ინტერვიუ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ–ერთ ლიდერს დავით ონოფრიშვილთან
– ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ეს არის არსებულ რეალობაზე – ეკონომიკის განვითარებაზე, ბიზნესის ხელშეწყობაზე უარის თქმა. რას ეფუძნება კოალიცია „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პლატფორმა?
– ინტერვიუ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ–ერთ ლიდერს დავით ონოფრიშვილთან
– ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ეს არის არსებულ რეალობაზე – ეკონომიკის განვითარებაზე, ბიზნესის ხელშეწყობაზე უარის თქმა. რას ეფუძნება კოალიცია „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პლატფორმა?
– ჩვენ ვართ, პრაქტიკულად, ერთადერთი გამონაკლისი ქვეყანა, სადაც მცირე ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, შემცირების ნაცვლად, გაიზარდა მოსახლეობის სიღარიბე, უმუშევრობა. ჩვენს მეზობელ ან უფრო შორეულ ქვეყნებში ეკონომიკის უმნიშვნელო ზრდა სიღარიბისა და უმუშევრობის მაჩვენებელზე აისახა. ეს იმის შედეგია, რომ ფსევდო–ლიბერალურმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ რეალურად საფრთხის წინაშე დააყენა ქვეყნის ეკონომიკა – ბიზნესები მონოპოლიზებულია, ბიზნესმენები, ნებით ან იძულებით, ხელისუფლების კარზე არიან, მოსახლეობის 80%–ისთვის კი ბოლო 8 წლის განმავლობაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა.
– ანუ საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების შედეგები, რომელიც ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდაზე მეტყველებს და რითიც ხელისუფლება ამაყობს, რეალობას არ შეესაბამება?
– უკვე დიდი ხანია მსოფლიოში ეკონომისტები და პოლიტიკოსები თანხმდებიან იმაზე, რომ მხოლოდ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ცხოვრების დონის გაუმჯობესებას არ ნიშნავს. საქართველოში მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ცხოვრების დონე მოსახლეობის მხოლოდ 20%–ისათვის გაიზარდა 30%–ით ან მეტით. დანარჩენებისათვის არ გაზრდილა, ან შემცირდა. საქართველოში, საშუალო კლასი, პრაქტიკულად, ვერ შეიქმნა. ეს საკმაოდ ღრმა პრობლემებია. ხელისუფლება მხოლოდ კვლევების მონაცემებით აპელირებს და მისი ყურადღების საგანი არ არის თითოეული ოჯახის კეთილდღეობა. „ქართულმა ოცნებამ“ სხვადასხვა სფეროს ექსპერტების საკმაოდ ფართო სპექტრი მოიწვია და რამდენიმე თვეა პროგრამებზე მუშაობა მიმდინარეობს. შექმნილია საკმაოდ მოზრდილი დოკუმენტი და ახლა იმაზე ვმუშაობთ, რომ მან კონკრეტული პროგრამის ფორმა მიიღოს. შემდეგ კოალიცია საარჩევნო პროგრამას ცალკე წარმოადგენს.
ერთ–ერთი პრინციპული საკითხია პენსიების თემა. საქართველოში საარსებო მინიმუმი, ხელისუფლების გათვლით, 160 ლარს შეადგენს. ჩვენ ვთვლით, რომ ეს პარამეტრი შემცირებულია. არსებული ბიუჯეტი ბოლო წლების განმავლობაში იძლეოდა იმის საშუალებას, რომ პენსიები საარსებო მინიმუმის ტოლი გამხდარიყო. ეს 160 ლარი, დაახლოებით, ის 100$–ია, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა პენსიონერებს უკვე 8 წელია პირდება. რეალურად „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, პენსია საარსებო მინიმუმის ტოლი იქნება.
– სად შეიძლება ბიუჯეტში ამ თანხის მოძიება?
– სტატისტიკის დეპარტამენტის ვებგვერდზე შეგიძლიათ ნახოთ, რომ საქართველოს ბიუჯეტის დაახლოებით 20%–მდე არის „სხვა ხარჯები“, რომელიც გაურკვეველი მიმართულებით იხარჯება – ხელისუფლების წევრების მოგზაურობაზე, სხვადასხვა მომღერლების ჩამოყვანაზე და ისეთ ღონისძიებებზე, რომელზეც მოსახლეობას წარმოდგენა არ აქვს. ამ „სხვა ხარჯების“ დიდი ნაწილი ჩვენ შეგვიძლია პენსიების გაზრდისთვის გამოვიყენოთ. პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ხელისუფლებას შეეძლო ამის გაკეთება.
