პირველად P50 ბაზარზე 1960 წელს გამოჩნდა. ის განკუთვნილი იყო მხოლოდ მძღოლისა და შესაძლოა ერთი სავაჭრო ჩანთისთვის. ეს იყო ყველაზე პატარა ავტომობილი მსოფლიოში, რომელის სიგრძე 51 დიუმი, ხოლო სიგანე - 41 დიუმი იყო. მისი წონა არ აღემატებოდა ჩვეულებრივ მოზარდის წონას. 2 წლის წინ მწარმოებლებმა გადაწყვიტეს ბრენდის აღდგენა, ეხლა უკვე გაზზის ძრავზე მომუშავე ავტომობილების წარმოებით. ის ბაზარზე შეზღუდული რაოდენობით გავა და მხოლოდ ორმოცდაათ ადამიანს ექნება შანსი მართოს ყველაზე პატარა ავტომობილი მსოფლიოში.