რა სიმპტომები აქვს ავადმყოფს და რას ეუბნება ფსიქიატრი „ალიას“?
2012 წლის 14 ივნისს ვილნიუსის ერთ-ერთმა კლინიკამ მიხეილ სააკაშვილს ოფიციალურად დაუსვა დიაგნოზი. წინა ღამით საქართველოს პრეზიდენტი უკიდურესად მძიმე მდგომარეობით ჩააფრინეს ლიტვაში, სადაც იქაურმა ფსიქიატრებმა სრული გამოკვლევის შედეგად დადეს დასკვნა - „ქრონიკული ფორმის მანიაკალურ- დეპრესიული ფსიქოზი“. მკითხველს განუმარტავთ, არაქრონიკული ფორმის მანიაკალურ- დეპრესიული ფსიქოზი ექვემდებარება ხანგრძლივ რემისიებს, ანუ სიმპტომების შემსუბუქებას. სხვა საკითხია ქრონიკული ფორმა, რომელიც მუდმივ მკურნალობასა და სტაციონარულ დაკვირვებას მოითხოვს, ანუ ფაქტობრივად განუკურნებელია.
მიხეილ სააკაშვილს სწორედ ქრონიკული ფორმის მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზის დიაგნოზი დაუსვეს და იმდენად, რამდენადაც, ბალტიისპირელებს სულ არ ედარდებათ ამ ამბის კონფიდენციალობა, ეს ამბავი „ალიამ“ სანდო წყაროსგან შეიტყო. თუმცა, როგორც ჩანს, ეს ამავე პრეზიდენტის ადმინისტრაციამდეც მივიდა და ორი დღის წინ, პრეზიდენტის პრესსამსახურმა ოფიციალურად უარყო მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზების ამბავი და ისიც აღნიშნა, რომ ხმაური უმიზეზოდ ატეხეს ბლოგერებმა.
როგორც გავიგეთ, სააკაშვილის გადაფრენა გვიან ღამით მოხდა და მეორე დღეს ის უკვე საქართველოში იმყოფებოდა, როგორც „ალიას“ წყარომ აცნობა, დასკვნა 7 საათში დაიდო, ამ დასკვნის მიხედვით სააკაშვილი, ფაქტობრივად, ჯანმრთელია, თუ არ ჩავთვლით მის მიერ გადატანილ პიელონეფრიტს და კონიუნქტივიტს. საქართველოს პრეზიდენტს სრული სპექტრის გამოკვლევა ჩაუტარდა, რის შემდეგაც დაიდო სწორედ აღნიშნული დასკვნა.
ამ დასკვნის საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტი ფსიქიატრიული ავადმყოფია.
„ალიას“ წყარომ იმის შესახებაც აცნობა, რომ მანიაკალურ- დეპრესიულ ფსიქოზს, რომელიც სააკაშვილს დაუდგინდა, აქვს მწვავე ფორმები. ბოლო ასეთი გამწვავება სააკაშვილს 2012 წლის 4 იანვარს ჰქონდა, როდესაც ღუდუშაურის საავადმყოფოში მიიყვანეს, ვითომდა ხელის მოტეხვის მიზეზით. ამჯერად, ქართულ კლინიკაში სააკაშვილის ჰოსპიტალიზება არ მომხდარა. ის პირდაპირ ბალტიისპირეთში გადააფრინეს.
