ტურისტული სეზონის ჩავარდნის გამო ქობულეთში 271 ოჯახს ბანკები სახლ-კარს აუქციონზე უყიდის

ტურისტული სეზონის ჩავარდნის გამო ქობულეთში 271 ოჯახს ბანკები სახლ-კარს აუქციონზე უყიდის

"ქობულეთში მიმდინარე კვირას განვითარებულმა მოვლენებმა ბიძინა ივანიშვილის კოალიციის ოფისის უფუნქციობისა და მის ხელმძღვანელთან დაკავშირებული უსიამოვნო ხმებიც კი გადაფარა - საქმე ის გახლავთ, რომ მუნიციპალიტეტში მოსახლეობის მასობრივი გამოსახლების პროცესი იწყება - კერძო ბანკები და საკრედიტო კავშირები დაკრედიტებული საცხოვრებელი სახლების აუქციონის გზით გასხვისებას იწყებენ. ქობულეთში 2011 წლის ტურისტული სეზონის ჩავარდნისა და თანხის დროულად გადაუხდელობის შედეგად, ორგანიზაციებმა სესხის პროცენტი გაზარდეს, დღეს კი გამოსახლების წინაშე ათობით ოჯახი დგას. ზოგიერთი ფეშენებელური სახლი უკვე გაყიდულია, ნაწილი აუქციონზე გატანილი, ნაწილიც გასახლების მოლოდინშია", - წერს გაზეთი "ვერსია" სტატიაში სათაუროთ ქობულეთში 271 ოჯახს ბანკები სახლ-კარს აუქციონზე უყიდის / ტურისტული სეზონის ჩავარდნის გამო დაზარალებულები დახმარებას პრეზიდენტს სთხოვენ.

"ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი განუზომლად დიდია. ხალხის მოთხოვნა კი ისაა, რომ სახელმწიფო კერძო საფინანსო ორგანიზაციების გარანტი გახდეს და დადგინდეს თანხის გადახდის გრაფიკიც, მოხდეს პროცენტის მხარეებისთვის ოპტიმალური ზღვარის დადგენა და გაჩნდეს შესაძლებლობა მამაპაპისეულ საკუთრებაში დარჩენისა. ქალაქში გასახლებისა და ღია ცის ქვეშ დარჩენის საფრთხე 271 ოჯახს ემუქრება, რასაც "ვერსიასთან" საუბარში "ქობულეთის კურორტების ასოციაციის" დირექტორის მოადგილე თამაზ გოგიბერიძეც ადასტურებს. მისი თქმით, ახლა პრობლემას დამალვა კინ არა, მოგვარება სჭირდება. მისახლეონბა აცხადებს, რომ რომ საფინანსო ორგანიზაციებიდან სესხი კერძო ბიზნესისა და ტურიზმის სექტორის განვითარების მიზნით 2006-2008 წლებში აიღეს. ხელშეკრულებით მხარეთა პირობები გულისხმობდა გრძელვადიან ურთიერთობას, თუმცა კერძო ბანკებმა და საფინანსო ორგანიზაციებმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ, მათთვის საზიანო პირობები ისე აამოქმედეს, რომ ყველა კრედიტორი ფაქტის წინაშე აღმოჩნდა. ბანკებნა დაარღვიეს ხელშეკრულების ერთ-ერთი მტავრი პირობა, რომლის ძალიტაც, ფორსმაჟორული სიტუაცია არ ამძიმებდა მხარეებს. დღეს კი, არსებული ინფორმაციიტ, მკვიდრი ქობულეთელების კარმიდამოებს, აუქციონის წესით თურქეთის, სო,ხეთისა და ჩინეთის მოქალაქეები ეუფლებიან", - აღნიშნავს გამოცემა.

"მუნიციპალიტეტში მოსახლეობა მასობრივი გამოსახლების დაწყების წინ საპროტესტო აქციებით იმუქრება. პირველი ასეთი გამოსვლა 26 მარტსაც შედგა, როცა პოლიციის თანამშრომლები აღმაშენებლის 464-ში მდებარე გიორგი ტაკიძის ოჯახის გამოსახლება სცადა. მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო გამოსახლება გადაიდო, თუმცა მხოლოდ გარკვეული დროით. ოჯახის დიასახლისი მედეა ტაკიძე აცხადებს, რომ 60 000-ლარიანი სესხი შპს "ეი-ეფ-ჯი"-დან გამოიტანა, ქობულეთში 2011 წლის ტურისტული სეზონის ჩავარდნის და თანხის დროულად გადაუხდელობის შედეგად კი პროცენტი გაიზარდა. "ჯერ წელიც არ არის გასული. სულ 4-წლიანი კონტრაქტი იყო, ბანკმა 3 თვის სახლი გაგვიყიდა, როცა ნახევარი წლის პროცენტი შეტანილი გვქონდა, ძალიან ცუდი სიტუაციაა და ძალიან დაჩაგრულები ვართ, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ და ბანკს თავს არ დავაჩაგვრინებთ", - განაცხადა ტაკიძემ. აქციაზე სხვა დაზარალებულები ქობულეთელებიც იმყოფებოდნენ", - განაგრძობს გამოცემა.

