ბიძინა ივანიშვილის გუნდში არჩილ კბილაშვილი ჯერ მხოლოდ იურისტად, შემდეგ მისი პარტიის პოლიტიკურ სახედ მოგვევლინა. ადვოკატს პოპულარობა არც მანამდე აკლდა, თუნდაც ბოლოს გახმაურებული ორი ებრაელი ბიზნესმენის, რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის საქმის გამო, რომელიც საერთაშორისო სკანდალად იქცა, მაგრამ მისი პოპულარობა ერთიორად მას მერე გაიზარდა, რაც ,,ქართული ოცნების'' საინიციატივო ჯგუფის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ პოლიტიკაში მხოლოდ ფინანსურად უზრუნველყოფილი და სექსუალურად მომწიფებული ადამიანები უნდა შევიდნენ. ვინ მიიყვანა ივანიშვილთან, რატომ და რამდენი ხნით მიატოვა წარმატებული კარიერა და როგორ ხსნის საკუთარ, ყველასგან განსხვავებულ პოლიტიკურ ხედვებს აქტუალურ საკითხებზე - ,,ვერსიის'' კითხვებს არჩილ კბილაშვილი პასუხობს:
- ჩემი პოლიტიკოსობა ჯერ მხოლოდ ერთიKთვის თემაა. მომავალი გვიჩვენებს, როგორი პოლიტიკოსი ვიქნები. მწამს, ეს დროებითი ნაბიჯია და 4-5 წელზე მეტხანს არ გაგრძელდება. რატომღაც ხალხი მიდის პოლიტიკაში და იქიდან უკან ვეღარ ბრუნდება.
- და რა იცით, თქვენც არ გაგიტკბებათ ხელისუფლებაში ყოფნის 4-5 წელი და სკამებს არ შემორჩებით?
- რა თქმა უნდა, ამის საშიშროება არის, ოღონდ მაშინ მეტია, როცა მოუმზადებელი ადამიანის თავზე ჩამოცვივდება სახელისუფლო ხიბლი. ადამიანი შემდგარი უნდა იყოს, რომ ამ ხიბლმა თვალი არ მოსჭრას, თუმცა დაზღვევა არც ესაა. სამაგიეროდ, ესაა ისტორიულად დადგენილი კრიტერიუმები და მჯერა, რომ ჩვენ შემთხვევაში, ასე არ მოხდება. მე საკმაოდ ძვირადანაზღაურებადი პროფესიაც მაქვს და ადამიანების დახმარებით უდიდეს მორალურ სიამოვნებასაც განვიცდი. არადა, ფაქტობრივად, შეუძლებელია, ადვოკატმა სახელმწიფოს მოუგოს, განსაკუთრებით სისხლის სამართლის საქმეებში, თორემ რძალ-დედამთილის დავაში ისედაც არ ერევიან. სწორედ ეს გახდა ძირითადი მიზეზი ჩემი პოლიტიკაში წასვლისა _ დღეს ბევრი ისეთი რამ ხდება, რაც აკნინებს და შეურაცხყოფს ადვოკატს!
- შეურაცხყოფილი და დაკნინებული იყავით, როცა საადვოკატო საქმიანობას ეწეოდით?
- არა, არ ვიყავი. მე არასდროს მიმიღია მონაწილეობა არც ერთ საპროცესო შეთანხმებაში, თუმცა მქონია სისხლის სამართლის საქმეები, როცა წინასწარ იცი, რომ ყველა კარი დაკეტილი გაქვს. ამ მოცემულობაში მთავარი დამაჯერებლად და ღირსეულად წაგებაა.
- ე.ი. ებრაელი ბიზნესმენების ცნობილი საქმე ,,დამაჯერებლად წააგეთ''?
- მიკიბვ-მოკიბვის გარეშე - ასეა, მაგრამ აქ ჩემი მთავარი დამსახურება ისაა, რომ ეს ორი ადამიანი ციხიდან დაუზიანებელი ფსიქიკით გამოვიდა.
- პოლიტიკაში ფრთიან ფრაზებით მოხვედით, რაც თანაგუნდელებმაც კი გაგიპროტესტეს... ყველა თქვენსავით ფინანსურად უზუნველყოფილი ხომ არ არის... რამდენად გულწრფელი იყო თქვენი განცხადებები?
- არ გეკათებით, ამ შემთხვევაში, მე ჩემს მრწამსზე ვსაუბრობდი. იმედი მაქვს, ადამიანთა იმ ერთობას, რომელიც ივანიშვილის გუნდში გაერთიანდა, ასეთივე მრწამსი აქვს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს თავად ბიძინა ივანიშვილის მაგალითი, რომელიც აცხადებს, რომ პოლიტიკაში მოდის სამი წლით და მერე მიდის.
