„ქართულ ოცნებას“ თეთრიწყაროს რაიონში ოფისის გახსნის საშუალება არ მისცეს (VIDEO)

„ქართულ ოცნებას“ თეთრიწყაროს რაიონში ოფისის გახსნის საშუალება არ მისცეს (VIDEO)

 

პოლიტიკური კოალიციის ლიდერები რეგიონული ოფისის გასახსნელად თეთრწყაროში დღეს დილით ჩავიდნენ, თუმცა ოფისში იძულებით გადაადგილებული ოჯახი დახვდათ შესახლებული. ოფისი კოალიციამ დაახლოებით ერთი კვირის წინ იქირავა, არსებობს ოფიციალური დოკუმენტაციაც. სიტუაციაში გასარკვევად კოალიციის ლიდერებმა ადგილობრივ სამართალდამცავებსაც მიმართეს, თუმცა მათი მხრიდან რეაგირება არ მომხდარა. პოლიტიკური კოალიციის ლიდერების აქტირუობას თეთრწყაროში თვალყურს ადევნებდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანები, რომლებიც ლიდერების გადაადგილებას ვიდეოკამერაზე აფიქსირებდნენ.  (VIDEO)

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ადგილობრივ მოსახლეობას განუცხადეს, რომ შექმნილ პრობლემას საერთაშორისო საზოგადოებასაც გააცნობენ და უახლოეს დღეებში პოლიტიკური კოალიციის რეგიონულ ოფისს თეთრიწყაროს რაიონშიც გახსნიან.