გიორგი ვოლსკი „ნაცმოძრაობაზე“: სპეკულირებენ ადამიანებით, რომლებმაც თავი დადეს საკუთარი სამშობლოსთვის, იმ ჯარისკაცებით, რომელთა ცხედრები გაციებულიც არ იყო, რომ ესენი აქ ტაშ-ფანდურს მართავდნენ

გიორგი ვოლსკი „ნაცმოძრაობაზე“: სპეკულირებენ ადამიანებით, რომლებმაც თავი დადეს საკუთარი სამშობლოსთვის, იმ ჯარისკაცებით, რომელთა ცხედრები გაციებულიც არ იყო, რომ ესენი აქ ტაშ-ფანდურს მართავდნენ

აგვისტოს ომიდან 17 წლის შემდეგ მმართველ გუნდს ნაციონალურ მოძრაობასთან“ კვლავ აქვს კრიტიკული კითხვები. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის თქმით, რომ არა ქართული ოცნების“ გუნდის ძალისხმევა და სტრასბურგის სასამართლოში წარმოდგენილი ფაქტები, ჭეშმარიტების დადგენა რთული იქნებოდა.

სპეკულირებენ ადამიანებით, რომლებმაც თავი დადეს საკუთარი სამშობლოსთვის, იმ ჯარისკაცებით, რომელთა ცხედრები გაციებულიც არ იყო, რომ ესენი აქ ტაშ-ფანდურს მართავდნენ და რა კონსპირაციული გეგმით განხორციელდა ომის, შემოჭრისა და ოკუპაციის ორგანიზება, ჯერ კიდევ კვლევის საგანია.

ჩვენ რომ არა, სტრასბურგის სასამართლოს ვერავინ მოიგებდა. მთავარი შეკითხვა - რატომ არ მიმართეს გაეროს უშიშროების საბჭოს, რატომ აქებდნენ რუსეთს ივლისიდან დაწყებული, როდესაც უკვე აშკარა იყო პროვოკაცია, პროვოცირება, წინაპირობები ამ საომარი მოქმედებების“, - კითხულობს ვოლსკი.