„ალიას“ მკითხველს, უბრალოდ გავახსენებთ სააკაშვილის ავადმყოფობის პრეისტორიას. 2007 წელს უკრაინა ჩვენი ყველაზე ახლო ძმა და მეგობარი რომ იყო, ნათლიმამა იუშჩენკოს ჩაფსკვნილ- ჩახლართული სააკაშვილი რომ არ მოელოდა, სწორედ ამ დროს. უკრაინელმა ფსიქიატრებმა დადეს ანალოგიური დასკვნა. იმ დასკვნაში, სხვათა შორის, სააკაშვილის „ყარიბობის ჟამიმდელი“ პორნოგრაფიული წიაღსვლებიც იყო ნახსენები და კიევური ვოიაჟებიც. მაშინ საქართველოს პრეზიდენტს პირდაპირ დაუსვეს ბეჭედი დიაგნოზზე - „მწვავე პარანოიდური სინდრომი“ და „ალიამ“ პირველმა გამოაქვეყნა ეს დასკვნა თავისი ბეჭდით. როგორც გითხარით, 2007 წელს იყო ეს ამბავი და ნოემბრის მოვლენები არ გახლდათ მაშინ მომხდარი. ამ დასკვნის შემდეგ იყო, კიევში საქართველოს საელჩოს წინ რომ გაიმართა აქცია, სადაც სააკაშვილის ყვითელი ბარათი ეჭირათ ხელში და თეთრი ხალათებით იყვნენ გამოსული ახალგაზრდები.
ეს რაც შეეხება პრეისტორიას. 5 წლის განმავლობაში, სააკაშვილის დაავადებამ პროგრესირება განიცადა და „სინდრომი“ გადაიზარდა „ფსიქოზში“. თუ რას ნიშნავს დეპრესიულ-მანიაკალური ფსიქოზი, „ალია“ ამის გასარკვევად ცნობილ ქართველ ფსიქიატრს პროფესორ მარინა დეისაძეს დაუკავშირდა. ქალბატონი მარინასთვის რა თქმა უნდა არ გვითქვამს, რასთან დაკავშირებით გვინდოდა ეს კომენტარი. ელემენტარული მიზეზის გამო - მას ამის გამო შესაძლოა, სამსახური დაატოვებინონ.
მარინა დეისაძე, ფსიქიატრი, პროფესორი:
-რაღაცეები მოვიძიეთ და ვიცით, რომ დეპრესიულ- მანიაკალურ ფსიქოზს სამედიცინო ენაზე ჰქვია ციკლოფრენია. მოკლედ, ამ დაავადების დროს ავადმყოფს ერთმანეთის მონაცვლეობით აქვს ხან მანიაკალური და ხან დეპრესიული ეპიზოდი. იქნებ კონკრეტულად განგვიმარტოთ, რა რას ნიშნავს?
-მაშინ ჯერ მანიაკალური ეპიზოდი განვიხილოთ. ამ დროს ადამიანს აღენიშნება შემდეგი ნიშნები: 1. მოტორული სფეროს აღგზნება; 2 გუნება-განწყობილების აწევა, 3. ასოციაციების აჩქარება. თანაც, ეს მანიაკალური ეპიზოდი შეიძლება იყოს სამი ხარისხის, სიმძიმის მიხედვით. პირველი - იოლი ფორმაა - ჰიპომანია, როდესაც თვალშისაცემია ადამიანის გუნება - განწყობის ფონის უმნიშვნელო აწევა და ადამიანი ამ დროს კარგ ხასიათზეა, ამაღლებული ფიზიკური აქტივობა აქვს, ხალისიანია და მოძრავია.მკვეთრად არის მომატებული შრომისუნარიანობა. ავადმყოფი ამავე დროს არის ეიფორიული, უხეში და თავის შესაძლებობებს სათანადოდ ვერ აფასებს.
-ანუ ეს არის იოლი ფორმა ამ მანიაკალური ფსიქოზის?
-დიახ, შემდეგი ხარისხის მანია ფსიქოზური სიმპტომების გარეშე. ამ დაავადების დროს ადამიანის გუნება - განწყობა ძალიან მომატებულია. დაახლოებით უდარდელი განწყობიდან უკონტროლო აღგზნებამდე“ მერყეობს“. ვერ აკეთებს ყურადღების კონცენტრაციას რაიმე კონკრეტულ საკითხზე. მეტყველებითი აგზნება ძალიან მაღალია და თვითკონტროლიც არ არსებობს. ამიტომ ავადმყოფს უჭირს მიზანმიმართული მოქმედება და სიტუაციის სწორი ანალიზი. ასოციაციები ზედაპირულია და ზერელე. ამ ყველაფერმა შეიძლება განაპირობოს არაპრაქტიკული და არაადეკვატური ქცევები.