"აუცილებელია ვალების გადავადება. ეს ჩემი პრობლემაცაა. ჩამოვიდეს პრეზიდენტი, სადგურიდან ჩოლოქამდე ნებისმიერი ოჯახის კარი შემოაღოს და ნახოს, თუ რა დრეშია მოსახლეობა. თავის დროზე, ისეთი რეკლამა ჰქონდათ, ხალხს მოუწოდებდნენ ბანკებიდან სესხი გამოეტანათ და კერძო ბიზნესი განავითარეთო. ხალხმაც საიმედო პარტნიორად ბანკი მიიჩნია და სესხი გაოიტანა. თუმცა, ახლა ნახეთ თუ რა დღეშია...", - აცხადებს ნარგიზ დოლიძე. ხალხის თქმით, კერძო საფინანსო ორგანიზაციები იმასაც კადრულობენ, რომ ხდება ვალის გადაცემა სხვა საფინანსო ორგანიზაციებზე, რომლებიც მოქალაქეების მიმართ განსაკუთრებული სიხისტით მოქმედებენ. ადგილობრივები სამართლებრივი სუბიექტის ასეთ მონაცვლეობას ახსნას ვერ უძებნიან ტაკიძეების გამოსახლებისას ადგილზე მობილიზებული იყო ძალოვანის სტრუქტურები და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. აქციას დილიდანვე შემოუერთდა ქდმ-ს ქობულეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამაზ ბაკურიძეც. მოთხოვნის მიუხედავად, ხალხთან არ მივიდა გამგეობის არც ერთი წარმომადგენელი. ადგილზე იმყოფებოდა შპს "ეი-ეფ-ჯის" ხელმძღვანელი შოთა კოხრეიძეც, რომელიც მოგვიანებით პოლიციის მანქანაში ჩაჯდა და წვიდა. მოსახლეობა მას დაჟინებით ტხოვდა, გადმოსულიყო მანქანიდან, თუმცა კოხრეიძეს კომენტარი არ გაუკეთებია. დაზარალებულები ამბობენ, რომ სწორედ კოხრეიძე ჰყიდის სახლებს დაჩქარებული წესით, მისი ახლო მეგობარი თამარ შედანია კი აუქციონის გზით ყიდულობს. ამ ინფორმაცია ფლობს, თუმცა ვერ ადასტურებს თამაზ ბაკურიძეც, - დასძენს გამოცემა.

"ბაკურიძე აცხადებს, რომ სახელმწიფომ დაუყოვნებლივ თავის ტავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რატა თავად გასცეს იაფი კრედიტი და ყველა ასეთ მდგომარეობაში მყოფ იჯას ცალი დადაუვადოს. ეს ხალხი უნდა გადარჩეს და საშუალება მიეცეს, განავითარონ კერძო ტიპის სასტუმროები. ბაკურიძე პრობლემის შესახებ დოკუმენტურ ინფორმაციას საპარლამენტი ფრაქციასაც მიაწვდის. მისი ცნობით, ამჟამადაუქციონი ემუქრება განსაკუთრებით იმ სახლებს, რომელთა მესაკუთრეებმაც სესხი 2011-2012 წლებში აიღეს - ბაკურიძე ვერ ხსნის, რატომ არღვევენ საფინანსო სუბიექტები ხელშეკრულებებს და რატო, დუმს მტავრობა მოსახლეობის დახმარების სურვილში... ქობულეთელები დახმარებას პრეზიდენტს სთხოვენ - ახლა მათი მთავარი საკითხია გრძელვადიანი და იაფი სესხის აღება. 3000-მდე ხელმოწერა უკვე შეგროვებულია, რომელიც ვარშალომიძესა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას გაეგზავნება" - წერს სტატიის ავტორი.