად, გამარტივებულია პროცედურები და ერთი კვირა სჭირდება კომისიას ავტორიზაციის პროცედურისთვის განაცხადის შემოტანიდან. ასე რომ, ყველაფერი ესწრება. ხოლო თუ ინტერნეტმაუწყებლობა იქნება, მაშინ ეს არ ექვემდებარება არანაირ არც ლიცენზირებას და არც ავტორიზაციას".

"ამის შემდეგ ვეცადეთ ვეცადეთ ფაქოს, იგივე ლევან გოგორელიანს დავკავშირებოდით, მაგრამ მისი ორი ტელეფონიდან ერთიც კი არ გვპასუხობდა. სხვა გზა არ გვაქვს, "ინფორმაცია ცნობილი გახდება 2 კვირის შემდეგ!" - დასძენს გამოცემა