მორიგი ზეწოლა ბიზნესზე

მორიგი ზეწოლა ბიზნესზე

კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა შპს "მენეჯმენტ სერვისი" 5 მილიონ ლარამდე თანხით დააჯარიმა. 2012 წლის 11 მაისს საქართველოს კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შპს „მენეჯმენტ სერვისის“ წინააღმდეგ, რომლითაც აღნიშნული საწარმო მოქალაქეთა სამი პოლიტიკური გაერთიანების - „რესპუბლიკური პარტიის“, „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ და „ეროვნული ფორუმის“ სასარგებლოდ უკანონო შემოწირულობების განხორციელებაში დაადანაშაულა. 

"ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ბიზნესში უხეში ჩარევა. ჩემი კომპანია გაკოტრების პირასაა, რადგან კონტროლის პალატის მიერ დაწესებული ჯარიმა ჩემს მფლობელობაში არსებულ აქტივებს აღემატება", - განაცხადა შპს. "მენეჯმენტ სერვისის" დირექტორმა ბესიკ დემეტრაშვილმა.