ინტერვიუ თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკო ხაჩირაშვილთან
- ბატონო ნიკო, თქვენ დენისა და დასუფთავების ტარიფების გაერთიანებასთან დაკავშირებით განაცხადეთ, რომ ეს სერვისის გაუმჯობესების მიზნით მოხდა, იქნებ დააკონკრეტოთ, რა სერვისი გაქვთ მხედველობაში (ახლა უკეთ სუფთავდება ქალაქი?) და თუ შგიძლიათ დამისახელეთ ქვეყანა, სადაც მსგავსი, ერთამეთზე გადაბმულ-გადახლართული კომუნალური ტარიფებია? - გასული წლის საკრებულოს სხდომაზე მივიღეთ ეს გადაწყვტილება, რომელიც საშუალებას აძლევდა ადამიანებს დამოუკიდებლად დაერეგულირებინათ მათ მიერ გადასახდელი კომუნალური გადასახადები როგორც ელექტროენერგიის ასევე დასუფთავბის კუთხით. ბოლო წლების მანძილზე დასუფთავების კუთხით ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები და ქალაქი გაცილებით სუფთაა, ვიდრე რამდენიმე წლის წინ. ამ ეტაპისათვის ეს იყო ერთადერთი, მტკივნული, მაგრამ მართებული გადაწყვეტილება, რომელიც სერვისის ფუნქციონირებისთვის იყო მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, დავხურეთ გლდანის ნაგავსაყრელი, გავაუქმეთ ბუნკერები მრავალბინიან კორპუსებში. გლდანის ნაგავსაყრელზე დაწყებულია სარეკრეაციო ზონის განაშენიანება, დაირგო ასობით ხე და მომავალშიც ვგეგმავთ დასასვენებელი თავშეყრის ადგილების მოწყობას, რომელსაც ახლო მომავალში ვიხილავთ. რასაც თავიდანვე აღვნიშნავდით - რომ უნდა გაიაფებულიყო დასუფთავების გადასახადი და შესაბამისად, ვინც ბევრ ელექტრო ენერგიას ხარჯავს, იმათ გაუძვირდებოდათ, ეს სტატისტიკური მონაცემების საფუძველზეც გამოკვეთა. თუმცა მათაც შეუძლიათ დამოუკიდებლად დაარეგულირონ მათი კომუნალური გადასახადები. ყველა ჩვენს გადაწყვეტილებაში არის ასახული სოციალურად დაუცველი ადამიანებისათვის 50%-იანი შეღავათები, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. თუმცა ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს და ვცდილობთ შესაბამისობაში მოვიყვანოთ და არ გამოგვრჩეს არც ერთი დეტალი, რაც ამ თემასთან არის დაკავშირებული. - რატომაა თბილისში ასეთი უხარისხო გზები? მეზობელ ქვეყნებში ნამყოფი ვარ, მაგრამ მათ ქალაქებში, თუნდაც მხოლოდ ცენტრალურ უბნებში, გზების ხარისხით შეუდარებლად უკეთეს მდგომარეობაა. რატომ ვერ გამოსწორდა ეს საკითხი ჩვენს დედაქალაქში? - ბოლო წლბის მანძილზე დაიგო მილიონობით კვადრატი და შედარება არ შეიძლება იმასთან, რაც იყო წარსულში და არის დღეს. მიწისქვეშა კომუნიკაციბი და ასფალტის საფარი ეს არის ერთი სეგმენტი, მიწისქვეშ შეიცვალა თითქმის 70%-მდე კომუნიკაციბი, ესეც დიდი პროგრესია ამ რამოდენიმე წლის მანძილზე, თუმცა ხშირად მიწისქვეშა კომუნიკაციის შეცვლა ასფალტის დაზიანების მიზეზი ხდება. ეს არის ჩვეულბრივი სტანდარტული სამუშაო პროცესი, რომელსაც, ვფიქრობ, ყვლა ერთად გაგებით უნდა მოვეკიდოთ. გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, მე ძალიან ბევრი ევროპული ქალაქი მინახავს, სადაც ანალოგიური პრობლმებია, მთავარია საქმე გაკეთდეს დროულად და ხალხი იყოს კმაყოფილი. - იგეგმება თუ არა მცირე ბიზნესის ხელისშწმეყობი რაიმე პროგრამის დაწყება თბილისის მერიის მხრიდან? - რამდენიმე წელია თბილისის მერია მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს პროექტებს, მაგალითად “დაიწყე ბიზნესი თბილისის მერიასთან ერთად” და სხვა. თუმცა თბილისის მერიის ნებისმიერი საქალაქო თუ შესაბამისი სამსახურები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ თბილისი იყოს ბიზნესისა და ბიზნესმენებისთვის მიმზიდველი ქალაქი. სწორედ ამიტომ ჩატარდა მე-6 საერთაშორისო კონფერენცია რამდენიმე კვირის წინ, სადაც ევროპისა და აღმოსავლეთ ევროპის, ჩვენი მეზობელი ქალაქის წამყვანი პირები იყვნენ მოწვეულნი. ამ კონფრენციაზე ერთ-ერთი დიდი ადგილი ეკავა მცირე ბიზნესისათვის ხელშეწყობის საკითხს თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ქალაქი.ჩვენი მთავარი საზრუნავია დასაქმება და ნებისმიერი რეფორმა უნდა აისახოს თითოეული ოჯახის კეთილდღობაზე. - როდის გამოსწორდება სიტუაცია სამარშრუტო ტაქსებში? მგზავრები ფეხზე ვდგავართ, მძღოლებს კი ისე დაყავთ მანქანა, სად წავიქცევით, არავინ არ იცის. ნუთუ არ შეიძლება ცივილურად გადაადგილების საშუალება მოგვეცეს? „თბილისის მიკროავტობუსი“ აცხადებს, რომ ვალდებულებებს ასრულებს, მაგრამ შედეგი არ ჩანს. ძალიან გთხოვთ გვიპასუხეთ. - სამარშრუტო ტაქსებში გატარებული რეფორმა ჯერ არ დასრულებულა დღეისათვის გატარებულია რეფორმის 60-70% და ამ რეფორმის დამთავრების შემდეგ ეს პრობლემა აღარ იქნება .რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია “კავკასიაზე ” ერთ-ერთ გადაცემაში ჰქონდათ ინტერაქტივი თუ რამდენად გაუმჯობესდა ან გაუარესდა მდგომარეობა სამარშრუტო ტაქსებში. მინდა გითხრათ, რომ 90-%-მდე საზოგადოებამ, ვინც გამოხატა საკუთარი აზრი, დააფიქსირა დადებითი შეხედულება ახალი სამარშრუტო ტაქსების მიმართ, ჩვენთვის თითოეული ადამიანის მოსაზრება ძალიან მნიშვნლოვანია, თუმცა მცირე პრობლემა კვლავ არის, რომელსაც უახლოეს მომავალში გამოასწორებენ . დიდი მადლობა დასმული კითხვებისათვის. |