- არ მიდის, საკუთარი მთავრობის ოპოზიციაში გადადის, როგორც თქვა.
_ ჰო, ანუ ოპოზიაში გადასვლა, პოლიტიკიდან წასვლა...
- ეს ერთი და იგივეა?
- არაა ერთი და იგივე, მაგრამ სხვა გაგებით ვამბობ - ანუ, ივანიშვილს სახელისუფლებო ხიბლში ჩავარდნა არ ემუქრება.
- როგორ მიხვედით ივანიშვილთან ჯერ ადვოკატად და მერე პოლიტიკურ გუნდში?
- დასამალი არაფერი მაქვს: ოქტომბრამდე ივანიშვილს მხოლოდ მითიური ქველმოქმედის სახელით ვიცნობდი. 27 ოქტომბერს ჩემთან მოვიდა ირაკლი ტრიპოლსკი, რომელმაც მითხრა, რომ ჩემი დახმარება სჭირდებათ საადვოკატო საქმიანობის კუთხით და ეს ბატონი ბიძინას აზრი იყო. წინადადება ჩემთვის მისაღები აღმოჩნდა. საინიციატივო ჯგუფის წევრების დასახელებამდე 4-5 დღით ადრე მაცნობეს, რომ ბიძინას ჩემთან შეხვედრა სურდა. შევხვდით და შეთავაზება გამიკეთა. მაშინვე დავთანხმდი, რადგან ამის შესახებ, ინფორმაციის დონეზე, ერთი დღით ადრე გავიგე. ახლა ვარ იქ, სადაც ზოგადად ვთვლიდი, რომ ჯერ ადრე იყო ჩემი მოსვლა.
- ანუ, ივანიშვილი რომ არ გამოჩენილიყო, პოლიტიკაში მოსვლას მაინც აპირებდით, საინტერესოა, რომელი ფრონტიდან?
- მთლად პოლიტიკაში არა. არსებობს სხვა სახელმწიფო თანამდებობები, მაგალითად, მოსამართლეობა. მქონდა ასეთი განზრახვაც, დაახლოებით, 10 წლის შემდეგ, მაგრამ ცხადია, არა დღეს და ამ ვითარებაში, არამედ მხოლოდ თავისუფალი სასამართლოს პირობებში.
- ე.ი. ეგოისტური მიზნები გქონიათ- მოხვიდეთ ხელისუფლებაში, გაათავისუფლოთ სასამართლო და გახდეთ მოსამართლე?
- თუ ამას დავარქმევთ ეგოისტურ ნაბიჯს, მაშინ დიახ, ეგოისტური ნაბიჯი გადავდგი. ის, რაც დღეს სასამართლოში ხდება, პროფესიის დაკნინებაა და აჩლუნგებს პროფესიონალიზმს! ჩემი საადვოკატო საქმიანობა, რაც უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობას, გრძელდება. ცალკე პრობლემაა, რომ სასამართლო საქმის განხილვას აჭიანურებს. საბოლოო ვადა ერთ პროცესს მაისის ბოლოს გადის, ხოლო მეორე, პრეზიდენტის პასუხის ვადა 5 აპრილს იწურება.
- ახლაც გაწყობთ ,,ღირსეული წაგება'', როცა ივანიშვილმა, შესაძლოა, ვერ მიიღოს მოქალაქეობა, ვერ გახდეს პარტიის ლიდერი და დაგვიანდეს კოალიციისთვის დასრულებული ფორმის მიცემა?
- ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, მიმაჩნია, რომ სასამართლო ივანიშვილს მოქალაქეობას არ მიანიჭებს. ხელისუფლებას მისთვის მოქალაქეობა იმიტომ არ ჩამოურთმევია, რომ მერე ვიღაც მოსამართლეს მიენიჭებინა. სიტყვა ,,ვიღაც'' კი დღევანდელი რეალობის გამო ვთქვი. ისე, იქნებ, უკეთესიც იყოს, რომ ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა არ მიენიჭოს. მოქალაქეობისგან, რეალურად, რას მოველით, სიის პირველნომრობას, ხომ? მაგრამ თუ სიაში პირველი ნომერი არ იქნება, ეს მის გუნდს რას დააკლებს? გაცხადებულია, რომ ეს მისი კოალიციაა და ივანიშვილია ლიდერი. არ ვამბობ, რომ ეს არაა მნიშვნელოვანი, მაგრამ არაა ტრაგედია! ხალხს შეიძლება განვუმარტოთ, რატომ მოხდა ასე და პლუს, აქედან სარგებელი მივიღოთ.
