რომელი ჩინოვნიკის ბიზნეს-ინტერესებს ეწირებიან სახელოვნებო სასწავლებლები

რომელი ჩინოვნიკის ბიზნეს-ინტერესებს ეწირებიან სახელოვნებო სასწავლებლები

სამხატვრო აკადემია, თეატრალური უნივერსიტეტი და კონსერვატორია შესაძლოა, გაერთიანდეს, ერთ სასწავლო ცენტრად გადაიქცეს და ქალაქგარეთ, დიდ, ფეშენებელურ და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ შენობაში განთავსდეს. ამ პროექტის განსახორციელებლად საჭირო ფინანსებიც გამოიძებნება და პირველად საქართველოში შეიქმნება საერთაშორისო დონის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი, სადაც ახალგაზრდა ნიჭიერი თაობა თავის შემოქმედებით უნარს ფართოდ გაშლის და მსოფლიოს გააოცებს. ყველაფერი ეს “ვარდების რევოლუციის” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა და მონაპოვარი იქნება. საქართველოში, გამოცდილების გასაზიარებლად, ცივილური მსოფლიოს ყველა კუთხე-კუნჭულიდან ჩამოვლენ და, ნანახით გაოცებულნი, დითირამბებს მიუძღვნიან “ვარდოსნებს”, მაგრამ ესეც “ვარდოსნების” იგავმიუწვდომელი რეფორმაა. ყოველ შემთხვევაში, საქმეში ჩახედულთა უმეტესობა დარწმუნებია, რომ ზემოხსენებული სასწავლებლების გაერთიანება “დიად” კი არა, ხელისუფლებასთან დაახლოებული ცალკეული სუბიექტების ბიზნეს-ინეტერესებს ემსახურება. სამხატვრო აკადემიის, თეატრალური უნივერსიტეტისა და კონსერვატორის რექტორები კომენტარისაგან ჯერ თავს იკავებენ, უფრო სწორად, გასაგები მიზეზების(?!) გამო, პრესას თავს არიდებენ და მოკლე პასუხით იფარგლებიან, კულტურის სამინისტროდან ოფიციალურ წერილს ველითო, თუმცა არ იციან, კონკრეტულად, რა შინაარსის წერილს მიიღებენ კულტურის სამინისტროდან. 

სამაგიეროდ, ზუსტად იციან, რომ სახელოვნებო სასწავლებლების რეორგანიზაცია აუცილებლად მოხდება, რათა აკადემიის, კონსერვატორიისა და თეატრალური უნივერსიტეტის, ასე ვთქვათ, არსებობა კანონთან შესაბამისობაში მოვიდეს... მოკლედ, კულტურის სამინისტროდან ოფიციალური წერილი იგვიანებს. თუ კულტურის მინისტრისთვის ჩვეული “სიურპრიზებით” ვიხელმძღვანელბთ - ღობერტ სტრურუას სკანდალური განთავისუფლება, აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა - მაშინ გასაკვირი არ იქნება, ნიკოლოზ რურუამ რექტორებს რომ შეუთვალოს, შენობები დაცალეთო.

აკადემიის, კონსერვატორიისა და თეატრალურის გაერთიანებაზე ხმა პირველად ორი წლის წინ გავრცელდა და მალევე მიჩუმდა. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ მაშინ ნიადაგი მოსინჯა და გადწყვიტა, შესაფერის დროს დალოდებოდა. შესაფერისი დრო კი, გია ბუღაძის რექტორობის ვადის გასვლა აღმოჩნდა - სამხატვრო აკადემიამ ახალი რექტორი აირჩია, მაგრამ ნინო ღაღანიძე კულტურის სამინისტრომ რექტორად არ სცნო და ამერიკიდან ვინმე ქალბატონი პოპიაშვილი ჩამოიყვანა. როგორც ამბობენ, ამ ქალბატონს თბილისის აკადემია არ აქვს დამთავრებული, მაგრამ სამხატვრო გალერეების მენეჯმენტში ერკვევა. მოკლედ, ასეთია ქართული დემოკრატია... სამხატვრო აკადემიის პროფესორი, ხელოვნებათმცოდნე და კულტუროლოგი ლიანა ანთელავაამბობსრომ აკადემიის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას - შესაძლოა, შენობა დაატოვებინონ და რიგი პროფესორ-მასწავლებლები დაითხოვონ...

