კლინტონმა სააკაშვილს წასვლა ურჩია.

კლინტონმა სააკაშვილს წასვლა ურჩია. "ამდენჯერ რომ გაგაფრთხილებენ, არ მოიპაროო - ე.ი გულისხმობენ, რომ ქურდი ხარ"

ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური კითხვა - რას აპირებს პრეზიდენტი სააკაშვილი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ისევ პასუხგაუცემელია. ამჯერად არა ქართველმა ჟურნალისტებმა, არამედ როიტერის უცხოელმა ჟურნალისტმა პრეზიდენტ სააკაშვილს კონკრეტულად ჰკითხა, აპირებს თუ არა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პრემიერ-მინისტრობას. - ამ კითხვაზე მიხეილ სააკაშვილმა პასუხი არ გასცა და განაცხადა, რომ მთავარია არა პერსონები და სად იქნებიან ისინი, არამედ მთავარია ინსტიტუციები. პრეზიდენტი კვლავ საიდუმლოდ ინახავს, რას აპირებს ის მომავალში. დარჩება თუ არა პოლიტიკაში თუ, როგორც ერთხელ თქვა, - "კარგი არქიტექტორი გახდება", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით კლინტონმა სააკაშვილს წასვლა ურჩია.

"როგორც ჩანს, ჯერ არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული, რადგან ძალიან ბევრი ფაქტორი იყრის თავს ამ საკითხის გარშემო. თავს იყრის ერთდროულად შიდა და გარე ფაქტორები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შიდა ფაქტორი სურვილია. ახალგაზრდა, ენერგიით სავსე პოლიტიკოსს წასვლა არ უნდა, პენსიონერად ყოფნა არ უნდა, მაგრამ საერთაშორსიო ურთიერთობები ისე დალაგდება, რომ სააკაშვილს ამ პუნქტში კრიტიკა მოაკლდება, მან შეიძლება პრემიერ-მინისტრობის შანსიც შეინარჩუნოს და დასავლეთის სომპათიაც ერთდროულად. შემოდგომამდე დიდი დროა და ასეთი სიტუაციის აღმოცენების პირობებს მიხეილ სააკაშვილი ელოდება - ამიტომ არ უნდა მას დროზე ადრე თქვას თავისი გადაწყვეტილების შესახებ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.

"პრემიერ-მინისტრობასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილმა ფრჩხილები არც ამჯერად გახსნა და ეს მოსალოდნელიც იყო. სააკაშვილმა ჟურნალისტს ისე უპასუხა, რასაც ზრდილობა ითხოვს - რომ მთავარია ინსტიტუტები და არა ინდივიდები - სხვათა შორის, ამაზე ჰილარი კლინტონმა საინტერესო განმარტება გააკეთა და თქვა - რომ პიროვნებებსა და ლიდერებზეა დამოკიდებული ის, თუ რა დღეში ჩავარდება ინსტიტუტები - შეიძლება ითქვას, რომ კლინტონი ზრდილობიან დისკუსიაში შევიდა მიხეილ სააკაშვილთან, რადგან უთხრა, რომ სწორედ მასზეა დამოკიდებული რამდენად დემოკრატიული იქნება საქართველოში პრეზიდენტისა და პრემიერობის ინსტიტუტი და თუ ის პირველ პირობას გააგრძელებს, იქ დემოკრატიაზე ლაპარაკი ძნელი იქნება", - განმარტავს პოლიტოლოგი.

"სააკაშვილს სურს პრემიერ-მინისტრი გახდეს, თუმცა ამ ეტაპზე ღიად საუბარი მისთვის მომგებიან ორი მიზეზის გამო არ არის. გასაკვირიც იქნება, რომ ასეთ ახალგაზრდა პოლიტიკოსს პოლიტიკური კარიერის ამ დონეზე გაგრძელების ამბიცია არ ჰქონდეს. მაგრამ სხვა საკითხია, რამდენად გაუწევს ის ანგარიშს ამ პირობებს - შეუძლია გაუწიოს, შეიძლება არა. მაგრამ ამჟამად ამას ღიად ვერ იტყვის. იმის თქმით, რომ არ აპირებს პრემიერობას, მისი პოლიტიკური კამპანია დაიშლება, ხოლო იმის აღიარებით, რომ მთავრობის ხელმძღვანელობა მის სამომავლო გეგემებში შედის, უცხოეთს გაანაწყენებს. ვერ ერთს ამბობს და ვერც მეორეს - რთულ მდგომარეობაშია. გარდა ამისა, შინაგანად რომც ჰქონდეს გარკვეული, ან დასავლეთს გადაიმტერებს, რომ თქვას პრემიერობა მინდაო ან კრიტიკულად განაწყობს თავის გუნდს რომ თქვას, პრემიერობა არ მინდაო - შეიძლება საერთოდ ჩამოიშორონ. ღრეს ნაადრევია ამ კითხვაზე პასუხი - იმ შემთხვევაშიც კი, პასუხი ჩამოყალიბებული რომ ჰქონდეს. თუმცა მგონია, რომ პასუხი ჯერჯერობით არ აქვს", - მიიჩნევს რამაზ საყვარელიძე.

