ბათუმის განათებისთვის ბოლო ექვსი წლის მანძილზე 22 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა. თითქმის აღარ არის უბანი, რომელიც ღამის საათებში ჩაბნელებულია. მერიამ ქალაქი, ძირითადად, "აჭარგანათებას" გაანათებინა. მერიასა და კომპანიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში დაფიქსირებულია ქალაქის მერისა და კომპანიის დირექტორის ნიკოლოზ თოფურიძის ხელმოწერები. "აჭარგანათების" დამფუძნებელი თამაზ თოფურიძე - კომპანიის დირექტორის მამა, ბათუმის საკრებულოს დეპუტატი და ქალაქის მერის ნათლიაა.
კომპანია, რომელმაც ბათუმი გაანათა
ბათუმის განათებით დაკავებული კომპანია - "აჭარგანათება" 2005 წლის 22 დეკემბერს დაფუძნდა და სამი დამფუძნებელი ჰყავს - თამაზ თოფურიძე (მას კომპანიის 52%-ი ეკუთვნის), გია ორაგველიძე და დავით ვაშაკიძე (24-24%).
დაფუძნებისთანავე, ანუ 2006 წლიდან, კომპანია "აჭარგანათებასა" და ბათუმის მერიას შორის აქტიური თანამშრომლობა იწყება, რაც დღემდე გრძელდება. ალბათ, მომავალშიც ყველაზე მეტი შანსი ამ კომპანიას ექნება, რადგან გასული წლიდან მერიამ ტენდერებში მონაწილეობაზე ასეთი შეზღუდვა დააწესა:
"პრეტენდენტს შესრულებული უნდა ჰქონდეს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური საქმიანობა, საერთო ღირებულებით არანაკლებ 1 მილიონი ლარის ოდენობით".
2011 წლის მონაცემებით, "აჭარგანათებამ" მერიისგან 3 298 004 ლარის დაკვეთა მიიღო: მათ შორის გარეგანათების წერტების მოვლისთვის - 738 668 ლარი; გარეგანათების ბოძების სანათების შესყიდვისთვის - 551 900 ლარი ("აჭარგანათებასთან" ერთად ეს დაკვეთა მიიღო შპს "გაერთიანებამ"); გარეგანათების ბოძების შესაძენად - 135 000 ლარი; ქალაქის ქუჩების გარეგანათების სამუშაოების შესყიდვისთვის - 500 000 ლარი; რუსთაველის ქუჩის გარეგანათების მოწყობილობების შესაძენად - 1 274 994 ლარი.
შარშან ყველაზე მეტი თანხა - 1 274 994 ლარი "აჭარგანათებას" რუსთაველის ქუჩის გარეგანათების ბოძების ყიდვისთვის მისცეს: 126 ცალი სანათი- 626724 ლარი, გარეგანათების ბოძი 63 ცალი - 539280ლარი, ნათურის გამშვები მექანიზმი 63 ცალი - 108990ლარი, ჯამი- 1 274 994 ლარი.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, "აჭარგანათებამ" ერთ გარეგანათების ბოძში 15 262 ლარი გადაიხადა.
იაფია თუ ძვირი 15 262 ლარი ერთი გარეგანათების ბოძისთვის? - მძღოლისთვის, რომელიც ავტოავარიის გამო ამ ბოძს დაეჯახება და დააზიანებს, განუსაზღვრელად ძვირია, რადგან მას 15 262 ლარით დააჯარიმებენ. ძვირია პაატა აციმბასთვის, მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსისთვისაც, მაგრამ ის ფიქრობს, რომ ამ ფასის გადახდა ბათუმს უღირს:
"ეს ბოძები იმიტომაც ღირს ძვირი, რომ ალუმინისაა და ყოველწლიურად შეღებვა არ სჭირდება. შეიძლება ვთქვათ, რომ სამუდამოა. ტურისტული ქალაქია და ვცდილობთ, ლამაზი განათების ბოძები დავაყენოთ. ყველა გზაგამყოფში ანალოგიური ბოძების დამონტაჟება იგეგმება... ზუსტად არ ვიცი, მაგრამ "აჭარგანათება", ალბათ, იმიტომაც იმარჯვებს ტენდერებში, რომ გამოცდილება აქვს".
"აჭარგანათება" სატენდერო დოკუმენტებში წერს, რომ მოწყობილობას ბელგიური schreder-comelec-ისგან იძენს. "ბათუმელები" რუსთაველზე დასამონტაჟებელი გარეგანათების ბოძების ფასის დასადგენად კომპანიას ბრიუსელში დაუკავშირდა.
"ჩვენი დისტრიბუტორი გახლავთ ბატონი გიორგი ლალიაშვილი, სწორედ მან მიიღო შეკვეთა კომპანია "აჭარგანათებიდან". მე შემიძლია მოგცეთ მისი ელფოსტა, ის ახლა გერმანიაშია", - გვითხრეს კომპანიაში.
მითითებული ელექტრონული ფოსტით "ბათუმელები" დაუკავშირდა გიორგი ლალიაშვილსაც, თუმცა მისგან პასუხი არ მიგვიღია.