ქალბატონო ლიანაამბობენაკადემიაში სასწავლო პროცესი ძალიან ცუდად მიდისლექციები ცდება,აღარ არიან კვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლებიოიმასაც ამბობენმხატვრობა საერთოდაღარაა საჭირო და აღარც მხატვრები არიანოთუმცა ეს საკითხი მსოფლიო ხელოვნების პრობლემაა.მოკლედსინამდვილეში რა ხდება სამხატვრო აკადემიაში?
- დიდი მადლობა, რომ მწვავე შეკითხვით დაიწყეთ. სწორედ ამ თემაზე მინდა ვილაპარაკო. მართალია, პრესაში წერენ, აკადემიში სასწავლო პროცესი ჩაშლილია - ლექციები ცდება, მასაწავლებელები არასათანადო დონეზე ასწავლიანო, მაგრამ ყველაფერი აკადემიის წინააღმდეგ აგორებული შავი პიარია, რომელიც ვიღაცის ინტერესშია. 

თქვენი
 აზრითამ შავი პიარის დამკვეთი ვინა?
დამკვეთი ხელისუფლება გახლავთ, რომელიც ამა თუ იმ მედია-საშუალებას ფლობს, თორემ ამ აზრს ის სტუდენტები ვერ გაავრცელებენ, რომლებიც აკადემიაში სწავლობენ და წარმატებასაც აღწევენ. იმაზე, რაც აკადემიის თავს ხდება, სტუდენტები ძალიან ღელავენ, კულტურის სამინისტროსთან შეკითხვები აქვთ და სიმართლის გაგება უნდათ. მინისტრის მოადგილეებმა - დათო ცხადაძემ და მაკო ჭოღოშვილმა მიიღეს აკადემიისა და თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები... ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ჩემამდე ხმამ მოაღწია, რომ თეატრალურ უნივერსიტეტშიც დიდი არეულობაა. ამბობენ, რომ “თეატრალურის” სასტუმროდ გადაკეთებას აპირებენ. ეს შავი პიარი იმას ემსახურება, რო მერე ხელისუფლებამ თქვას, ასეთი ინსტიტუტები არ გვჭირდებაო. 

მარიკა, წეღან თქვით, მხატვრები აღარ არიანო და ეს ძალიან სწორად დასმული საკითხია, მაგრამ რას ნიშნავს, მხატვრები აღარ არიან და თეატრი აღარ ვარგა? დღეს მსოფლიო ხელოვნებაში, განსაკუთრებით, მხატვრობაში, შეიძლება, ასეც ვთქვა, პლანეტარული კრიზისია - ხელოვნების დონე დაცემულია. გგონიათ, დასავლეთში ყვავის მხატვრობა? - არა, იქაც კრიზისია. თბილისის სამხატვრო აკადემია დღეს მხოლოდ ფერწერას, გრაფიკას, ქანდაკებას აღარ ასწავლის და არის ახალი ფაკუკლტეტები - დიზაინის, არქიტექტურის, რომლებიც მოთხოვნადია მთელ მსოფლიოში. აკადემიაში უზარმაზარი კონკურსია დიზაინსა და არქიტექტურაზე. დაზგური ფერწერა, რითიც თანამედროვე დასავლური კულტურა დაიწყო, კრიზისს განიცდის. დიზაინი ფერწერაზე ამოსული დარგია. ფერწერა კი, ფუნდამენტურია, რომელიც დღეს, მართალია, ცუდად იყიდება, მაგრამ მაინც მოთხოვნადია - უამრავი შეძლებული ადამიანი დებს თანხას ფერწერაში. 

