რუსეთში გამართული ბოლო საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა ჯამში 135 ოპოზიციის აქტივისტი დააკავეს. განსხვავებული აზრის არნახული დევნის გამო, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ რუსეთში დემოკრატია „ფოლადის ხაფანგშია“. ამის გამო საერთაშორისო უფლებადამცველები ჩეჩნეთში და რუსეთში არსებულ მდგომარეობას უკვე აღარ ანსხვავებენ და ერთ კონტექსტში განიხილავენ.
მოსკოვურ საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავების მიერ დაკავებულ 135 ოპოზიციის აქტივისტს შორის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბორის ნემცოვიც იყო. ასევე, სერგეი უდალსტოვი მემარცხენე ოპოზიციური ჯგუფის ლიდერი. საპროტესტო აქციები რუსეთის ფედრაციის მასშტაბით, 10 ქალაქში გაიმართა. რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში გამართულ მიტინგში 200 ადამიანი მონაწილეობდა.
მოგვიანებით, გათავისუფლებულმა ბორის ნემცოვმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ მას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში სდებდნენ ბრალს.
ცნობისათვის, რუსული ოპოზიციური ძალები ყოველი თვის 31 რიცხვში, სიმბოლურად კონსტიტუციის 31-ე მუხლს აპროტესტებენ – ისინი მასობრივი შეკრებისა და პროტესტის გამოხატვის უფლებას ითხოვენ.
ოპოზიციის არნახული დევნის გამო, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ რუსეთში დემოკრატია „ფოლადის ხაფანგშია“.
მისი თქმით, ავტორიტარული მმართველობა მთელ მსოფლიოში, მათ შორის რუსეთშიც, სამოქალაქო აქტივობას, რომელიც დემოკრატიის განვითარების ერთ-ერთი მაჩვენებელია, „ფოლადის ხაფანგში“ აქცევს.
რუსეთის მსგავსად, იმ ქვეყნების რიცხვში, სადაც ხელისუფლება პოლიტიკურ ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციებს დევნის, კლინტონმა ჩინეთი, ზიმბაბვე, ეგვიპტე, ირანი და ვენესუელა დაასახელა.
ამასთან რუსეთი კიდევ ერთხელ მოხვდა იმ ქვეყნების სიაში, სადაც, ამერიკული გავლენიანი უფლებადამცველი ორგანიაზაციის „ფრიდომ ჰაუსის“ ბოლო შეფასებით, ადამიანების უფლებები ფეხქვეშ ითელება. ორგანიზაციის შეფასებით, რუსეთში, ამ მხრივ სიტუაცია კვალავ არ გამოსწორებულა.
„ფრიდომ ჰაუსის“ 2010 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ, ათ ქვეყანაში მდგომარეობა კიდევ უფრო გართულებულია. ამ ქვეყნების ჩამონათვალშია გვინეა, ლიბია, ჩრდილოეთ კლორეა, სომალი, სუდანი, თურქმენეთი, უზბეკეთი, ტიბეტი.
ორგანიზაციის ანგარიშში ჩამოთვლილია ის ქვეყნებიც, სადაც ორგანიზაციის წვერების აზრით, ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ, მდგომარეობა ოდნავ, მაგრამ შედარებით გაუმჯობესებულია. ამ ქვეყნებში მოხვდნენ ბელორუსია, გვინეა, ჩინეთი, კუბა, ლაოსი, საუდის არაბეთი და სირია.
„ფრიდომ ჰაუსის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი პოლა შრაიფერი სამარცხვინოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით, „ცუდზე ცუდ“ ქვეყნებს შორის ის ქვეყნები მოხვდნენ, რომლებიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში არიან გაწევრიანებული. „ჩვენ მოვუწოდებთ გაერო-ს წევრ ქვეყნებს, ზედმიწევნით შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები,“ – აცხადებს პოლა შრაიფერი.
ორგანიზაციის წევრთა აზრით, რუსეთი არათავისუფალ ქვეყანად რჩება. ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ, რუსეთმა ორგანიზაციის ხუთქულიანი შეფასება მიიღო, მაშინ, როცა შეფასების კრიტერიუმი 60 ქულაა. ანგარიშის ავტორები აცხადებენ, რომ ადრე ჩეჩნეთთან დაკავშირებით ანგარიში ცალკე იწერებოდა, ახლა კი ჩეჩნეთი რუსეთთან ერთად შეფასდა.
„ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშის თანახმად, რუსეთის რეიტინგი 2009 წლიდან მნიშვნელოვნად დაეცა, რაც არჩევნებთან დაკავშირებულ უხეშ დარღვევებს, ადამიანების რელიგიური რწმენის გამო დევნას, შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებულ კორუფციასა და პოლიტიკურ ტერორს უკავშირდება. ანგარიშში საუბარია ადამიანის უფლებების დამცველებისა და ჟურნალისტების მკველობებზეც.
