2,3,4 წლის საბოლოო მიზანი ბოლო დროს სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები ერთიან სააზროვნო კომპლექსში რომ ვერ ეტეოდა ეს ფაქტი იყო. იგი ცდილობდა ეთქვა რაღაც განსაკუთრებული და როგორც იქნა ქუთაისში სტუმრობის დროს გვითხრა ის, რასაც თითოეული ჩვენთაგანი „ვეჭვობდით“, მან თქვა რომ ხელისუფლებაში მუდმივად დარჩენის სურვილი აქვს. დამაცადეთ კიდევ 2,3,4 წელი“- მ. სააკაშვილი 2012 წელი „დამაცადეთ კიდევ 2,3,4 წელი და გაძლევთ გარანტიას, რომ წყალტუბოს ევროპაში ყველაზე მაგარ ადგილად ვაქცევ“. აქვე მან თქვა, რომ „ქვეყანაში არიან პოლიტიკური ძალები რომლებიც ემსახურებიან მტერს და, რომ მათ მთელი თავისი საქმიანობა იმპერიის დროშის ფერებში აქვთ გადაწყვეტილი“. თითქოს სრული პროპაგანდისტული პაკეტი შეკრულია, მაგრამ რაღაც უკმარისობის განცდას ტოვებდა და აი შემდეგი „შედევრიც“, რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგელობაში ილუზორულად იყო, ჩვენ გულზეც უნდა დავიდოთ ხელი (გულწრფელობას ითხოვს) და დავეთანხმოთ. „მადროვეთ 2,3,4 წელი -ჰოსნი მუბარაქი“ 1987 წელი 2,3,4 წელი და წყალტუბო არაფერ კავშირშია ერთმანეთთან, მან თქვა სათქმელი. სიტყვის „,დამაცადეთ“ აუცილებლობა გააჩინა პოლიტიკური ალტერნატივის არსებობამ ქვეყანაში, სხვა შემთხვევაში იტყოდა კიდევ რამდენიმე წელი გვჭირდებაო და საზოგადოებას, რომელსაც ირიბი „თანხმობა“ თხოვა ხელისუფლებაში დარჩენისათვის, ფაქტის წინაშე დააყენებდა. კაიროს უნივერსიტეტში სტუმრობისას 1987 წელს ეგვიპტის იმდროინდელმა ხელისუფალმა ხოსნი მუბარაქმა ასეთი სიტყვები თქვა: „ჩვენ გვჭირდება 2,3,4 წელი და პირობას გაძლევთ უსაფრთხო ქვეყანაში იცხოვრებთ, მომეცით ეს დრო“. მას ადროვა ეგვიპტელმა ხალხმა და იგი ეგვიპტეს მართავდა 1981 წლიდან 2011 წლამდე. იდეათა არარეალური თანმიმდევრობა „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ მისი მთავარი მიზანია ქვეყანაში უზრუნველყოს სამართლიანი და ობიექტური არჩევნები. არჩევნების იდეა კი გულისხმობს, მასში მონაწილე სუბიექტების მხრიდან, ერთმანეთის თანასწორუფლებიანად აღიარებას. როცა ხელისუფლება ამბობს, რომ ძალაუფლებას ედავება ქვეყნის მტრების მიერ მართული ძალები, ეს ასევე გულისხმობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გააყალბებს. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება ცვლილებებს ელის, ისინი წინასწარ ადგენენ არჩევნების შემზღუდველ წესებს, რომლის პირობა შემდეგია- არჩევნები არ შეცვლის ხელისუფლებას. აფხაზეთის არარსებობის საკითხი სააკაშვილის განცხადების შინაარსი, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილი ილუზორულად იყო, გულისხმობს იმას, რომ აფხაზეთი ჩვენი მეხსიერებიდან გააქროს და აი, რატომ?! ხელისუფლება ითხოვს უვადო ძალაუფლებას, ქვეყნის შიგნით არის ოპოზიცია, რომელიც უკვე ნახევარ მილიონამდე დევნილის პრობლემას შეახსენებს და გმობს მის პოლიტიკას (თუ შეიძლება ამას პოლიტიკა ეწოდოს) კონფლიქტებთან მიმართებაში. ეს ეროვნული მნიშვნელობის საკითხია და სააკაშვილს „უვადო მანდატის“ მიღებაში უშლის ხელს. ამიტომ, მან თქვა, რომ ბრალი არ აქვს ამ კუთხით, რომ აფხაზეთი არ არსებობდა და არც არსებობს, მან სცადა გაექრო პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ 2003-წლიდან პროპაგანდის ძირითადი შინაარსი კონფლიქტების საკითხების გადაჭრა იყო. პროპაგანდის მთავარი ფიგურა კი იყო ლიდერი და პარტია, რომელიც ქმნიდა რეზერვს, პატრიოტს, ჯარს და თითქმის, ყოველი წლის ბოლოს ქვეყნის გაერთიანებას გვპირდებოდა. დღეს იგივე პროპაგანდას დაჭირდა კიდევ ერთხელ იძალადოს მოქალაქეების აზროვნებაზე და დაარწმუნოს იმაში, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობას არც ისეთი დიდი მნიშვნელობისა აქვს, ჩვენ რომ გვგონია. 2,3,4 წლის საბოლოო მიზანი რთულია წარმოიდგინო როგორ შეიძლება ხელისუფლებაში ადამიანთა ერთი ჯგუფი იყოს იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც მაგალითად, ხოსნი მუბარაქის (1981-2011) მთავრობა. შეიძლება და ამის მაგალითი უამრავია ჩვენს გარშემო. თუ ვადროვებ 2,3,4 წელს, პირობითად წყალტუბოს „აყვავებისთვის“. შემდეგ 5,6,7 წელს სხვა მიზეზით მოითხოვს და ამ წლებში მოახერხებს მოქალაქეების აზროვნების დამახინჯებას და შემდეგ, მე-8, მე-9 და შესაბამისად მეათესაც ზედმეტი თავისტკივილის გარეშე მიიღებს. ჩვენი აზროვნების დამახინჯება არის ამ 2,3,4 წლის მიზანი. როგორც ჩანს, ზუსტად ეს დროა საჭირო იმისათვის, რომ ობიექტური მართლმსაჯულება და კუბლაშვილი, პატიმართა უფლებები და კალმახელიძე, დამოუკიდებელი მედია და ტელეკომპანია „იმედი“ სინონიმები გვეგონოს. p.s. როცა იცი სიმართლე და ისმენ ტყუილს, ეს გართობს, რადგან ერთდროულად მცოდნეც ხარ და მოტყუებულიც. საბოლოო შედეგით, დროც დაკარგული გაქვს და მოტყუებულიც ხარ. ეს არის პროპაგანდა - იცოდე სიმართლე, მაგრამ ერთობოდე ტყუილით. |