დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ კომპანია „მენეჯმენტ სერვისის“ ხელმძღვანელმა ბესიკ დემეტრაშვილმა და კომპანიის ადვოკატებმა ეკა ბესელიამ და ალექსანდრე ბარამიძემ პრესკონფერენცია გამართეს, სადაც კონტროლის პალატის მიერ მიღებული გუშინდელი გადაწყვეტილება შეაფასეს.
" კონტროლის პალატამ მორიგი უკანონობა ჩაიდინა და "მენეჯმენტ სერვისი" 4 766 200 ლარით დააჯარიმა. ამ უკანონობს ჩვენ ადგილობრივ სასამართლოებში გავასაჩივრებთ, ჯერ საქალაქოში, შემდეგ - სააპელაციოში, თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ მოგელაძის გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებენ, რის შემდეგაც უკვე სტრასბურგის სასამართლოს მივმართავთ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
კონტროლის პალატის გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს და კერძო ბიზნესზე ზეწოლის ფაქტს უწოდებს „მენეჯმენტ სერვისის“ დირექტორი ბესიკ დემეტრაშვილი.
კომპანია "მენეჯმენტ სერვისს" კონტროლის პალატის გადაწყვეტილების გასაჩივრება უახლოეს 10 დღეში შეუძლია.