"ლონდონის საფონდო ბიჟაზე რკინიგზის აქციების განთავსება არახელსაყრელი მდგომარეობის გამო გადაიდო - მთავრობის ამ შინაარსის საბაბი ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ვინაიდან საბერძნეთსა და ესპანეთში ფინანსური კრიზისი ბოლო ერთი წელია პერმანენტულად გრძელდება, ხოლო ბირჟებზე აქციების ფასი ხელსაყრელი არც მაშინ იყო, როდესაც მთავრობამ აქციების განთავსების შესახებ განაცხადა. რკინიგზის აქციების ხელსაყრელობაზე მთავრობა 4 წლის წინათ რატომღაც არ ფიქრობდა, როდესაც იგი 89 წლის მართვის უფლებით არაფრისმქონე კომპანიას გადასცა და შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლით ისევ ჩამოართვა. შესაბამისად, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ მთავრობისთვის რკინიგზა დღემდე პოლიტიკური ვაჭრობის ობიექტია ან გასხვისების კომბინაციებს სწორად ვერ განსაზღვრავს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით მთავრობას რკინიგზის გასხვისებაში "არ უმართლებს" / ლონდონის ბირჟა არის ლეღვის ფოთოლი, რომელიც ვიღაცას სურს, რაღაც კომბინაციის წინ აიფაროს".
"საქართველოს რკინიგზის" აქციების ლონდონის ბურჟაზე განთავსება გუშინ იგეგმებოდა, თუმცა ეს პროცესი გადაიდო. აქციების განთავსების მიზეზი საერთაშორისო ბაზრებზე შექმნილი არასახარბიელო მდგომარეობა და სხვა ემიტენტების აქციების გაიაფება გახდა. მთავრობაში განაცხადეს, რომ რკინიგზას დაბალ ფასად აქციების გაყიდვა ხელს არ აძლევდა და ამიტომ თავი შეიკავეს - "აქციათა მეოთხედის გაყიდვით 250 მილიონი დოლარის მიღება იგეგმებოდა. რკინიგზამ საკუთარი აქციები 15,25-19 დოლარის სიაპაზონში შეაფასა, ხოლო მთელი კომპანია, 800 მლნ-1 მილიარდ დოლარად. პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დრის წინათ ბაზრები კარგი იყო და გაზის კორპორაციამ წარმატებული ევრობონდი გამოუშვა, ამ ეტაპზე საკმაოდ ცუდი მდგომარეობაა", აღნიშნავს გამოცემა.
"ჩვენ კონსულტაციები გვქონდა ბანკირებთან, ინვესტორებტან ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. სამწუხაროდ, ბაზრები იმდენად დაფუჭდა ბოლო დღეების განმავლობაში, რომ ამის გაკეთება არ გვირჩიეს. ბაზრებზე ცუდი მდგომარეობა გაოწვეულია საბერძნეთის და ესპანეთის პრობლემებით. შესბამისად, რკინიზგის აქციების ბაზრაბზე გატანა გადავდეთ, ვიდრე მდგომარეობა არ გამოსწორდება", - განაცხადა ნიკა გილაურმა. "ბიჯი კაპიტალის" დირექტორ ირაკლი კირტავას განცხადებით, საფონდო ბირჟებზე აქციების განთავსებისთვის მართლაც არახელსაყრელი ვითარებაა, ინდექსები დაცემულია, კომპანიების აქციების დასები შემცირებული. ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით კი, საქართველოს ხელისუფლების განცხადება ხელისშემშლელ გლობალურ კრიზისთან დაკავშირებით ღიმილის მომგვრელია", - დასძენს გამოცემა.
"რამდენიმე წლის წინათ რკინიგზა 1000-ფუნტიან კომპანიას გადასცეს და მაშინ არახელსაყრელ გარიგებაზე სიტყვა არავის დასცდენია. მინდა გითხრათ, რომ რკინიგზის მინორიტარული პაკეტით სერიოზული ინვესტორი არ დაინტერესდება. როგორც ჩანს, მთავრობას "საქართველოს რკინიგზასთან" დაკავშირებით კი არ უმართლებს და კომბინაციები სწორად ვერ გათვალა. ლონდონის ბირჟა არის ლეღვის ფოთოლი, რომელიც ვიღაცას სურს, რომ რაღაც კომბინაციის წინ აიფაროს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.