ქართულ-აზერბაიჯანული პროექტები, რომელიც „ნაბუკოს“ ჩაანაცვლებს

ქართულ-აზერბაიჯანული პროექტები, რომელიც „ნაბუკოს“ ჩაანაცვლებს

საქართველოში, აზერბაიჯანსა და თურქეთში დიდი გაზსადენური სიახლეებია. იწყება პროექტები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნებისთვის და ნაწილობრივ ევროპისთვისაც, თუმცა მათი განხორციელება კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის ისედაც ბურუსით მოცულ „ნაბუკოს“ პერსპექტივას.

საქართველო ახალი გაზსადენის პროექტის AGRI-ის (AZERBAIJAN-GERGIA-ROMANIA INTERCONNECTOR) რეალიზაციით არის დაინტერესებული, რომელიც “ნაბუკოს” ალტერნატიულ პროექტად მოიაზრება. პროექტის მიხედვით კასპიის რეგიონიდან ევროპაში რუსეთის გვერდის ავლით ენერგომატარებლების ტრანსპორტირება უნდა მოხდეს. 

ეს ყველაფერი საქართველოს საგარეო მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ დაადასტურა კიდევ და დასძინა, რომ “ნაბუკო” პრინციპულად მნიშვნელოვანი პროექტია და ის აუცილებლად განხორციელდება, მაგრამ მისი დაწყება ჯერჯერობით გადადებულია.

AGRI-ის რეალიზაცია კი უფრო სწრაფად არის შესაძლებელი, მასში ჩართულები არიან საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი. ვაშაძის ვარაუდით პროექტს სხვა ევროპული ქვეყნებიც შემოურთდებიან. სამიტი რომელიც AGRI-ის პროექტს მიძღვნება წლის ბოლოს არის დაგეგმილი.

აზერბაიჯანული გაზი საქართველოს პორტში მოხვდება, სადაც ჩაიტვირთება ტანკერებში და რუმინეთის პორტ კონსტანცაში გადაიზიდება, სადაც კვლავ აირისებრ მდგომარეობაში გადაიყვანენ და მიეწოდება რუმინეთს და უნგრეთს, შემდეგ კი დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებსაც.

ამ პროექტის დაწყებამდე კი უფრო მნიშვნელოვან რასმე მოეწერა ხელი. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ხელმოწერით დაამშვენეს შეთანხმება, რომელიც ტრანსანატოლიის გაზსადენის TANAP-ის მშენებლობას ითვალსიწინებს. ეს სადენი აზერბაიჯანიდან ევროპაში ნედლეულის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. მილსადენის მშენებლობა 2013 წლის ბოლოს, ან 2014 წლის დასაწყისში დაიწყება.

გაზსადენის პირველი შტო 2018 წლისთვის უნდა იყოს მზად.  სავარაუდოდ, იქ თავდაპირველად მხოლოდ 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაივლის, საიდანაც 6-ს თურქეთი დაეუფლება, 10 კი ევროპაში ჩავა.

მილსადენის მშენებლობას ადგილობრივი სახელმწიფო კომპანიები განახორციელებენ. თურქულ “ბოტასის” პროექტში 20%-იანი წილი ექნება, აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიას კი - 80%. პროექტის მონაწილეების ერთობლივი ხარჯები 7 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ TANAP-ის მშენებლობის შედეგად, შესაძლოა, რეგიონის მეორე გაზსადენი “ნაბუკო” საერთოდ დავიწყებას მიეცეს ან მის პროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდეს.

თავდაპირველი გეგმით, “ნაბუკოს” კასპიის რეგიონი ევროპასთან, რუსეთის გვერდის ავლით უნდა დაეკავშირებინა, თუმცა მისთვის ნედლეულის ბაზა ჯერჯერობით არ მოუძებნიათ.

“ნაბუკოში” ფიქრობენ, რომ მათ განახლებულ პროექტს, ე.წ.  “ნაბუკო ვესტს” თურქეთი გამოიყენებს ევროპაში თურქეთიდან გაზის ტრანსპორტირებისთვის, სადაც ტრანსანატოლიის გაზსადენი მთავრდება. თუმცა TANAP-სა და “ნაბუკოს” შორის ამ საკითხზე შეთანხმება ჯერჯერობით არ გაფორმებულა.

აზერბაიჯანი დაინტერესებულია მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით გაზის სფეროში, რადგან შაჰ-დენიზის ჯგუფის საბადოების დამუშავება აქტიურად დაიწყო. შაჰ-დენიზის მარაგებს სპეციალისტები 1,2 ტრილიონ კბ/მეტრად აფასებენ.