საქართველოს მთავრობა კარგა ხანია, “საქართველოს რკინიგზის” გასაყიდად ემზადება. მართალია, სხვადასხვა მიზეზით, ამ სტრატეგიული ობიექტის გასხვისება ჯერ ვერ მოხერხდა, მაგრამ კომპანიის აქციები ლონდონის ბირჟაზე მაინც მოხვდა.
“ამ დროისთვის მთავრობა საფონდო ბირჟებზე არსებული მდგომარეობის შესწავლას აწარმოებს, რათა დარწმუნდეს, რომ დღესდღეობით “საქართველოს რკინიგზის” არასაკონტროლო პაკეტის განსათავსებლად საერთაშორისო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე შესაბამისი ვითარებაა. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე “საქართველოს რკინიგზის” ჩვეულებრივი აქციების არაუმეტეს 25%-ის განთავსება იგეგმება. ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, გაცნობებთ, რომ “საქართველოს რკინიგზის” აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელად კვლავ სახელმწიფო რჩება. ასევე, კომპანიის მართვის საკითხში არსებითად არაფერი იცვლება,” _ ნათქვამია მთავრობის სპეციალურ განცხადებაში.
მთავრობა მსხვილი კომპანიების აქციების ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსების საკითხს შარშანაც განიხილავდა, თუმცა საერთაშორისო ბირჟებზე შექმნილი ვითარების გამო, გეგმები შეცვალა. დაახლოებით, ერთი წლის შემდეგ კი, საკითხი კვლავ დღის წესრიგში დადგა.
საქართველოს მთავრობა ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ ბირჟებზე საკმაოდ რთული სიტუაცია იყო და ლონდონის ბირჟაზე სხვადასხვა მსხვილი კომპნიის აქციების გატანას არ ჩქარობდა, თუმცა წელს, შარშანდელთან შედარებით, ვითარება შეცვლილია და საქართველოს მთავრობა კონტრაქტორ საერთაშორისო ბანკებთან კონსულტაციებს გააგრძელებს.
“ამ დროისათვის განიხილება ან ევრობონდების გამოშვება, ან მსხვილი კომპანიების მინოტარული აქციათა პაკეტის გასხვისება. საუბარია “გაზისა და ნავთობის კორპორაციაზე”, “საქართველოს რკინიგზასა” და სხვა მსხვილ სახელმწიფო საწარმოებზე,” _ განაცხადა პრემიერმა ნიკა გილაურმა 12 აპრილის მთავრობის სხდომაზე. მაშინ პრემიერ-მინისტრმა, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე მხოლოდ მინოტარული პაკეტები გასხვისდება, საწარმოთა მენეჯმენტს კი, კვლავ სახელმწიფო განახორციელებს.
მთავრობას ამ თემაზე ბევრი აღარ ულაპარაკია და “საქართველოს რკინიგზის” აქციები ერთ თვეში უკვე ლონდონის საფონდო ბირჟაზე განსათავსებლად მოამზადა. ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია სააგენტო “როიტერმა” გაავრცელა. სააგენტოს ცნობით, კომპანია 800 მილიონიდან 1 მილიარდ დოლარამდეა შეფასებული. აქციების პირველადი განთავსების შედეგად, მთავრობამ, შესაძლოა, 250 მილიონი დოლარი გამოიმუშაოს. ლონდონის საფონდო ბირჟაზე “საქართველოს რკინიგზის” აქციების პირველადი განთავსებისას, აქციების 25%-ი გაიყიდება. განცხადება აქციების პირველად განთავსებაში მონაწილეობაზე 23 მაისამდე მიიღება, განთავსება კი, 24 მაისს მოხდება.
ლონდონის ბირჟაზე მოხვდა “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” ფასიანი ქაღალდებიც. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე კომპანიამ ევროობლიგაციები განათავსა და არა _ კომპანიის აქციები.
კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპანიამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 9 მაისს 250 მილიონი აშშ დოლარის ნომინალის 5-წლიანი ობლიგაციები განათავსა. ფასიანი ქაღალდის თავდაპირველი საპროცენტო განაკვეთი 7.50-7.75%-ს შეადგენდა. იმის გამო, რომ კორპორაციის ობლიგაციებზე მოთხოვნამ მიწოდებას ოთხჯერ გადააჭარბა, განაკვეთი მნიშვნელოვნად შემცირდა და 7,125%-ი შეადგინა. ობლიგაციების განთავსებიდან მიღებული თანხა კი, კორპორაციის პროექტის _ „ნამახვანჰესის” მშენებლობაზე დაიხარჯება.
