რკინიგზის შემოვლითი გზა თბილისში კომპანია „საქკაბელის“ კაბელით დაკომპლექტდება.

რკინიგზის შემოვლითი გზა თბილისში კომპანია „საქკაბელის“ კაბელით დაკომპლექტდება.

2013 წლის ბოლომდე  რკინიგზის შემოვლითი გზა თბილისში კომპანია „საქკაბელის“  კაბელით დაკომპლექტდება.  მნიშვნელოვანია, რომ 2011 ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური წელი იყო, საქართველოს რკინიგზა დამოკიდებული იყო სპეციფიკურ კაბელზე, რომელსაც ევროპაში მხოლოდ ერთი ქარხანა და ისიც რუსული ქარხანა უშვებდა. ამის გამო საქართველოს რკინიგზას მუდმივად ექმნებოდა პრობლემები - ხდებოდა დაგვიანებები და ხშირად რკინიგზა გაჩერების საფრთხის წინ იდგა. საქკაბელში შეიქმნა ამ კაბელის ანალოგი და მოხდა რუსული პროდუქციის სრული ჩანაცვლება და რკინიგზა აღარ არის რუსულ ქარხანაზე დამოკიდებული.

საქართველოში ნელ-ნელა დავიწყებას ეძლევა ძველი სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ მხოლოდ უცხოური ნაწარმია კარგი. ჩვენს თვალწინ ხდება ამ სტერეოტიპების მსხვრევა და ქართული ბრენდები მძლავრად იმკვიდრებენ ადგილს ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე. მათ შორის თვალსაჩინო ადგილი უკავია საქკაბელს.

აკაკი საღირაშვილითბილისირკინიგზის ინფრასტრუქტურის წარმომადგენელი.

„რკინიგზის მიერ დაგეგმილ დიდი პროექტებს განხორციელებაში უდიდესი ადგილი უკავია საიმედო კონტრაქტორებს. საქკაბელმა ჩაანაცვლა რუსი პარტნიორები. რკინიგზის დაკვეთით კომპანია „საქკაბელმა“  დაამზადა საკონტაქტო ქსელის სადენები, რომელიც მანამდე მხოლოდ რუსეთში იწარმოებოდა. კერძოდ, განხორციელდა საქართველოს რკინიგზისთვის სასიცოცხლო და უცილებელი სპეციფიკური კაბელების წარმოება. გვეამაყება, რომ საქკაბელის ხარისხი სრულად პასუხობს იმ სტანდარტებს, რომელსაც თანამედროვე რკინიგზა უნდა პასუხობდეს, საქკაბელი არის ყოველმხრივ საიმედო პარტნიორი”.