მზრუნველობამოკლებული ბავშვების გამოკითხვის შედეგად დადგენილი პრიორიტეტები:
იმ აღსაზრდელისთვის, რომელიც გამოირჩევა აკადემიური მოსწრებით და უმაღლესი განათლების მიღების სურვილი აქვს, პროგრამის ფარგლებში მოხდება მის მიერ არჩეულ საგნებში გაძლიერებული მეცადინეობით უზრუნველყოფა რეპეტიტორების დახმარებით და ასევე სწავლის პროცესში საჭირო ყველა სახის საინფორმაციო რესურსებითა და სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა.
ასევე აღსაზრდელს საბაზო განათლებით, რომელსაც განათლების დამადასტურებელი შესაბამისი მოწმობაც გააჩნია, შესაძლებლობა ექნება, სურვილის შემთხვევაში, დაეუფლოს რაიმე ხელობას. „იზრუნე მომავლის“ ფარგლებში მოხდება ასეთი ბავშვების სახელობო განათლებისთვის საჭირო ფინანსურ ხარჯებისა (სწავლის გადასახადი, მგზავრობის თანხა) და მატერიალური საჭიროებების (სწავლისთვის საჭირო ხელსაწყოებისა და მასალის) უზრუნველყოფა.
მოზარდს, რომელსაც სურს სპორტული და შემოქმედებითი განვითარება, მათივე სურვილის გათვალისწინებით, მიეცემათ სპორტის სახეობაში ან რომელიმე შემოქმედებით წრეში ჩართვის საშუალება.
გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, აღსაზრდელის სურვილის მიხედვით დაფინანსდება ინგლისურისა და კომპიტერის შემსწავლელი წრეების ანაზღაურება. ასევე უკვე 17 წლის მოზარდებს ფონდი დაუფინანსებს ავტომანქანის შემსწავლელ კურსებს.
კითხვარების მონაცემების საფუძველზე, მზურნველობა მოკლებული ბავშვების გარკვეული ჯგუფის მხრიდან კონკრეტულად ჩამოყალიბებული პოზიციადან გამოკვეთილი უნარები არ გამოვლინდა. აქედან გამომდინარე, დაიგეგმა ფსიქოლოგების ჯგუფის ჩართვა და განისაზღვრა მათთვის აღსაზრდელებთან შემდგომი მუშაობის პრიორიტეტები. ფსიქოლოგები გადანაწილდნენ რეგიონების მიხედვით. ისინი შეისწავლიან მოზარდის პროფესიულ შესაძლებლობებს, რომლის საფუძველზეც გამოიკვეთება მათი მონაცემები, პროფორიენტაცია და მოხდება მათი პროფკონსულტირება.
შემდგომი შესწავლის ფარგლებში მოხდება მოზარდისთვის მისი უნარების შესაბამისი პროფესიების, ხელობების გაცნობა. უნარისა და სურვილის არსებობის შემთხვევაში, ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად აღსაზრდელის მომზადების გეგმის შემუშავება აღმზრდელთან ერთად. ასევე რეგიონში არსებული რესურსების შესწავლა: კურსები, წრეები, კოლეჯები, მოხალისეობის პროგრამები, მოზარდი ოჯახის წევრები დაახლობელი ადამიანები, კერძო პირები ვისაც მდიდარი პრაქტიკა გააჩნია და შეუძლია მოზარდის კონკრეტული სასკოლო საგანი ან თუნდაც ხელობა შეასწავლოს და ასე შემდეგ.
კომპანია „ნატახტარმა“ 2011 წლის ნოემბერში, დააფუძნა ფონდი „ნატახტარი“ და დაიწყო საქველმოქმედო პროექტის „იზრუნე მომავალზე“-ს განახორციელება. 3 თვის განმავლობაში „ნატახტარის ლიმონათის“ თითოეული გაყიდული ბოთლიდან ფონდში ირიცხებოდა 1, 3 და 5 თეთრი (შეფუთვების შესაბამისად 0.5ლ; 1ლ და 2ლ). პროექტი ხორციელდება ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველოს“ მხარდაჭერით და საქართველოს პატრიარქის თანადგომითა და ლოცვა-კურთხევით.