- წამებულის გვირგვინი?
- აქ დაბადებულ ქველმოქმედს ხელისუფლება მოქალაქეობაზე უარს რომ ეუბნება, ამის ერთადერთი საფუძველი რჩება _ ე.ი. მისი ეშინიათ და ეს მნიშვნელოვანი იარაღია, თუნდაც საარჩევნო მიზნებისთვის.
- კოალიციაში ამბობენ, რომ თქვენი ფრაზების გამო, ყველგან პოპულარული ხართ, რეგიონებში გასვლისას ეს ძალიან წაგეხმარებათ...
- საერთოდ, რა მოთხოვნაც იქნება ჩემზე, იმის მიხედვით მექნება აქტივობა. ვიყავი მარნეულში, ლენტეხში. იცით, პოპულარობას არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მთავარია, რაც იმ გამოსვლისას ვთქვი, ჩემი გულახდილი, ხმამაღალი აზრი იყო. მერე რეაქციასაც გადავხედე და მივხვდი, რომ ის ორფეროვანია - თეთრი და შავი. შავი იმათგან, ვინც ჩემი თავი კრიტიკის სუბიექტად ჩათვალა. თეთრი კი ბევრი უცნობი ადამიანისგან, რომელიც დღესაც მეუბნება, რომ სწორი შენიშვნა იყო.
- გაწუხებთ ეს თემა, ბატონო არჩილ, იმ განცხადების მერე, სულ ახსნას ცდილობთ, სინამდვილეში, რა იგულისხმეთ?
- არ მაწუხებს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამოცანა, რომელიც ჩვენმა ძალამ უნდა განახორციელოს, პოლიტიკაში ე.წ. ოქროს თაობების შემოყვანაა, 45 წელს ზევით ადამიანების ჩართულობას ვგულისხმობ.
- თქვენ რამდენი წლის ხართ, ახლა იტყვიან, ქონებრივი და სექსოლოგიური ბარიერები არ ეყო, ასაკობრივ ცენზსაც აწესებსო.
- არ ვიცი, რას დამაბრალებენ. მე 40 წლის ვარ.
- თქვენივე ჩარჩოში ვერ ჯდებით?
- შეიძლება ასეც ითქვას, რომ ეს ნაბიჯი ცოტა ნაადრევიცაა, მაგრამ მაქვს მოთხოვნა, რომ ასაკითა და გამოცდილებით, ასეთი ძვირფასი თაობების პოლიტიკაში ჩართვა მოხდეს. გაიმარჯვებს ის ძალა, ვინც შეძლებს უფროს თაობასთან ურთიერთობას! ჩვენმა გუნდმა ხალხის შერჩევისას აქცენტი პროფესიონალიზმზე გააკეთა. იქ ბევრი ადამიანი საინიციატივო ჯგუფიდან გავიცანი, მაგრამ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. ახლა ფორსმაჟორში ვურთიერთობთ. გამოდის, სულ ,,ავარიული გასასვლელის'' ძებნა გვიწევს და ეს ძალიან აახლოებს.
- კონკრეტულად, რას ჰპირდება გაპოლიტიკოსებული ადვოკატი არჩილ კბილაშვილი ამომრჩეველს, პროგრამა მაქსიმუმი ისევ ,,ღირსეული დამარცხება'' რომ არ იყოს?
- პირველ რიგში, ზოგადად, პოლიტიკური მესიჯი იქნება თავისუფლების აღდგენა, გლობალური გაგებით. მეორე - ღირსება, რაც დღეს აბუჩადაა აგდებული და ადამიანისადმი დამოკიდებულება ისეთივეა, როგორიც ,,მაკდონალდსის'' პროდუქტისადმი და ასევე, ყოფითი მდგომარეობის გაუმჯობესება - ანუ ადამიანებმა საკუთარი შრომითი ენერგია ქვეყანაში ისე დახარჯონ, რომ თავი ირჩინონ. ახლა ერთ სტატისტიკას მოვიყვან _ დღეს 24 00 პატიმარია, ოფიციალურად და ასეულ ათასს აღემატება მათი რიცხვი, ვისაც პირობითი მსჯავრი აქვს. ადვოკატთა კორპუსი კი, დაახლოებით, 5 000-კაციანია. მარტივი დათვლაა _ თითოეულ პატიმარს, საშუალოდ, 1000 ლარი რომ უანგარიშო ადვოკატის მომსახურებაზე, ესაა 24 მილიონი ლარი წელიწადში, პლუს პირობითის მქონე ხალხი და 100 მილიონზე ავდივართ. გადაანაწილეთ ეს 5 000 კაცზე და წარმოიდგინეთ, როგორ იცხოვრება ეს 5 000 ადამიანი საქართველოში? ამ დროს ადვოკატს 1000 კი არა, 100 ლარის ფასი არა აქვს, რადგან პატიმარს, რეალურად, ვერაფერს უკეთებს და მის ჯიბეში წასასვლელი ფული ბიუჯეტში მიდის, საპროცესო გარიგებებით. ჰოდა, ის გზა რომ კეთდება, ადვოკატის ფულით კეთდება. აბა, ჩვენ მსახიობები ხომ არ ვართ, პერფორმანსისთვის ტაში დაგვიკრან? კლიენტს შედეგი აინტერესებს!
