ბოლო წლების განმავლობში ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი საზოგადოებრივი მაუწყებელია, რაზეც ყველა კვლევა მიუთითებს

ბოლო წლების განმავლობში ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი საზოგადოებრივი მაუწყებელია, რაზეც ყველა კვლევა მიუთითებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის “მეორე არხი“ არ იხურება - მოხდება მისი რეორგანიზაცია, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ გრიგოლ გოგელიამ, ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

“იმისათვის, რომ პრობლემებთან გამკლავება მოხერხდეს, გარკვეული გადაცემები დაიხურება, შემდეგ გარკვეული გადაცემები გაიხსნება. “მეორე არხი“ ისეთი არხი იქნება, რომელსაც ადამიანები უყურებენ, რომელსაც ექნება გავლენა, რომელიც ვიზუალურადაც და შინაარსობრივადაც გამართული იქნება. ის, რომ ყველა თვალთახედვა, ყველა პლატფორმა, ყველა პოზიცია წარმოდგენილი იყოს საზოგადოებრისთვის, ეს უნდა განვახორციელოთ, თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზომა და წონა. უამრავი საზოგადოებრივი ორგანიზაცია არსებობს და ერთბაშად ყველას აზრის წარმოდგენა, ტექნიკურადაც შეუძლებელია და, თუკი ამას ადამიანები საერთოდ არ უყურებენ, ჩვენს მიერ უამრავი რესურსი იხარჯება. ჩვენ უნდა მოვძებნოთ ისეთი საშუალებები, რომ ერთი მხრივ, ყველა სუბიექტს მივცეთ საშუალება, საკუთარი მოსაზრებები, ხედვები წარმოადგინოს და მეორე მხრივ, ეს საინტერესო იყოს მომხმარებლისთვის, იყოს საინტერესო პროფესიული კუთხითაც და ისე არ იყოს, რომ ნებიესმიერ ორგანიზაციას როცა მოუნდება, გამოვა და რასაც უნდა, იმაზე ილაპარაკებს. გვქონდა ისეთი შემთხვევა, რომ კინაღამ ფაშისტური ორგანიზაცია გაიპარა ასე და ეს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ცუდი პრეცედენტი იყო“, - განაცხადა გოგელიამ “მეორე არხზე“ გადაცემების შესაძლო დახურვის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად.

გარდა ამისა, საკომიტეტო მოსმენისას გამართული დისკუსიის დროს მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობში ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი არხი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, რაზეც ყველა კვლევა და დასკვნა მიუთითებს.