ევროობლიგაცია (ევრობონდი) სავალუტო ღირებულების ფასიანი ქაღალდია, რომელსაც მთავრობა, ან რომელიმე კორპორაცია “ცოცხალი ფულის” მისაღებად, საერთაშორისო საფინანსო სინდიკატების ხელშეწყობით, საფონდო ბირჟებზე ანთავსებს. ევროობლიგაცია ვალის საგარანტიო დოკუმენტია, რომელსაც გარკვეული ვადა და გარკვეული საპროცენტო მომსახურების პირობა აქვს განსაზღვრული. ასეთი ფასიანი ქაღალდების შეძენით, უმთავრესად, დაინტერესებულნი არიან საინვესტიციო კომპანიები და კერძო ინვესტორები, სადაზღვევო და საპენსიო ფონდები და სხვ.
როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასიანი ქაღალდების განთავსება საფონდო ბირჟებზე ბევრად უფრო მეტი საფრთხის შემცველია, ვიდრე _ კომპანიის აქციების განთავსება, რადგან თუკი კომპანიას ფასიანი ქაღალდების მომსახურება გაუჭირდა, ის, ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა, სხვის ხელში აღმოჩნდეს.
ეკონომიკის საკითხების ექსპერტი ლადო პაპავა მთავრობასა და მმართველ უმრავლესობას რკინიგზისა და მაგისტრალური გაზსადენის აქციების საფონდო ბირჟებზე გატანის გადაწყვეტილების შეცვლას ურჩევს.
“თავისთავად, აქციების 20-25%-ის გაყიდვა საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან ეს საკონტროლო პაკეტი არაა, მაგრამ ეს ძალიან საშიში გზის დასაწყისია და არანაირი საკანონმდებლო გარანტიაა, რომ პროცესი არ გაგრძელდება, არ არსებობს. ამიტომ, ვურჩევდი და დღესაც ვურჩევ მთავრობასა და პარლამენტს, ნუ გადადგამენ ამ ნაბიჯს _ გიყვარდეთ საქართველო და ნუ გააკეთებთ ამას!”, _ აცხადებს პაპავა.
პაპავა დარწმუნებულია, რომ “საქართველოს რკინიგზისა” და “გაზისა და ნავთობის კორპორაციის” შემსყიდველი, პირველ რიგში, რუსეთის რკინიგზა და “გაზპრომი” იქნება.
ექსპერტი ქვეყნის “ეკონომიკური ოკუპაციის” რეალურ საფრთხეზე ამახვილებს ყურადღებას: “_ რუსეთის ხელისუფლებაში ლიბერალური იმპერიის შექმნის დოქტრინა არსებობს, რომელიც 2003 წლის ოქტომბერში ანატოლი ჩუბაისმა გააჟღერა და შემდგომში, სხვადასხვა დონეზე, რუსმა პოლიტიკოსებმაც აღიარეს. ამ დოქტრინის არსი იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთმა პოსტსაბჭოთა სივრცეში იმპერია უნდა აღადგინოს არა იარაღისა და სამხედრო ოკუპაციის, არამედ, “ეკონომიკური ოკუპაციის” გზით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთის სახელმწიფო თუ არასახელმწიფო კომპანიებმა ყველა მსხვილი ობიექტის პრივატიზაციასა და მსხვილი აქტივების შესყიდვაში უნდა მიიღონ მონაწილობა და ეკონომიკური სტრატეგიული ობიექტები საკუთარ კონტოლქვეშ მოაქციონ, ამით კი, შემდგომში, ქვეყნის ხელისუფლება გააკონტროლონ!”
ექსპერტის განცხადებით, “საქართველოს რკინიგზას” სატრანსპორტო დერეფნის უზრუნველყოფის ინსტრუმენტის ფუნქცია რომ არ ჰქონდეს და არ არსებობდეს რუსეთის საფრთხე, რომელიც აქტივების დასაკუთრებას ცდილობს, მაშინ ლონდონის ბირჟაზე რკინიგზის აქციების განთავსებას დადებითად შეხედავდა.