ქართულ ფერწერას მსოფლიო ბაზარზე ჯერ თავისი სიტყვა არ უთქვამს, რადგან ნაკლებად იცბნობენ. დავხურავთ აკადემიას და საქართველოს ისტორიას ტურიზმითა და ხინკლის კეთებით დავიწყებთ?! რატომ არ წერენ მედია-საშუალებებში, რომ ფლორენციაში, სხვადასხვა კონკურსზე ჩვენი აკადემიის სტუდენტები ზედიზედ პრიზებს იღებენ?! დიზაინის ფაკულტეტიდან 15 სტუდენტის სია შემიძლია მოგცეთ, რომლებიც ახლა უცხოეთში მაგისტრატურაში სწავლობენ. ჩემმა ერთმა სტუდენტმა, რომელიც ხელოვნებათმცოდნეობაზე სწავლობდა, ბრიტანეთში მაგისტრატურა წარმატებით დაამთავრა და ახლა ამერიკაში ძალიან პრესტიჟული ნიუ იორკის უნივერსიტეტის დაფინანასებული გრანტი მოიგო. მეორე სტუდენტმა კი, ბაკალავრიატი დაამთავრა და ახლა ესმპანეთის უნივერსიტეტში სადოქტოროს იცავს. ეს იმას ნიშნავს, რომ რომ ჩვენ სივრცეს ვარღვევთ - მათ ცოდნა ქართულმა აკადემიამ მისცა. 

ქალბატონო ლიანაგასაგებიარომ სტუდენტები კარგ საბაზისო ცოდნას იღებენ და უცხოეთში კიდევუფრო აღრმავებენ ამ ცოდნასმაგრამ პოფესურა თუ ვითარდებადასავლეთთან კონტაქტი თუ აქვთდასაერთოდთუ მონაწილეობენ სხვა და სხვა ღონიძიებაშირომელიც დასავლეთში ხშირადტარდება
- კარგი შეკითხვაა... ლექტორი მუდმივად უნდა ავსებდე ცოდნას, სხვაგვარად ვერ შეძლებ ლექციის ჩატარებას. ჩემს ლექციებზე, ტრაბახად არ ჩამითვალოთ და, ერთი გაცდენაც არაა და სამარისებური სიჩუმეა. რაც შეეხება დასავლეთთან კონტაქტს, ძალიან ახლო და მჭიდრო კონტაქტი მაქვს და ყველა სიახლის საქმის კურსში ვარ. 18  აპრილს იტალიაში მივდივარ კონფერენციაზე, რომელსაც “მსოფლიო გუმბათები” ჰქვია და სადაც უნდა წავიკითხო მოხსენება ქართული გუმბათის თავისებურებაზე. ეს კონფერენცია ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, ხელოვნებათმცოდნისა და კულტუროლოგიის პროფესორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყველა ევროპულ გამოცემებში, მით უმეტეს, უკანასკნელ წლებში, მცხეთის ჯვარი შესულია როგორც სომხური ძეგლი. სომხებს ფული აქვთ და გამოცემენ წიგნებს, ნარკვევებს, ღებულობენ მონაწილეობას სხვადასხვა კონფერენციაში და ამტიცებენ, რო მცხეთის ჯვარი სომხურია. მათ ოპონენტები არ ჰყავთ, რადგან ქართველები, უსახსრობის გამო, ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობას ვერ იღებენ.

ძალიან მაღელვებს აკადემიის ბედი - აკადემიაში სრული გაუგებრობა და საშინელების მოლოდინია. ჩვენ არ ვიცნობთ აკადემიის ახალდანიშნულ რექტორს და არ ვიცით, რა პროგრამა, დაკვეთაა აქვს და რას გააკეთებს. საქმე ისაა, რომ აკადემიის მასწავლებლებს არც კი გვკითხეს, ვინ და რატომ დაგვინიშნეს ახალ რექტორად. ჩვენი აზრი ხელისუფლებას არ აინტერესებს და აი, ეს არის საშიში აკადემიისთვის, სადაც ქართული კულტურის სული ტრიალებს.