"ირაკლი ალასანია შემოდგომაზე საქართველოში სამოქალაქო ომს პროგნოზირებს და ამბობს, რომ ამისთვის ხელისუფლება ქვეყნის დასავლეთში შეიარაღებულ რაზმებს ქმნის. ალასანიამ ეს განცხადება 15 მარტს დიპლომატებთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა, რომელსაც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ის საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვს, სასწრაფო ზომები მიიღოს, რათა დემოკრატიული არჩევნები უზრუნველყონ. ალასანია ითხოვს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ გააძლიეროს მონიტორინგი საქართველოს ხელისუფლების ქმედებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შიშობს, რომ ხელისუფლება მოქალაქეების წინააღმდეგ ძალასაც გამოიყენებს და ქვეყანაში სამოქალაქო ომის დაწყებას არ გამორიცხავს.", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ვინ ემზადება სამოქალაქო ომისთვის / მმართველი პარტია ალასანიას განცხადებას "კარგ მასალად" განიხილავს.
"მინდა ყურადღება მიაპყროთ იმას, თუ რა ხდება დასავლეთ საქართველოში, რატომ ყალიბდება გასამხედროებული ჯგუფები და ვინ აიარაღებს მათ. რატომ აქვთ იარაღი მუდამ თან და რატომ ელოდებიან რარაც მოვლენას, როდესაც ეს მათ დასჭირდებათ. ეს ზუსტად მიანიშნებს იმაზე, რომ სააკაშვილი არ აპირებს ჩაატაროს სამართლიანი და ტავისუფლაი არჩევნები და ნიადაგს ამზადებს იმისთვის, რომ პოლიტიკური ოპოზიცია გაანადგუროს, რადგან "ჩვენ ვართ სახელმწიფოს მტრები", "ჩვენ ვიმართებით კრემლიდან" - მისი ეს სიტყვები პარლამენტში და სამი დღის წინ კახეთში მიანიშნებს, რომ ის ემზადება სამოქალაქო ომის და კონფრონტაციისთვის და არ ვაჭარბებ, რომ თქვენი დახმარების გარეშე, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, თქვენი ხმის მიწვდენის გარეშე, რთული იქმება თავიდიან ავიცილოთ ის კონფრონტაცია, რომლის მოწმეებიც ვიქნებით, რაც უფრო მივუახლოვდებით არჩევნებს" - განაცხადა ირაკლი ალასანიამ, რომელმაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმართა, რომ მათ შეუძლით ეს საშიშროება ქვეყანას თავიდან ააცილონ", - აღნიშნავს გამოცემა.
"ეს არ არის უბრალო სიტყვები, თქვენ და ევროკავშირის მონიტორინგის მისას შეგიძლიათ გადაამოწმოთ ეს ყველაფერი დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით კი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვართან და ასევე სხვა რეგიონებშიც. თქვენი რაქცია უნდა იყოს მტკიცე და რასაც გთხოვთ არის ის, რომ საარჩევნო ბრძოლის ველი იყოს სამართლიანი და ეს არ არის დიდი თხოვნა, მით უმეტეს 21-ე საუკუნეში, როცა საქართველო უკვე ინტეგრირებულია უმეტეს ევროპულ სტრუქტურებში. ჩვენ ვუახლოვდებით კრიტიკულ მომენტს, როცა თქვენი ჩართვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია", - აღნიშნა ალასანიამ ელჩებთან საუბარში. იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება დასავლეტ საქართველოში ქმნის შეიარაღებულ რაზმებს, პირველი განცხადება ამაზე რამდენიმე თვის წინ "დაიცავი საქართველოს" წევრმა კახა მიქაიამ გააკეთა. "ქართული ოცნების" მხრიდან კი კეთდება განცხადება, რომ ამ საკითხთან დაკავშირებიით პრეზენტაციას მომავალ კვირაში გამართავენ, სადაც დიპლომატიურ კორპუსსა და მედიას გააცნობენ იმ მასალებს, თუ რის საფუძველზე გაკეთდა ეს განცხადება", - დასძენს გამოცემა.
"ალასანიას ამ განცხადების შემდეგ პარლამენტში უმრავლესობის წარმომადგენელმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ ხელისუფლება რეგიონებში მართლაც ქმნის რაზმებს, მაგრამ, მისი თქმით, ეს არის ნებაყოფლობითი რეზერვისტების რაზმები, სადაც ადამიანების საკუტარი სურვილით მიდიან. თუმცა აღნიშნავს, რომ ეს ადამიანები იარაღს და სამხედრო ტანსაცმელს წვრთნის დამთავრების შემდეგ არ ატარებენ. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ წიკლაურმა შეიარაღებულ ძალებთან კავშირში თავად ირაკლი ალასანია და მისი პოლიტიკური ძალა დაადანაშაულა. "იგი ლაპარაკობს რაღაცა სამოქალაქო ომზე და მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან შემაშფოთებელი განცხადება, რომელსაც ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება, იმიტომ, რომ თუ ერთი მხრივ იგი მოიაზრებს სამოქალაქო ხელისუფლებას და მის შეიარაღებულ ფორმირებებს, მეორე მხრივ უნდა იყოს ვიღაც, რომელსაც ასევე აქვს იარაღი. ეს შესაძლოა არის წამოცდენა. მაგრამ თუკი "ქართულ ოცნება" აქვს ამ ტიპის შეიარაღებულ ფორმირებებთან კავშირი, ვფიქრობ, რომ შესაბამისი ორგანოებისთვის არის ძალიან კარგი მასალა, უფრო კარგად დააკვირდნენ ამ ორგანიზაციას", -განაცხადა წიკლაურმა. უმრავლესობის სხვა წარმომადგენლებს ამ თემაზე საუბარი არ სურთ. მაგრამ როცა ხელისუფლებსი მხრიდან ასეთი განცხადებები კეთდება, როგორც წესი, მოვლენები ამ განცხადების მიხედვით ვითარდება. სავარაუდოა, რომ ხელისუფლება ახლა ცდილობს ივანიშვილის კოალიცია შეიაღებული ფორმირებების შექმნასა თუ მათთან კავშირში დაადანაშაულოს, მათ ქვეყნის გადატრიალების მცდელობას დააბრალებენ. ამის შემდეგ კი მოვლენები როგორ განვითარდება, ადვილი წარმოსადგენია", - წერს სტატიის ავტორი.
