რუსთავის ოფისის მფლობელი „ქართული ოცნების“ წევრი ხდება (VIDEO)

რუსთავის ოფისის მფლობელი „ქართული ოცნების“ წევრი ხდება (VIDEO)

 

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა ზვიად ძიძიგურმა დღეს საგანგებო პრესკონფერენცია გამართა. ძიძიგურმა მედიას „ქართული ოცნების“ რუსთავის ოფისის მეპატრონე მამუკა მატკავა წარუდგინა.  

ჟურნალისტებთან საუბრისას მამუკა მატკავამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ოფისის მიქირავების შემდეგ, მასთან უბნის ინსპექტორი მივიდა და დეტალურად გამოკითხა თუ რა საქმიანობას ეწეოდა ის და მისი ოჯახი. ორი დღის შემდეგ კი მატკავა პოლიციაში დაიბარეს და დაკითხეს. მამუკა მატკავამ განაცხადა, რომ ის არანაირ ზეწოლას არ შეუშინდება და „ქართულ ოცნებას“ უერთდება.