– იყო საუბარი, რომ პენსია არა 160 ლარი, არამედ 220 ლარი იქნება, რატომ 220 ლარი?
– ექსპერტების გათვლებით, რეალური საარსებო მინიმუმი 30%–ით მეტია. სხვადასხვა გათვლებიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ეს ციფრი 200–220 ლარის ფარგლებშია. ამის დათვლას სწორი მეთოდოლოგია სჭირდება, ამიტომ საწყის ეტაპზე პენსია დღევანდელი საარსებო მინიმუმის ტოლი იქნება, ხოლო მეთოდოლოგიის შეცვლისა და რეალური გათვლების მიღების შემდეგ, პენსია რეალური საარსებო მინიმუმის ტოლი გახდება.
– უფასო საყოველთაო დაზღვევის იდეა არის თუ არა სოციალისტური მიდგომა და საიდან უნდა დაფინანსდეს იგი?
– 2 წლის წინ, როდესაც ირაკლი ალასანიას პროგრამაზე ვმუშაობდით, ჩვენი გათვლებით, მინიმალური საბაზისო პაკეტი – ოჯახის ექიმთან მისვლა, წელიწადში ერთხელ გამოკვლევა – ერთ სულ მოსახლეზე 10–12 ლარის ფარგლებში იყო, მაშინ თბილისის ბიუჯეტსაც შეეძლო საბაზისო პაკეტის ხარჯების დაფარვა. რა თქმა უნდა, აქ ბევრი რამ არ შედის, მაგრამ ეს არის ელემენტარული, რაც სახელმწიფომ თავისი მოსახლეობისთვის უნდა გააკეთოს. როდესაც ქვეყნის მასშტაბებზეა ლაპარაკი, აქაც არის შესაძლებლობა, რომ საბაზისო პაკეტით ყველა მოქალაქე იყოს უზრუნველყოფილი. ხოლო თუ ადამიანს უფრო მეტი და ხარისხიანი მომსახურების მიღება ენდომება, ჩვეულებრივად, შეიძენს კერძო კომპანიის სადაზღვევო პაკეტს.
– რა სახსრებიდან მოხდება 1 მლრდ. ლარის ჩადება სოფლის მეურნეობაში?
– ახლანდელ ხელისუფლებას სოფლის მეურნეობისთვის რეალურად არაფერი გაუკეთებია. რეგიონში ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც 5–6 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება მნიშვნელოვნად – 25–30%–ის ფარგლებში – შემცირდა. ეს იმ ქვეყანაში ხდება, სადაც სოფლის მეურნეობას განვითარების დიდი პოტენციალი აქვს და სოფელში ქვეყნის უკიდურესად ღარიბი მოსახლეობა ცხოვრობს. ნებისმიერი ექსპერტი გეტყვით, რომ ისეთი ტიპის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სოფლის მეურნეობისთვის ბიუჯეტიდან, ყოველწლიურად, 300–400 მლნ. ლარი უნდა გამოიყოს. თანხის მიღების მეორე გზა საერთაშორისო ორგანიზაციებია. ჩვენ ვგეგმავთ სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის შექმნას, რომელიც თანხას განკარგავს, გლეხობას, წვრილ, საშუალო ფერმერებს დაეხმარება მეურნეობის განვითარებაში.ბევრ ქვეყანაში განვითარების ფონდი და დაბალპროცენტიანი სესხი სექტორის სტიმულირებას ახდენენ და არა მაინცდამაინც სუბსიდირებას. ამ რამდენიმე გზით შესაძლებელია სოფლის მეურნეობაში 1 მლრდ.–ის ჩადება, რაც სერიოზულ სტიმულს მისცემს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებას, სოფელში დასაქმებას, სიღარიბის შემცირებას და ა.შ.
– გეგმავთ თუ არა მსგავსი ფონდის შექმნას მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისათვის?
– ჩვენთან ყველაფერი მონოპოლიზირებულია. პროდუქციის 80%–ს დიდი საწარმოები ქმნიან, როდესაც სხვა ქვეყნებში პროდუქციის უმეტეს ნაწილს მცირე და საშუალო ბიზნესი ქმნის. ცხადია, საოჯახო, მცირე და საშუალო ბიზნესს იგივე ტიპის დახმარება სჭირდება, ახლა ვმუშაობთ იმაზე, თუ რა ფორმით იქნება შესაძლებელი, რომ მცირე ბიზნესის განვითარებისათვის საჭირო რესურსის მიღება ხელმისაწვდომი იყოს.