გასულ წელს "აჭარგანათებას" მერიამ საახალწლოდ ბათუმის გაფორმებაც დაუკვეთა და ამისთვის 345 ათასი ლარი გადაუხადა. "აჭარგანათებამ" ამ ფულით წინა წლებში შეძენილი აქსესუარები დაამონტაჟა. ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, მაგალითად, შენობაზე ერთი გირლანდის მონტაჟში მერიამ 8 ლარი გადაიხადა, მანათობელი კონსტრუქციის მონტაჟში - 20, ხოლო ერთი ცალი საახალწლო აქსესუარის მავთულზე დამონტაჟებაში - 25 ლარი. MIRACLER PARK-ში საახალწლო ნაძვის ხის მორთვისთვის კომპანიას 40 858 ლარი მისცეს, ხოლო ამ ნაძვის ხის დაშლისთვის - 12 036 ლარი.
შარშან "აჭარგანათებამ" მერიისგან დამონტაჟებული გარეგანათების სისტემის მოვლა და სხვა სახის დავალებაც მიიღო, ცხადია, გარკვეული თანხის სანაცვლოდ.
როგორ ახერხებს "აჭარგანათება" ბათუმის მერიის ტენდერებში გამარჯვებას? ეს არ არის ერთადერთი საკითხი, რაზეც პასუხი "ბათუმელებს" კომპანიის დირექტორისგან უნდოდა მიეღო. ნიკოლოზ თოფურიძეს ამ ეტაპზე "ბათუმელებთან" ურთიერთობა არ სურს:
"ჩვენ შესახებ ყოველთვის ცუდს წერდით და ახლა რატომ მოგინდათ ჩემი მოსმენა? ერთადერთი, რასაც მუდმივად ახსენებთ, ეს არის მამაჩემის მიერ მერის მონათვლის ამბავი. არასდროს დაინტერესებულხართ გაგეგოთ, როდის მონათლა რობერტი და რა პირობებში... მოკლედ, მირჩევნია, კომენტარი არ მოგცემთ".
არის თუ არა ინტერესთა კონფლიქტი, როცა ტენდერში ნათლია იმარჯვებს?
ქართული კანონმდებლობით, ნათლია ახლო ნათესავად არ მიიჩნევა, მაგრამ არის თუ არა კორუფციული გარიგება ან ინტერესთა კონფლიქტი, როდესაც მერიასა და შპს-ს შორის გაფორმებულ სატენდერო დოკუმენტებს, ერთი მხრივ, ქალაქის მერი - რობერტ ჩხაიძე აწერს ხელს, ხოლო მეორე მხრივ, მისი ნათლიის შვილი ნიკოლოზ თოფურიძე (კანონით, ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობა აკრძალულია).
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, იურისტი თამარ კორძაია განმარტავს:
"კანონის მოთხოვნების დაცვის თვალსაზრისით, ამ შემთხვევაში კორუფციის პირდაპირი ნიშნები არ არის, რადგან კორუფციის შესახებ კანონი ეხება ოჯახის წევრსა და ახლო ნათესავს. ნათლია სამოქალაქო წესით არ არის ნათესავი, - ბიძაშვილი, მამიდაშვილი, მაგრამ ჩვენი კულტურიდან გამომდინარე, ნათლია შეიძლება უფრო ახლო ნათესავად მოიაზრებოდეს.
ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, საკმარისია იმის გაგება, რომ თურმე ტენდერს აცხადებს ერთი ადამიანი და ამ ტენდერში მუდმივად იმარჯვებს კომპანია, რომლის მესაკუთრეც ტენდერის გამომცხადებელი სუბიექტის ნათლიაა. ეს საკმარისია, საზოგადოებას შეექმნას წარმოდგენა, რომ მათ შორის არსებობს პირადი ინტერესები და შეიძლება არსებობდეს პირადი გამორჩენაც.
როცა ფორმალურად ცდილობ, კანონი არ დაარღვიო, ჰგავს თვალთმაქცურ გარიგებას. ჩემი აზრით, ეს ფაქტი საკმარისია იმისათვის, ადამიანებს შეექმნათ წარმოდგენა, რომ კონკრეტული საჯარო მოხელე, ბათუმის მერი, სდებს კორუფციულ გარიგებას".
როგორ აწესრიგებენ ამ საკითხს ცივილიზებულ სამყაროში? გასულ კვირას "რადიო თავისუფლების" გერმანიაში მცხოვრებმა ჟურნალისტმა, ზაალ ანდრონიკაშვილმა, ელიტარულ კორუფციაზე მსჯელობის დროს სხვადასხვა ქვეყნის მაგალითი განიხილა. ავტორი წერს: "წელს გერმანიის პრეზიდენტი, ქრისტიან ვულფი გადადგა. მის გადადგომას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, ერთ-ერთი ის იყო, რომ მან თავისი მეგობარი ბიზნესმენისაგან შეღავათიანი კრედიტი, ნახევარი მილიონი ევრო აიღო. საქმე იმაშიც კი არ იყო, რომ ვულფი ამ თანხის საფასურად ბიზნესმენს რამეს დაჰპირდა, ან რამე "გაუკეთა". ასეთი მოქმედებით მან თავი "კორუმპირებადი", სხვაზე დამოკიდებული გახადა და ქვეყნის პირველი პირის სტატუსს ძნელად გამოსასწორებელი ზიანი მიაყენა".