"ძალიან მენიშნა გია ნოდიას კომენტარი, რომელმაც ამდენი ხნის შემდეგ ძლივს ამოთქვა, რომ მოქალაქეობის ჩამორთმევა იყო ხელისუფლების მხრიდან დიდი შეცდომა"

"პირდაპირ გეტყვით, ჩვენ არ გვქონია შესაძლებლობა ასე ხმამაღლა და ასე წარმატებით გვემუშავა დასავლეთთან. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ელჩის პოზიცია და დამოკიდებულება - ამერიკის დღევანდელი ელჩი ერთ-ერთი საუკეთესოა, ვინც კი საქართველოში ყოფილა. ჩვენ ყველა ფაქტორის ერთობლიობა გვაქვს და ამას დამატებული ხელისუფლების რეალური ალტერნატივის შექმნა ქვეყანაში - ამ კომპონენტების ერთობლიობამ მოგვცა ის, რომ ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ მომავალს. საქართველოში 2008 წლის 6 იანვარი აღარ განმეორდება, რაშიც საზოგადოება ყოველდღიურად რწმუნდება", - აცხადებს თინა ხიდაშელი გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "2008 წლის 6 იანვარი საქართველოში აღარ განმეორდება ..." / ბიძინა ივანიშვილი რომ იყოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ამას არ სჭირდება დრეს მისი საქართველოს მოქალაქეობა, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, მოქალაქეობას მიიღებს..."

"მე არასდროს მაქვს "ენდიაის" კვლევებზე ინფორმაცია, რადგან ჩემთვის მიუღებელია კვლევების ის სისტემა, რომელიც "ენდიაიმ" შემოგვთავაზა წლების წინათ. ამიტომ ყოველ წელს მათ კვლევებს ვემიჯნები და არ ვსაუბრობ მათ შედეგებზე. როცა წარმოდგენა არ გაქვს, როგორ ითვლება პროცენტები, თავად ორგანიზაცია არ გაძლევს სრულ სურათს, შეუძლებელია მათ კვლევებზე სერიოზული კომენტარი გააკეთო. მერე იმიტომა, რომ სპეკულაციის საგანი ხდება და გაუგებრობას იწვევს მათი კვლევის შედეგები. რაც შეეხება კახა კუკავას განცხადებას, რომ "ენდიაი" თეთრი სახლის მიერ ფინანსდება და გარკვეულწილად თეთრი სახლის განწყობას გამოხატავს, ეს არის ტყუილი, რადგან "ენდიაის" კვლევებს შვედეთის მთავრობა აფინანსებს. გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს რეალობაა. მეც მაინტერესებდა, ვინ აფინანსებდა "ენდიაის" და გავარკვიე. კუკავას თუ რეალურად აინტერესებს "ენდიაი", ისიც მარტივად გაარკვევდა, რადგან ეს არ არის გასაიდუმლოებული ინფორმაცია",- აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თინა ხიდაშელი.

"ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით ჩვენ ყველა ვარიანტისთვის მზად ვართ. როცა ხელისუფლებაში გყავს ექსცენტრიკული და მშიშარა ადამიანი, არაფერია გამორიცხული. მე ზუსტად ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილი იქნება საარჩევნო სიის პირველი ნომერი. შესამაბისად, ის იქნება საქართველოს მოქალაქე. თუ მოხდა სასწაული და სააკაშვილმა გაუძლო იმ ზეწოლას, რომლის ქვეშაც ის არის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასე ქვეყნის გარეთ, ჩემი დამოკიდებულების მიუხედავად, თავად "ენდიაის" კვლევამაც ხომ აჩვენა, რომ რომ მოსახლეობის 70%ც ამას ითხოვს. ასევე ძალიან მენიშნა გია ნოდიას კომენტარი, რომელმაც ამდენი ხნის შემდეგ ძლივს ამოთქვა, რომ მოქალაქეობის ჩამორთმევა იყო ხელისუფლების მხრიდან დიდი შეცდომა, ხელისუფლების წარმომადგენლებიც ამაზე ალაპარაკდნენ. ამიტომ მაქვს განცდა, რომ ძალიან სწრაფად ივანიშვილს მოქალაქეობა მიენიჭება. ასე თუ ისე, ეს საკითხი ვერაფრით შეაყოვნებს იმ გეგმის განხორციელებას, რომელიც ჩვენ გვაქვს. კერძოდ, ბიძინა ივანიშვილი რომ იყოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ამას არ სჭირდება დღს მისი საქართველოს მოქალაქეობა, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, მოქალაქეობას მიიღებს, რადგან ძალიან მაღალია ზეწოლა დასავლეთიდან", - განაგრძობს რესპონდენტი.

"როცა ამერიკიდან ჩამოვედი, პირადად თქვენ მოგეცით ინტერვიუ და მოგიყევით კონგრესში, სენატში სააკაშვილის შეხვედრების შესახებ, სადაც მას პირდაპირ ეუბნებოდნენ, რატომ არ აქვს ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა. ხელისუფლებამ უარყო და თქვა, რომ ჩვენ რაღაცას ვიგონებდით, თუმცა ორი დღის წინ სენატორმა კადინმა ეს დაადასტურა. მან თქვა, რომ ის შეხვდა სააკაშვილს და მას პირდაპირ ჰკითხეს: რატომ ხდება, რომ ხელოვნური ბარიერები ექმნებათ ადამიანებს, ვისაც აქვს სურვილი არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ვგეგმავთ ბევრ საინტერესო შეხვედრას, პირადად მივფრინავ ვაშინგტონში, თუმცა დეტალებს არ ვიტყვი, არ მინდა სააკაშვილსა და ვანო მერაბიშვილს ანგარიშები ჩავაბარო. აპრილში ასევე მივდივარ სტრასბურგში, მაგრამ ვაშინგტონში ერთგვარი გაგრძელება იქნება დეკემბერ-იანვრის ვიზიტისა", - დასძენს თინა ხიდაშელი და შეკითხვას - "რესპუბლიკელებსა და მურმან დუმბაძეს შორის კონფლიქტი ამოწურულია? თქვენ არ გქონდათ პრობლემა მის გაწევრიანებაზე?" - პასუხობს:

"ჩვენ კონფლიქტი არ გვქონია- მურმან დუმბაძე გავრიცხეთ "რესპუბლიკური პარტიიდან" ყოველგვარი კონფლიქტისა და ინციდენტების გარეშე. კოალიციაში გაწევრიანება რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის, ერთი კონკრეტული პარტიის გადასაწყვეტი არ არის. ვინ შემოუერთდება კოალიციას და ვინ არა - ამაზე კოალიცია ერთობლივ გადაწყვეტილებას ირებს. როდესაც მურმან დუმბაძესტან შეხვედრა დაიგეგმა, რა ტქმა უნდა, ჩვენ ვიცოდით ამის შესახებ და ეს მოხდა ჩვენტან კონსულტაციით და ჩვენი ტანამონაწილეობით. ცხადია, ჩვენ მის წინააღმდეგ არ წავსულვართ"