ოპოზიცია დასუფთავების გადასახდის კოეფიციენტის გადახედვას ითხოვს, მერია გადასახადის

ოპოზიცია დასუფთავების გადასახდის კოეფიციენტის გადახედვას ითხოვს, მერია გადასახადის "დასუფთავების" კატეგორიული წინააღმდეგია

"ოპოზიცია დედაქალაქის მერისგან დასუფთავების გადასახადის არსებული წესის გაუქმებას მოითხოვს. ამ საკითხით დაინტერესება მას შემდეგ გახდა აქტიური, რაც "ენდ"აის" კვლევების შედეგები გამოცხადდა, რომლის თანახმადაც თბილისელების 72% მტავარ პრობლემად დასუფთავებისა და ელექტროენერგიის გადასახადების მიბმას ასახელებს, 95% კი აცხადებს, რომ გადაწყვეტილებამ მათი მდგომარეობა გააუარესა. ოპოზიცია ითხოვს, რომ დასუფთავების გადასახდის კოეფიციენტის გადახედვა მოხდეს და ელეტროენერგიის გადასახადზე მიბმული დასუფთავების ტარიფი გაუქმდეს, თუმცა მანამდე იგი უნდა განახევრდეს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით მერია გადასახადის "დასუფთავების" კატეგორიული წინააღმდეგია / უგულავაზე არც საერთაშორისო კვლევა მოქმედებს, არც მოსახლეობის პროტესტი და არც ოპოზიციის კატეგორიულობა. 

"ამ თემაზე პრესკონფერენცია ოპოზიციურმა პარტიებმა გუშინვე მოაწყვეს. მათ თბილისი მერს და საკრებულოს კიდევ ერთხელ მოუწოდეს დასუფთავების გადასახადის არსებული წესის გაუქმებისკენ და ამ მიზნით მათთან თანამშრომლობის მზადყოფნაც გამოითქვა. თბილისის საკრებულოს ქრისტიან-დემოკრატი წევრის ჯაბა სამუშიას განცხადებით, 2012 წელს საკრებულოს უმრავლესობის მიერ ივნისში მიღებული გადაწყვეტილება ანტიკონსტიტუციურია. მიის თქმით, მომავალ პარასკევს საკრებულოს სხდომაზე დააყენებენ საკითხს დასუფთავების გადასახადის განახევრებასტან დაკავშირებით, შემდეგ კი ამ გადასახადის გაუქმებას და მოსაკრებლის აღდგენას მოითხოვენ. ანალოგიური მოთხოვნით გუშინ საკრებულოში პრესკონფერენცია "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ აბაშიძემაც გამართა", - აღნიშნავს გამოცემა.

"მივმართავ გიგი უგულავას, ახლა მაინც იფიქროს ხალხზე ამ სუსხიან დღეებში, ნაგვის გადასახადის ელექტროენერგიის გადასახადახგან განცალკევების გადაწყვეტილება მიიღოს", - განაცხადა აბაშიძემ. უმრავლესობის წარმომადგენლის ვახტანგ ბალავაძის თქმით, თბილისის მერია დასუფთავების გადასახადის ფორმულის გადახედვაზე მუშაობს - წუხილი რომ არის ამაზე გასაგებია და ამიტომ თბილისის მერიაში მუშაობენ ფორმულაზე, თუ რანაირად შეიძლება ამ ფორმულაში კოეფიციენტების შეტანა - მაგალითად, სეზონურად სხვა კოეფივიენტი იყოს. მიდის მსჯელობა, მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, ვისთვისაც ეს გადასახადი რთულია, ასე არ დააწვეს - აღნიშნა ბალავაძემ. საკრებულოში უმრავლესობის წარმოამდგენლის კოკი იონათამიშვილის განცხადებით, დასუფთავების მოსაკრებელტან დაკავშირებით თბილისი საკრებულო უახლოეს პერიოდში ცვლილებებს არ გეგმავს", - დასძენს გამოცემა.