„რუსეთი არ შედის დემოკრატიული ქვეყნების სიაში, აქ კორუფციამ უდიდეს მასშტაბებს მიაღწია. რელიგიური თავისუფლება უხეშად იზღუდება, ადგილობროვი ხელისუფლების წარმომადგენლები არატრადიციული რელიგიური მიმდევრების მიმართ სისასტიკეს იჩენენ, რუსეთი ცდილობს სტალინის რეაბილიტაციას, რუსეთში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც უცხო ქვეყნებიდან ფინანსდებიან, საშიშ რისკებზე უწევთ წასვლა. ქვეყანაში ირღვევა შრომის უფლებებიც. თუკი ვინმე რაიმეს გააპროტესტებს აქციის საშუალებით, ხდება მისი დისკრედიტაცია. რუსეთში მყოფი ემიგრანტები და ეთნიკური უმცირესობები დისკრიმინაციას განიცდიან და იჩაგრებიან,“ – ნათქვამია „ფრიდომ ჰაისის“ ბოლო ანგარიშში.
ანგარიშის ავტორების აზრით, რუსეთში კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება ოჯახური ძალადობა. ორგანიზაციის წევრთა თქმით, რუსი სამართალდამცველები არაფერს აკეთებენ ამ პრობლემის გამოსასწორებლად.
ამ ფონზე ამერიკის შეერთებული შტატებმა საქართველოში არსებული ვითარება და რუსეთში დემოკრატიის მდგომარეობა საკუთარი საგარეო პოლიტიკის წარუმატებლობად მიიჩნია. სახელმწიფო დეპარატამენტმა ყოველწლიურ მოხსენებაში ღიად გააკრიტიკა რუსეთში ადამიანის უფლებების გახშირებული დარღვევები.
ამის საპასუხოდ რუსეთი აშშ-საგან „არაკეთილსინდისიერ მეთოდებზე“ უარის თქმას ითხოვს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტრო მსოფლიოში დემოკრატიის მხარდამჭერის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის აღნიშნულ მოხსენებას გამოეხმაურა.
რუსი დიპლომატები ამერიკელ კოლეგებს ადანაშაულებენ, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ორ ქვეყანას შორის დაწყებულ გადატვირთვას ვერ ამჩნევს. აშშ-ს საგარეო უწყებამ 2009 წელს რუსეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ მოხსენება მიმდინარე წლის მაისში გამოაქვეყნა.
რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ საიტზე განთავსებულ ცნობაში რუსეთი ვაშინგტონს ორმაგი სტანდარტების გამოყენებაში და „დარიგებებისა და მორალის სწავლების“ ენით საუბრის მცდელობაში ადანაშაულებს. რუსი დიპლომატები ამერიკელ კოლეგებს ურჩევენ, უფრო არსებითად გაერკვნენ ადამიანის უფლებების დაცვის პრობლემასთან დაკავშირებულ საკითხებში.
ამასთან, მოხსენების ავტორთა აზრით, რუსეთის მთავარობა პრობლემებს უქმნის არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელ პრესის მუშაობას. რუსეთის საგარეო უწყება კი, მიიჩნევს, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებას საფუძვლად უდევს მანკიერი პრინციპი – „ვინც ჩვენთან არ არის, ის დემოკრატი არ არის“.
„ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართულებებს ირჩევენ ამა თუ იმ ქვეყნის ხალხები და არა – აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი. იქმნება შთაბეჭდილება, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებიც მოხსენებაზე მუშაობენ, აშშ-სა და რუსეთს შორის დაწყებული გადატვირთვის პოლიტიკა არ შეხებიათ“, – ნათქვამია ოფიციალური მოსკოვის განცხადებაში.
ამასთან, რუსეთში დემოკრატიასთან დაკავშირებით გამოყენებულია ტრადიციული თეზისები „დემოკრატიის ეროზიის“ შესახებ“.
აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენელთა გარდა, რუსეთში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას აქტიურად აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
„რუსეთში დამკვიდრებულია დაუსჯელობის კულტურა. უფლებათადამცველებს, ოპოზიციონერებს და ჟურნალისტებს კლავენ და, როგორც წესი, დამნაშავეებს ვერ პოულობენ და პასუხიმგებაში არ აძლევენ“, – ნათქვამია სხვადასხვა მოხსენებებში. ასევე, აღნიშნულია, რომ პრეზიდენტ მედვედევის მმართველობას პუტინის მმართველობიდან მიღებული აქვს სახელმწიფო მართვის ყველა ელემენტი.
Freedom House-ისა და Nations in Transit-ის ექსპერტები ასკვნიან, რომ დემოკრატიის გაუარესების თვალსაზრისით ევროპისა და აზიის 29 ქვეყნიდან, ბოლო 10 წლის განმავლობაში ვითარება ყველაზე მეტად რუსეთში გაუარესდა.