"შსს-ს ფანტაზიებს საზღვარი არა აქვს"

"მომხდარი არის პროვოკაცია, რომელიც მიზნად ისახავს "ქართული ოცნების", პირადად ჩემს და კიდევ სხვა წევრების დისკრედიტაციას", - ასეთ კომენტარს უკეთებს კოალიცია "ქართული ოცნების" საინიციატივო ჯგუფის წევრი ირაკლი სესიაშვილი გუშინ პოლიციის მიერ "ოცნების" ორი აქტივისტის დაკავებას. "დაკავებების სერია ალბათ კიდევ გაგრძელდება, შსს-ს ფანტაზიებს საზღვარი არ აქვს. ჩვენი მიზანი და ამოცანა არის არის ის, რომ რაღაც აგენტურა შევგზავნოთ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით სესიაშვილი: დაკავებები გაგრძელდება. შსს-ს ფანტაზიებს საზღვარი არა აქვს.

"შეგახსენებთ, რომ გუშინ სამართალდამცავებმა კოალიცია "ქართული ოცნების" კიდევ ორი წევრი დააკავეს. ესენი არიან აფხაზეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი პერტენავა და ირაკლი ალასანიას პოლიტიკური პარტია "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" აფხაზეთის ორგანიხზაციის აღმასრულებელი მდივანი ზურაბ ფიფია. მათ ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედებათ. შსს-ს ინფორმაციით, ისინი "ახორციელებდნენ საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომლის კახა ბარათურიას გადაბირებას". კერძოდ, შს აცხადებს, რომ პერტენავა და ფიფია ფულისა და უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ კონტრდაზვერვის სამსახურის ერთ-ერთი ქვეგანყოფილების უფროსს ოპერატიული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სთხოვდნენ", - აღნიშნავს გამოცემა.

"სანამ ეს ფაქტი მოხდებოდა, რამდენიმე დღით ადრე ჩემი მეგობარი ზაზა ჭელიძე დააკავეს, მის საქმეში ჩემი სახელი და გვარიც ფიგურირებს. არაერთხელ განვაცხადე, რომ ეს არის შეთითხნილი პროვოკაცია, ოპერატიული მიშაკი ლაშა კურტანიძე გაქცეულია და ამბობს, რომ მას პროვოკაციის მოწყობა აიძულეს. ზაზა ჭელიძეს, შეიძლება ვთქვათ, რომ საკუთარი თავის წინააღმდეგ მიაცემინეს ჩვენება. მასთან ადვოკატს, ფაქტობრივად, არ უშვებენ ან უარს ათქმევინებენ მის მიღებაზე. ყოველ შემთხვევაში ადვოკატი ჯერ პარასკევს, შემდეგ კი ორშაბათს ცდილობდა შესვლას, თუმცა ვერ შეძლო. ეს კი თავის მხრივ, ეჭვებს ბადებს. რაც შემეხება მე, კითხვები ჯერჯერობით საგამოძიებო ორგანიების წარმომადგენლებს არ დაუსვამთ, თუმცა ძნელად წარმომიდგენია, რა პასუხი უნდა გავცე? პირველ შემთხვევასთან დაკავშირებით , სადა ჩემი სახელი და გვარი ფიგურირებს არ არსებოსბ არანაირი მტკიცებულება. მათ სურთ როგორმე საზოგადოებას შეუქმნან წარმოდგენა, თითქოს ფაქტებს რეალობასთან ჰქოდენთ კავშირი, მიმაჩნია, რომ გავრცელებული მასალა არის ვიდეოსერიალი, რაც ხდება აბსურდია და ვიდეოსცენარების დადგა ამ სახელმწიფოს მიმართ უნდობლობას კიდევ უფრო გაზრდის", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი სესიაშვილი.

"25 ივმისს შოტა უტიაშვილმა კოალიცია "ქართული ოცნების" კიდევ ორი წევრის დაკავების შესახებ ინფორმაცია, საზეიმო ვითარებაში, საგანგებო ბრიფინგზე გააჟღერა - შსს-ს ცნობით ირაკლი პერტენავა და ზურაბ ფიფია შს სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური სამმართველოს I განყოფილების I ქვეგანყოფილების უფროს ოპერატიული თანამშრომლის კახა ბაღათურიას "გადმობირებას" ახორციელებდნენ. შსს-მ კახა ბაღათურიას მიერ გადაღებული "გადმობირების" ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერიც გამოაქვეყნა... "ალია" "თავისუფალი დემოკრატების" პრესამსახურის ხელმძღვანელს ვაკო ავალიანს ესაუბრა", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით ირაკლი ალასანიას პოლიციელის მოსყიდვისთვის დაკითხავენ?! / საიდან იცნობდნენ პოლიციელს და რეალურად რაზე საუბრობდნენ ფარულ ჩანაწერში?!

"ორივე დაკავებული, საკმაო ხანია, ჩვენი პარტიის წევრები არიან, დაახლოებით ერთი წელია. უბრალოდ, სამწუხაროა, რომ მათი ჩათრევა მოხდა ამ პროვოკაციაში. რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, ბაღათურია არის ერთ-ერთი დაკავებულის, თუ არ ვცდები, პერტენავას მეზობელი, რომელიც აქტიურად ცდილობდა მათთან კონტაქტზე გასვლას და დამეგობრებას. გასაგებია, რომ ეს პროვოკაციაა, მაგრამ მართლა სამწუხაროა ჩვენი თანაპარტიელების, რომლებსაც თავისი წვლილი მიუძღვით ჩვენი პარტიული ორგანიზაციის შექმნაში, ჩათრევა რომ მოხდა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვაკო ავალიანი და შეკითხვას - "პროვოკაცია გასაგებია, მაგრამ ამ ჩანაწერში ხშირად ახსენებენ ვინმე ირაკლის. მინიშნება ალასანიაზეა, რომელიც ზუგდიდში კოალიციის შტაბს ხელმძღვანელობს - არ ფიქრობთ, რომ არის საშიშროება, რომ ამ საქმით ალასანიაზე გავლენ?" - პასუხობს:

"ხანდახან მარტივია, მაგრამ ხშირად ძალიან რთულია იმის გაგება, ამ ხელისუფლებას რა აქვს ჩაფიქრებული... ჩვენ ვართ კანონმორჩილი მოქალაქეები. შესაბამისად, თუ მათ გადაწყვიტეს, რომ მათ რაიმე კითხვა აქვთ ირაკლი ალასანიასთან, რა თქმა უნდა, ირაკლი ალასანია გასცემს პასუხს. მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ამ საქმეების გამომზეურება ხდება საზოგადოებრივი აზრის ჩამოსაყალიბებლად, მაგრამ, შემდეგ, რატომღაც გამოძიება აღარ ინტერესდება, რა დგას ამის უკან... წლების განმავლობაში ასეა, საზოგადოებრივი აზრის ჩამოსაყალიბებლად სატელეფონო, ვიდეოჩანაწერებს გვასმენინებენ, მაგრამ მერე ამ საქმეებს თაროებზე დებენ. რაც შეეხება აღიარებებს, ჩვენებები თუ გავრცელდა, ამის შემდეგ შეგვიძლია ვილაპარაკოთ. რაც შეეხება იმას, რომ ჩანაწერში კოალიციის შიგნით ფულის მოტეხვაზეც არის ლაპარაკი - ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე პროვოკაციაა".