საქართველოს პოლიტიკური ცენტრი ქუთაისში უნდა იყოს, ამიტომ პარლამენტი ქუთაისში უნდა დარჩეს. ამის შესახებ ”ევროპული საქართველოს” ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, უმრავლესობამ კონსტიტუციიდან უკვე ამოიღო პარლამენტის ადგილმდებარეობა, შესაბამისად ის ქუთაისში არ იქნება.
,,პარლამენტი უნდა იყოს ქუთაისში. ამის შესახებ ჩვენი პოზიცია ცნობილია. პოლიტიკური ცენტრი უნდა იყოს ამ ქალაქში. კონსტიტუციიდან ქუთაისის ამოღება ნიშნავს, რომ ამ ქალაქს მოაკლდება მომავლის პერსპექტივა. ჩვენ გვახსოვს, ხუთი წლის წინ ამ ქალაქს ჰპირდებოდნენ ”პორტის” აშენებას და საუნივერსიტეტო ქალაქად ქცევას, თუმცა ჯერ-ჯერობით აგური აგურზეც არ დადებულა. ქუთაისიდან პარლამენტის წაღება, ეს იქნება ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი. ამიტომ პარლამენტი უნდა დარჩეს ქუთაისში”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.