"რაც შეეხება იმას, აღიქვამს თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტი სააკაშვილს დემოკრატ ლიდერად - ამდენჯერ რომ გაგაფრთხილებენ, არ მოიპაროო - ე.ი გულისხმობენ, რომ ქურდი ხარ! მაგრამ იარლიყი მაინც იარლიყია - ეს იარლიყი კი რაღაც ფასი ღირს. ვინ რას ფიქრობს გულში პოლიტიკის ზედა სართულებზე იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც, ვიმეორებ იარლიყი, რომელიც სააკაშვილს ჯერ კიდევ ბუშმა ჩამოკიდა. შეიძლება იმაზეა ლაპარაკი, რომ გაწიროს თუ არა ეს იარლიყი - ეს არის ასაწონ-დასაწონი მისი მხრიდან. მით უმეტეს თუ ეს გაიწირება, ამას მოჰყვება რარაც ნაბიჯები საქართველოს მიმარტ. თუ არ გაიწირება, ამერიკისთვის ძალიან ძნელი იქნება თავისი ელექტორატის დაყოლიება იმაზე, რომ საბიუჯეტო სახსრები კიდევ წავიდეს საქართველოს დასახმარებლად თუ ამომრჩევლები ეჭვს შეიტანენ იმაში, რომ საქართველოში დემოკრატია შენდება", - აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვას - "ხაზი გაესვა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები საეტაპო მნიშვნელობის არის. ჰილარი კლინტონის გნაცხადება, რომ ამერიკელი დამკვირვებლები ჩამოვლენ რისი მინიშნება იყო? ჩვენმა ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ დამკვირვებლების ჩამოსვლა ჩვენი მოთხოვნა იყოო..." - პასუხობს:

"რა თქმა უნდა მოთხოვნა იყო, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ეს მეორადი მოტხოვნა ყოფილიყო. ვგულისხმობ იმას, რიმ არაოფიციალურად ჯერ იმათ ეტხოვათ და მერე ამათ. ძალით დამკვირვებლებს ვერ ჩამოიყვან - აუცილებლად იმ ქვეყანამ უნდა მოითხოვოს დამაკვირდითო, სადაც არჩევნები ტარდება. რატომ გაუსვა ხაზი კლინტონმა დამკვირვებლების ჩამოსვლას? ისევ და ისევ გამართხილებელი სიგნალის გამო. ძალიან ბევრ ასეთ გამაფრთხილებელ სიგნალს შეიცავდა კლინტონის ვიზიტი, უფრო მეტს, ვიდრე ანალოგიური სხვა ვიზიტები".

"გამორიცხული არ არის საქართველოს პოლიტიკური ელიტა ჰილარი კლინტონის ძალიან მკვეთრ განხცადებას - "მნიშვნელოვანია არა სხვა ქვეყნის წვრთნები, არამედ არჩევნები, რომელიც თქვენს ქვეყანაში ტარდებაო" - თავის გულში არ ეტანხმებოდეს და შინაგანი დისკუსის ჰქონდეს ამ განცხადების მიმართ. თანავ პრაქტიკულად მოვლენების ისეთი ჯაჭვი ეწყობა, რომ შეიძლება პოლიტიკური თამაში უფრო მძაფრი გახდეს. მაგალითად, თუ რუსეტრი სიტუაციას შეცვლის საქართველოში (არ ვამბობ დაპყრობაზე და ა.შ.) შემოდგომაზე, გამორიცხული არ არის, რომ რუსეთის აგრესიულობამ ხელი შეუწყოს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე რესპუბლიკელების გამარჯვებას. თუ ამერიკის ხელისუფლების სათავეში რესპუბლიკელები მოვიდნენ. მათთვის სააკაშვილი მსხვერპლი იქნება ამ შემთხვევაში როგორც ბუშის დროს. თუ ამერიკა ანტირუსულ კამპანიას გააძლიერებს - რადგან რესპუბლიკელების მიერ რისეთი ნომერ პირველ მტრად არის გამოცხადებული, გამორიცხული არ არის, რომ ამ ცვლილებამ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება განსხვავებულ პოლიტიკურ მდგომარეობაში ჩააყენოს", - დასძენს რამაზ საყვარელიძე.