- შედეგს ახლავე გეტყვით - ადვოკატების უმეტესობა პოლიტანგაჟირებულია, გვყავს 100-ზე მეტი დაჭერილი ადვოკატი, გვახსოვს ლეიბების აქცია, შიმშილობა პარლამენტის წინ და ა.შ., სადაც თქვენ არასდროს მინახიხართ.
- როცა ადვოკატისთვის ყველა კარი დაკეტილია, ამ დროს უკვე ბუნებრივი რელსებიდან აცდენილი ხარ და აქ უკვე ვერავის განსჯი. მართალი ხართ, იმ აქციებზე მე არ ვყოფილვარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინც იქ იყო, უნდა დავგმოთ და გავამტყუნოთ. უბრალოდ, ჩემთვის იმ ფორმით პროტესტის გამოვლინება მიუღებელი იყო.
- თუ ქუჩის აქციების საჭიროება დადგა, ბიძინა ივანიშვილსაც არ წაყვებით ქუჩის ბრძოლაში?
- თუ იმ დროს, იმ ვითარებაში აქციების გზა იქნება საუკეთესო გამოსავალი, რა თქმა უნდა, მე ამ ბრძოლაში ვიქნები. ვიქნები ყველა ბრძოლაში, რომელიც არ დაარღვევს კანონს და იქნება ზნეობრივი.
- გამახსენდა, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდში არჩილ კბილაშვილი ჯერ მხოლოდ იურისტად, შემდეგ მისი პარტიის პოლიტიკურ სახედ მოგვევლინა. ადვოკატს პოპულარობა არც მანამდე აკლდა, თუნდაც ბოლოს გახმაურებული ორი ებრაელი ბიზნესმენის, რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის საქმის გამო, რომელიც საერთაშორისო სკანდალად იქცა, მაგრამ მისი პოპულარობა ერთიორად მას მერე გაიზარდა, რაც ,,ქართული ოცნების'' საინიციატივო ჯგუფის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ პოლიტიკაში მხოლოდ ფინანსურად უზრუნველყოფილი და სექსუალურად მომწიფებული ადამიანები უნდა შევიდნენ. ვინ მიიყვანა ივანიშვილთან, რატომ და რამდენი ხნით მიატოვა წარმატებული კარიერა და როგორ ხსნის საკუთარ, ყველასგან განსხვავებულ პოლიტიკურ ხედვებს აქტუალურ საკითხებზე - ,,ვერსიის'' კითხვებს არჩილ კბილაშვილი პასუხობს:

- გამახსენდა, რომ ის 12 500 ლარი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი საადვოკატო მომსახურებისთვის გიხდით და კონტროლის პალატის სიაში მოხვდა, გეცოტავებათ...
- ეს 12 500 ლარი იანვარ-თებერვლის ანაზღაურებაა, აქედან 2 500 ლარი საშემოსავლო გადასახადია. ასე რომ, სუფთად აღებულია, თვეში 5 000 ლარი. ეს ისე, ფაქტის კონსტატაციისთვის. ოღონდ, ეს ფული ავიღე საადვოკატო მომსახურებაში და არა პარტიის წევრობაში. ივანიშვილთან საადვოკატო მომსახურებისთვის ხელშეკრულება 1 იანვარს დაიდო და ის ექვსთვიანია. ახლა აგიხსნით, რატომაა ეს თანხა ცოტა - ახლა, როგორც ბიზნესადვოკატი, ბიზნესწრეებისთვის მიუღებელი ვარ, რადგან პოლიტიკოსი კბილაშვილის დაქირავება გარანტირებულ დამარცხებას ნიშნავს. ანუ ჩემი შემოსავალი ლიმიტირდება ამ 5 000 ლარით და მინდა გითხრათ, რომ წინა წლებში გაცილებით დიდი შემოსავალი მქონდა - 200 000 ლარზე ნაკლები არასდროს. გასულ წელს ჩემი შემოსავალი იყო 253 000 ლარი, ახლა _ 60 000 ლარი გამომდის. ანუ, ის განცხადება, რაც გავაკეთე, ასევე გულახდილი და სწორია.