-შეიძლება, რომ ავადმყოფს ჰქონდეს მანიაკქალური ფსიქოზის მხოლოდ იოლი, ანდა მეორე ფორმა?
-არა. ეს არის დაავადება, რომელიც სტაციონარული მკურნალობის გარეშე პროგრესირებს და საწყისი, ანუ იოლი ფორმიდან გადადის შემდეგ ფორმაში. მაგალითად, მეორე პერიოდი ძალიან მოკლეა - ის შეიძლება გაგრძელდეს ერთი კვირიდან ერთ თვემდე. ამ დროს ავადმყოფის ჩვეული საქმიანობა და ცხოვრების წესი პრაქტიკულად მოშლილია. ამას მოჰყვება შემდეგი უფრო მძიმე ხარისხის პერიოდი - მანია ფსიქოზური სიმპტომებით - აწეული გუნება-განწყობა, თვითკრიტიკის და თვითკონტროლის არარსებობა, განდიდების მანია, უცხო წარმოშობის ბოდვითი იდეები. აჩქარებული, წყვეტილი და გაუგებარი მეტყველება. ზოგჯერ ჰალუცინაციური მოვლენები. ავადმყოფს შეიძლება ჰქონდეს აგრესიული ქცევებიც.
-როგორ ხდება მკურნალობა?
-ციკლოფრენიის მკურნალობა დამოკიდებულია კლინიკურ სურათში წარმოდგენილ ფსიქოპათოლოგიურ სინდრომებზე. დეპრესიული დარღვევის დროს წამყვანია მედიკამენტური თერაპია ანტიდეპრესანტებით. მათ შორის ეფექტურობით და მოქმედების ფართო სპექტრით გამოირჩევა ტრიციკლური ან ტეტრაციკლური ანტიდეპრესანტები. კლინიკური სურათის გათვალისწინებით ანტიდეპრესანტებთან ერთად შეიძლება გამოყენებული იქნას ტრანკვილიზატორები, ზოგჯერ ნარკოტიკი ან ლითიუმის მარილები.
-და მკურნალობას რაიმე ეფექტი აქვს?
-ანტიდეპრესანტებით მკურნალობის დროს ეფექტი დაახლოებით 4 კვირაში ვლინდება. თუ უნდათ მკურნალობის ეფექტი უფრო ადრე მიიღონ, იყენებენ ელექტროკრუნჩხვით თერაპიას.
-ანუ ელექტრო შოკს?
-დიახ, და როგორც წესი, ამ დროს აუცილებელია ავადმყოფის, გარკვეული პერიოდით მაინც, სტაციონარში მოთავსება. თუმცა ქრონიკული დაავადების დროს მკურნალობას პრაქტიკულად ეფექტი არ აქვს.
თუ პროფესიონალის მიერ მოცემულ ამ განმარტებას მივყვებით, სააკაშვილის საქციელი, ფაქტობრივად, ერთიერთზე იმეორებს ამ სიმპტომებს. დაბოლოს, ჩემი ერთ-ერთი ინტერვიუს დროს „ეროვნული ფორუმის“ აწ გარდაცვლილი წევრის ნიკო ორველაშვილის ინტერვიუ გამახსენდა. ამ უკანასკნელმა „ალიასთან“ საუბარში ასეთი რამ განაცხადა. „წავა ეს კაცი ფსიქიატრიულში და ჰააგის ტრიბუნალის სხდომებსაც არ დაასწრებენ. ასე გადარჩება ციხეს და მერე ჩვენ უნდა ვიჯდეთ აქ და თავი ვიმტვრიოთ, საქართველოს 10 წელი ფსიქიკური ავადმყოფი რომ მართავდა დადასტურებული დიაგნოზით.