"აღნიშნული საკითხი რამდენიმე თვის წინაც გავაჟღერე. მინდა გითხრათ, რომ თემის ამ დონემდე დაყენება არის ძალიან კარგი. დაგვიანებით, მაგრამ არა უშავს - სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ამ ხელისუფლების პირობებში ყველანაირი საფრთხე არსებობს. ალასანიას მინდა დავეთანხმო და აღვნიშნო, რომ ნამდვილად არსებობს სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროება. ნებაყოფლობითი რეზერვის ეგიდით ბანდფორმირებების ჩამოყალიბების პროცესი დიდი ხანია სამეგრელოში დასრულებულია. ამ პროცესში მონაწილეობდნენ კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანები, ყოფილი "მხედრიონელები", ტყის ძმები" და ზვიადისტები", აცხადებს მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" წევრი კახა მიქაია გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით როგორ აგროვებდნენ ხალხს ე.წ ნებაყოფლობითი რეზერვისთვის / კახა მიქაია: დასავლეთ საქართველოში ხელისუფლება უკვე მზადაა არჩევნები დღესვე ჩაატაროს და გააყალბოს.
"ამ პროცესს ხელმძღვანელობდა და კოორდინაციას უწევდა პირადად თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია. ახალაია შეხვდა თითქმის ყველა ბანფორმირების ხელმძღვანელებს, პირადად გაესაუბრა და პირადად აკონტროლებდა ამ პროცესს. ახლა მიმდინარე პროცესები არის ლოკალური ხასიათის და ბანდფორმირებების გადაადგილება ხდება. ამიტომ, საშიშროება, რა თქმა უნდა დიდია. ისინი უკვე მზად არიან ყველანაირი პროვოკაციის შემთხვევაში საზოგადოების და განსაკუთრებით პოლიტიკური სპექტრის წინააღმდეგ წავიდნენ... არის ასეთი ტექსტი - "ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი კუთხე, ჩვენი ქალაქი. თქვენ უკეთესად იცნობთ თქვენს ქალაქს, მიმდებარე ტერიტორიებს და თქვენ თვითონ უნდა დაიცვათ ყოველივე ეს", - მერე ამას შეარქვეს შვედურ-ფინური მოდელი, რომელიც ნამდვილად არსებობს საზღვარგარეთ. საქართველოში კი ეს იყო მხოლოდ პიარი. ამ რეზერვის ეგიდით მოხდა სააკაშვილის ბანდფორმირებების ჩამოყალიბება, რომელიც უკვე დასრულებულია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა მიქაია.
"ეს ხალხო მობილიზებულია, ისინი ყაზარმულ მდგომარეობაში არიან და ამათ აკონტროლებს ბაჩო ახალაი. საჭიროების შემთვევაში ეს ხალხი გამოყენებული იქნება საზოგადოების და ოპოზიციური სპექტრის წინააღმდეგ და რაც მთავარია, სამოქალაქო დაპირისპირებისთვის. აბსოლუტურად ყველა სოფელში არიან მობილიზებულნი, მაგრამ სასროლეთი სოფელ ჯიხაშკარში ჰქონდათ გამართული. წვრთნები 6 თვის წინ დაიწყო და ეს უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის შემოსვლას პოლიტიკაში - ეს არის ცალსახა", დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია, ამ ნებაყოფლობით რეზერვში სულ რამდენი ადამიანი გაიწვიეს?" - პასუხობს:
"რეზერვის მაღალჩინოსნები შეხვედრებს სკოლებში ატარებდნენ. ავალებდნენ ბავშვებს მიეყვანათ მამები სკოლაში და ამაში ჩარტულნი სკოლის მასწავლებლებიც და დირექტორებიც იყვნენ. 6 თუ 7 ეტაპად წარიმართა ე.წ ნებაყოფლობითი რეზერვის პროცესი სამეგრელოში და საკმაოდ ბევრი ხალხი გაიწვიეს. ყველა სოფელში 30-50 კაცია აყვანილი აღრიცხვაზე და იარაღიც დაარეგისრირეს მათ სახელზე. ასე, რომ პროცესი დასრულებულია".