პაპავას პროგნოზით, პირველადი განთავსების შემთხვევაში, შეიძლება, რუსეთის რკინიგზამ აქციების რაღაც ნაწილი შეისყიდოს, რადგან ის ყველაზე მეტადაა დაინტერესებული ამ პროცესით, მაგრამ შემდეგ, გაიმართება აქციებით ვაჭრობა და რუსეთს შეუძლია, თავისი ბროკერებისა და დილერების მეშვეობით, დამატებით კიდევ შეისყიდოს აქციები.
“ასე რომ, როცა გყავს აშკარად გამოკვეთილი მტერი, რომელიც არ მალავს თავის მიზნებს და, მეორეს მხრივ, ეს ობიექტი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, მისი პრივატიზაცია გამართლებული არ არის. “სომხეთის რკინიგზის” საკონტროლო პაკეტს რუსეთის რკინიგზა ფლობს. 30 წლის განმავლობაში რუსულმა მხარემ სომხური რკინიგზის განვითარებაში 570 მილიონი დოლარი უნდა ჩადოს, ინვესტიციამ კი, 2 მილიარდი დოლარი უნდა შეადგინოს. ამ რაოდენობის ინვესტიციის გაზრდა კი, იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ აფხაზეთზე გამავალი რუსულ-ქართული რკინიგზა გაიხსნება,” _ ამბობს პაპავა.
მისივე თქმით, აღნიშნული სქემა უკვე რეალიზებულია მეზობელ სომხეთში, რომლის ეკონომიკაც რუსეთის ეკონომიკის ნაწილია, თუმცა როგორც პაპავა განმარტავს, იმის გამო, რომ ამ ორ ქვეყანას საერთო საზღვარი არ გააჩნია, სომხეთის ეკონომიკის რუსულ ეკონომიკაში სრული ინტეგრაცია ვერ ხერხდება.
“სწორედ ამიტომ, აღნიშნულ სქემაში საქართველოს ჩართვას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ამ შემთხვევაში, აზერბაიჯანის საკითხი, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გამო, ცოტა რთული თემაა, ხოლო თუკი “ლიბერალურ იმპერიაში” საქართველო მოექცევა, ბუნებრივია, აზერბაიჯანასაც სხვა გზა არ ექნება, რადგან ყველა მაგისტრალური ტრასა, რომლითაც დასავლეთის მიმართულებით აზერბაიჯანული რესურსების ტრანსპორტირება ხდება, საქართველოზე გადის,” _ აცხადებს პაპავა.
პაპავა მიიჩნევს, რომ “საქართველოს რკინიგზასთან” მიმართებაში რუსეთის დაინტერესება ცალსახაა. ამ კონტექსტში იგი ყურადღებას რუსეთის მიერ “სომხეთის რკინიგზის” შესყიდვისა და მისთვის სამხრეთ კავკასიის რკინიგზის დარქმევის ფაქტზე ამახვილებს.
რაც შეეხება მაგისტრალური გაზსადენის აქციებს, პაპავას აზრით, აქაც მისი შემსყიდველი, პირველ რიგში, რუსული “გაზპრომი” იქნება, თუმცა ექსპერტი ამ მიმართულებით აზერბაიჯანული “სოკარის” გააქტიურებასაც ელის.
იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი სომხეთს ბუნებრივ აირს სწორედ ამ გაზსადენის მეშვეობით აწვდის, მაგისტრალური გაზსადენის აქციებით დაინტერესების დავალება შეიძლება, “სოკარმაც” მიიღოს. “სოკარის” მიერ გაზსადენის აქციების გაკონტროლების შემთხვევაში კი, პაპავა თვლის, რომ სომხეთს შესაძლოა, გარკვეული პრობლემები შეექმნას.
შეგახსენებთ, რომ “სახელმწიფო ქონების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლითაც სახელმწიფო ქონების აქციებისა და წილების უცხოურ საფონდო ბირჟებზე პრივატიზება ხდება დასაშვები, უკვე პარლამენტშია და განსახილველად საშემოდგომო სესიის პირველივე პლენარულ სხდომაზე გავა.