გადამხდელს სთხოვენ ინფორმაციას, რომელიც გადასახადებთან საერთოდ არ არის დაკავშირებული
საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებებს ბოლო არ უჩანს. ახლახან, "გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის #996 ბრძანებაში შეიტანეს ცვლილება, რომლის თანახმად, ბიზნესმენმა საგადასახადო დეკლარაციაში ნაღდი ფულის ნაშთიც უნდა მიუთითოს. გადაწყვეტილება უკვე ამოქმედდა და მას უამრავი კრიტიკოსი გამოუჩნდა. საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციის განცხადებით, ცვლილება ბიზნესს მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის, რადგან თუ მეწარმე დეკლარაციის ყველა გრაფას არ შეავსებს, ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრება და შემოსავლების სამსახურს მისი შემოწმების უფლება მიეცემა.
"მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის სტაბილურობის განცდა. სამწუხაროდ ჩვენთვის, საქართველოში მცხოვრები მეწარმეებისთვის, ეს განცდა უცნობია. უკვე შევეჩვიეთ, რომ საგადასახადო ორგანოები მუდმივად გვითვალთვალებენ, ახლა კი ჩვენს ჯიბეებშიც დაიწყეს ხელის ფათური!" - გვითხრა ერთ-ერთმა მეწარმემ, რომელმაც თავისი ვინაობის გამხელა გასაგები მიზეზების გამო არ ისურვა. ამავე აზრისაა თითქმის ყველა, ვინც ამ ცვლილების შესახებ შეიტყო.
ირაკლი შავიშვილი (აუდიტორი): - საგადასახადო დეკლარაციაში დამატებითი გრაფები გაჩნდა. წესით, ამ გრაფების შევსება-შეუვსებლობას დაჯარიმება არ უნდა მოჰყვეს, რადგან საგადასახადო კოდექსის მიხედვით, მეწარმე ჯარიმდება დეკლარაციაში არასწორი მონაცემების შეტანისთვის, თუ ეს გადასახადის შემცირებას გამოიწვევს. ახალი გრაფების შევსება-შეუვსებლობა გადასახადების ოდენობაზე არ მოქმედებს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს იქნება კიდევ ერთი შეზღუდვა ბიზნესისთვის. როგორც ჩანს, საგადასახადო ორგანოების სურვილია, ქვეყანაში ნებისმიერი თეთრის მოძრაობა გაკონტროლდეს, თორემ რამდენი მაქვს სალაროში ფულის ნაშთი, ან რა თანხა მაქვს გაცემული საქვეანგარიშოდ, ამის შემოწმება ვის სჭირდება? ეს იმას ჰგავს, დიასახლისს თავზე რომ დაადგე და მუდმივად აკონტროლო, რამდენი მარილი ჩაყარა კერძში, ან რამდენი მწვანილი ჩააჭრა. ასეთი მიდგომა აუტანელი და მიუღებელია, მისი წყალობით გადასახადის გადამხდელი მძიმე მარწუხებში ექცევა და მისი საქმიანობა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. ამ პოლიტიკით თუ ვიხელმძღვანელებთ, მეწარმემ უნდა იფიქროს მხოლოდ ბიუჯეტის შევსებაზე და არა ბიზნესის კეთებაზე. ეს ბოლო დროის ყველა ღონისძიებას ეხება - დაწყებული ელექტრონული ზედნადებით, ამ ახალი "სიურპრიზით" დასრულებული.
დამისახელონ ერთი ცივილიზებული ქვეყანა, სადაც თითოეულ ცენტს საგადასახადო ორგანო ითვლის და აკონტროლებს. არ ვლაპარაკობ ჩრდილოეთ კორეასა და მსგავს ქვეყნებზე. ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილება პრობლემებს შეუქმნის მსხვილი და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს და რა თქმა უნდა, მცირე ბიზნესსაც. თუ ასე გაგრძელდა, მცირე მეწარმემ მთელი დღე საგადასახადო ორგანოებში უნდა ირბინოს და საქმე როდის უნდა აკეთოს, როგორც ჩანს, ეს არავის აინტერესებს.
თემურ კოპალეიშვილი (ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი): - დეკლარაციას დაემატა პუნქტი, სადაც გადამხდელმა ნაღდი ფულის რაოდენობა უნდა მიუთითოს. გაუგებარია, რატომ? დეკლარაცია გადამხდელის ერთგვარი ანგარიშია საგადასახადო ორგანოების წინაშე, ამიტომ იქ მითითებული უნდა იყოს მხოლოდ ის მონაცემები, რომელიც გადასახადის გამოანგარიშებისთვის არის საჭირო. მკითხველიც დამეთანხმება, რომ ნაღდი ფულის ოდენობა არანაირ კავშირში არ არის გადასახადთან. რისთვის სჭირდება ფინანსთა სამინისტროს ეს ყველაფერი, გაუგებარია. სხვათა შორის, ადრე ეროვნული ბანკი ზღუდავდა სალაროში ნაღდი ფულის მოცულობას, დადგენილი იყო ზღვარი, რამდენი ნაღდი ფული შეიძლებოდა ჰქონოდა საწარმოს ან კომპანიას, ნამეტი კი თავის ანგარიშზე, ბანკში უნდა შეეტანა. ეს უკავშირდებოდა ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკას, შემდეგ კი ეს ნორმა შეიცვალა, რაც გონივრული გადაწყვეტილება იყო. დღეს კი რატომ ამოქმედდა ასეთი ცვლილება, სრულიად გაუგებარია. საკმაოდ უსუსურია ვარაუდი, რომ შესაძლოა ე.წ. მარცხენა შემოსავლების გაკონტროლება სურდეთ. ბიზნესმენს თანხა შეიძლება ჰქონდეს საბანკო ანგარიშზე ან სალაროში და თუ მისი შემოსავალი "ბუნდოვანი" ან არალეგალურია, ამას არც ერთი მეწარმე არ გაამხელს. ისეთი უგუნურიც არავინაა, დეკლარაციაში ჩაწეროს, "შავი ფული" მაქვსო.
- როგორ ფიქრობთ, რა შედეგები მოჰყვება ამ ცვლილებას?
- ერთი რამ ცხადია - დადებით შედეგს ნამდვილად არ უნდა ველოდოთ, რადგან საგადასახადო ორგანომ ბიზნესთან ურთიერთობის კიდევ ერთი არასწორი მეთოდი აირჩია. ამ ორგანომ გადამხდელს არ უნდა მოსთხოვოს ისეთი ინფორმაციის მოწოდება, რომელიც გადასახადებთან საერთოდ არ არის დაკავშირებული.
P.S. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, რას ფიქრობენ სიახლეზე შემოსავლების სამსახურში. სამწუხაროდ, ამ ორგანიზაციის პრესსამსახურში კომენტარს თავი აარიდეს.