ფოთის მოსახლეობა, ირაკლი ალასანიას ოვაციებით შეხვდა. დარბაზში მყოფებმა, მას მისასალმებელი სიტყვა ტაშით რამდენჯერმე გააწყვეტინეს.
ირაკლი ალასანიამ ყურადღება ფოთელების დასაქმების, თვითმმართველობისა და ჯანდაცვაში არსებულ პრობლემებზე გაამახვილა.
განსაკუთრებულად ემოციური იყო, გუბაზ სანიკიძის გამოსვლა, რომელმაც, საქართველოს ხელისუფლებასა და პრეზიდენტზე მისეული შეფასება წარმოადგინა.
„ოქტომბერში „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურად გარდაიცვლება, უნდა მივიდეთ გასვენებაში ყველა, გასვენება იქნება სააარჩევნო ყუთებთან. გვირგვინის ნაცვლად უნდა ჩავაგდოთ საარჩევნო ბიულეტენი. გავასვენოთ, დავისვენოთ და ეს ქვეყანა ფეხზე დავაყენოთ“.
სანიკიძემ პრეზიდენტი სააკაშვილი სხვადასხვა ეპითეტებით მოიხსენია და მას „ნარკომანი“, „მაიმუნი“, „ქვეყნის მოღალატე“ უწოდა.
შეხვედრას ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია, ახალგაზრდა მამაკაცმა, დევნილი ბორის ნადარაიას გამოსვლა გააპროტესტა. დარბაზში მყოფებმა, ის პროვოკაციაში დაადანაშაულეს და დარბაზი დატოვებინეს. საგულისხმოა, რომ ეს პიროვნება ალასანის ფოთში წინა შეხვედრასაც ესწრებოდა, სადაც ასევე აპროტესტებდა კოალიციის პოლიტიკას. დღევანდელ შეხვედრას კი, ტელეფონის საშულებით იღებდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ალასანია ადგილობრივებს ესაუბრა და მათი პრობლემები მოისმინა.