"10 ივნისის აქციის ჩასაშლელად ხელისუფლებასაა და პროკურატურას არავითარი ბერკეტი, მათ მიერ მიღებული უკანონო კანონებითაც კი, არ აქვთ"

"სანამ მთავარი პროკურატურა ამით დაინტერესდებოდა და ის ამით დაინტერესდება, მანამდე "ოცნების" თავმჯდომარე მანანა კობახიძე გამოვიდა და განაცხადა, თუ ის ბიულეტენები იგულისხმება, რომელზეც მოსახლეობას იმის დაწერას ვთხოვდით, რა არის მისი ოცნება. ეს უბრალოდ ამომრჩეველთა გამოკითხვა იყო და ჩვენ გვაინტერესებდა რა პრობლემები აწუხებს საზოგადოებასო - მოკლედ, კობახიძემ ეს ყველაფერი მხოლოდ ინფორმაციის მიღებას ისახავდა მიზნადო, მაგრამ მოგელაძის უწყებას ამის არ სჯერა... ისე, ქრონიკაში პირადად მე გამოვაქვეყნე სტატია "ოცნების" ამ ბარათებზე და იქ მოსახლეობა კომპიტერებთან და მატერიალურ დახმარებებთან ერთად უცნაურ ოცნებებსაც წერდა - მაგალითად: "მინდა შემიყვაროს ლექსომ". მართლა მაინტერესებს, ესეც ხომ არ ჩაეთვლება "ოცნებას" ლექსოზე შეყვარებული გოგონას მოსყიდვაში?"- წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით "10 ივნისის აქციის ჩასაშლელად ხელისუფლებასაა და პროკურატურას არავითარი ბერკეტი, მათ მიერ მიღებული უკანონო კანონებითაც კი, არ აქვთ..." / რა პასუხისმგებლობას დააკისრებს პროკურატურა ამომრჩევლების მოსყიდვაში დადანაშაულებულ "ქართულ ოცნებას?" 

"არ არსებობს ერთი პასუხი, რამდენ ხანში შეუძლია გამოძიებასა და სასამართლოს დაამტკიცოს "ქართული ოცნების" წევრების "დანაშაული": 24 საათში თუ 36 საათში. ხანდახან ისე იღებენ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები გადაწყვეტილებას, ფაქტი ჯერ მომხდარი არ არის. კანონმდებლობით ვადები ამ შემთხვევაში არის მხოლოდ მაქსიმალური. გადაწყვეტილება შეიძლება 10 წუთშიც მიიღო და სამ თვეშიც, ეგ მაგათზეა დამოკიდებული. კოალიციის სანქციებზე საუბარი შეუძლებელია, რადგანაც კოალიცია არ არის პოლიტიკური სუბიექტი, მანამდე არ იქნება არჩევნების დანიშნული. უკანონო კანონებშიც ვეღარ ეტევა ხელისუფლება. ვერაფერს კოალიციას ესენი ვერ უზამენ, გამორიცხულია. ერთადერთი ყველაზე მაქსიმალური ესაა, შეიძლება "ოცნება" საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნან და "ქართულ ოცნებას" თუ არ დაუშვებენ არჩევნებზე თავისივე მოგონილი ბრალდებებისა და აბსურდული ბოდვების საფუძველზე, რაც ამას მოჰყვება, ეს ხელისუფლების რჩევანი იქნება იმ შედეგების მიხედვით, რაც ამას მოჰყვება..." - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას "ქართული ოცნების" წარმომადგენელი თინა ხიდაშელი.

"10 ივნისის აქციის ჩასაშლელად ხელისუფლებასა და პროკურატურას არავითარი ბერკეტი, მათ მიერ მიღებული უკანონო კანონებითაც კი არ აქვთ. თუმცა მათი ამოცანა სწორედ აქციის ჩაშლაა. ქუთაისში ყველა უნდა მოვიდეთ და ყველა კარგად უნდა დავენახვოთ რამდენი ვართ, რათა ასეთი სისუსლელეებისგან ხელისუფლებამ თავი შეიკავოს. მათ ნახეს, რომ ქუთაისის აქცია თანაზომადი იქნება თბილისი აქციისა - ცხადია, მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე. ამიტომ პანიკაში არიან და გადაწყვიტეს ბავშვური ხერხები გამოიყენონ. არაფერი არ გამოუვათ. არის ისეთი რამეები, რაც გარდაუვალია და ვერაფერი ვერ გააჩერებს. ამიტომ არ ვკამათობთ თარიღებზე, მოედნებსა და საათებზე. როცა გვეტყვიან, რა დროს შეიძლება, მაშინ დავანახვებთ ჩვენს ძალას", - დასძენს თინა ხიდაშელი და შეკითხვას - "მე ვიყავი, ვისაც მაი ფანჯიკიძემ ინტერვიუ მისცა. იქ იყო ნათქვამი, რომ ზოგს ისიც უწერია, ლექსოს რომ არ ვუყვარვარ, დამხმარეთო და ესეც თქვენს წინააღმდეგ ხომ არ შემობრუნდება", პასუხობს: 

"ყველაფერი მოსალოდნელია (ეცინება) - "პრაიმტაიმმა" გამოაქვეყნა ვითომდა "ოცნების" ბარათი, სადაც ეწერა - "მინდა მონიკა ბელუჩი"! ყველაფერი ხომ ისედაც ნატელია? ამათ ყველაფრის გამასხარავება უნდათ.