- ეს მესიჯი ხომ არაა, ბატონო ბიძინა, სააკაშვილის რეჟიმში, ჩემი შრომით ამდენი მქონდა და ახლა ამდენი მაქვსო?
- არსებულ პრობლემურ რეჟიმში არ გამიჭირდებოდა თავის შენახვა, ეს ფაქტია, მაგრამ მე გავაკეთე არჩევანი და მიზნისკენ მივდივარ.
- დაბოლოს, კონტროლის პალატის ,,თავდასხმებზე'' ივანიშვილის გუნდი ადეკვატურ პასუხს გვპირდება. იქნებ, თქვენ დამიკონკრეტოთ, მაინც რას აპირებთ, როცა ივანიშვილის ზარალი უკვე თითქმის 3 მილიონია?
- ვთქვათ, სამი მილიონია და ეს ფული გვიღირდა თუ არა რეკლამად, რასაც ხელისუფლება გვიკეთებს, რაც ამავე დროს, მათივე ანტირეკლამაა? მიმაჩნია, რომ ეს სამი მილიონი ამად ღირს და იგივე აზრისაა ბიძინაც! ახლა ამის გამო, რასაც აკეთებენ, ქუჩაში ბარიკადებს არ მოვაწყობთ და ცეცხლიან მოლოტოვის კოქტეილებს არ ვისვრით. მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა იმის, რასაც ვაკეთებ. ის 12 500 ლარი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი საადვოკატო მომსახურებისთვის გიხდით და კონტროლის პალატის სიაში მოხვდა, გეცოტავებათ...
- ეს 12 500 ლარი იანვარ-თებერვლის ანაზღაურებაა, აქედან 2 500 ლარი საშემოსავლო გადასახადია. ასე რომ, სუფთად აღებულია, თვეში 5 000 ლარი. ეს ისე, ფაქტის კონსტატაციისთვის. ოღონდ, ეს ფული ავიღე საადვოკატო მომსახურებაში და არა პარტიის წევრობაში. ივანიშვილთან საადვოკატო მომსახურებისთვის ხელშეკრულება 1 იანვარს დაიდო და ის ექვსთვიანია. ახლა აგიხსნით, რატომაა ეს თანხა ცოტა - ახლა, როგორც ბიზნესადვოკატი, ბიზნესწრეებისთვის მიუღებელი ვარ, რადგან პოლიტიკოსი კბილაშვილის დაქირავება გარანტირებულ დამარცხებას ნიშნავს. ანუ ჩემი შემოსავალი ლიმიტირდება ამ 5 000 ლარით და მინდა გითხრათ, რომ წინა წლებში გაცილებით დიდი შემოსავალი მქონდა - 200 000 ლარზე ნაკლები არასდროს. გასულ წელს ჩემი შემოსავალი იყო 253 000 ლარი, ახლა _ 60 000 ლარი გამომდის. ანუ, ის განცხადება, რაც გავაკეთე, ასევე გულახდილი და სწორია.
- ეს მესიჯი ხომ არაა, ბატონო ბიძინა, სააკაშვილის რეჟიმში, ჩემი შრომით ამდენი მქონდა და ახლა ამდენი მაქვსო?
- არსებულ პრობლემურ რეჟიმში არ გამიჭირდებოდა თავის შენახვა, ეს ფაქტია, მაგრამ მე გავაკეთე არჩევანი და მიზნისკენ მივდივარ.
- დაბოლოს, კონტროლის პალატის ,,თავდასხმებზე'' ივანიშვილის გუნდი ადეკვატურ პასუხს გვპირდება. იქნებ, თქვენ დამიკონკრეტოთ, მაინც რას აპირებთ, როცა ივანიშვილის ზარალი უკვე თითქმის 3 მილიონია?
- ვთქვათ, სამი მილიონია და ეს ფული გვიღირდა თუ არა რეკლამად, რასაც ხელისუფლება გვიკეთებს, რაც ამავე დროს, მათივე ანტირეკლამაა? მიმაჩნია, რომ ეს სამი მილიონი ამად ღირს და იგივე აზრისაა ბიძინაც! ახლა ამის გამო, რასაც აკეთებენ, ქუჩაში ბარიკადებს არ მოვაწყობთ და ცეცხლიან მოლოტოვის კოქტეილებს არ ვისვრით. მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა იმის, რასაც ვაკეთებ.