მასაჩუსეტსკის შტატის ექს-გუბერნატორი და წინასაარჩევნო რბოლების ფავორიტი, რესპუბლიკური პარტიიდან მით რომნი, საპირველაპრილო ხუმრობის მსხვერპლი გახდა. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში რომნი, ამომრჩევლებს უნდა შეხვედროდა. ოთახში, სადაც შეხვედრა უნდა გამართულიყო რომნის „უჩვეულოდ“ ცოტა ადამიანი დახვდა. რესპუბლიკელს, ეს ფაქტი, რა თქმა უნდა ეუცხოვა, რადგან წესით მის ვიზიტებს ძალიან ბევრი ამომრჩეველი ესწრება. რომნი არ დაბნეულა და აუდიტორიისკენ მაინც მტკიცედ გაემართა. ოთახში მყოფი, რამდენიმე ადამიანი მას ტაშით შეხვდა.
სანამ ოთახში შევიდოდა, ხალხის ხმა და აპლოდისმენტები ისმოდა, თუმცა ექს-გუპერნატორი მალევე მიხვდა, რომ ეს მხოლოდ ფონოგრამა იყო. „როდესაც ოთახში შევედით მე და სენატორი ჯონსონი და დარბაზი ცარიელი დაგვხვდა, ვიფიქრე, რომ ძალიან ცუდი იქნებოდა, როდესაც ეს საღამოს ახალ ამბებში მოხვდებოდა“,- ამბობს რომნი. კითხვაზე, როგორი რეაქცია ჰქონდა ამ ხუმრობაზე, რომნიმ აღნიშნა, რომ თანაშემწეებს არ უბრაზდება, თუმცა ეცდება მოგვიანებით სამაგიერო გადაუხადოს მათ. „ისინი არა მხოლოდ გამეხუმრნენ, არამედ გადაიღეს კიდევაც ეს ყველაფერი, როგორც იტყვიან „გავატარე“ მაგრამ არ დამვიწყებია და დავიმახსოვრე“. რომნისთვის გახუმრება ჟურნალისტებმაც გადაწყვიტეს. პირველ აპრილს Forbes-ის საიტზე გამოჩნდა სტატია, სადაც ამბობდნენ, რომ მით რომნიმ არჩევნებიდან თავისი კანდიდატურა მოხსნა. ეს სენსაციური სტატია დილის 10:40 წუთზე გამოქვეყნდა, ეკონომიკის პროფესორის, ბლოგერი ლენ ბურმანის მიერ. ნახევარ საათში რედაქტორმა სტატია საიტიდან მოხსნა, თუმცა ამ დროში „ახალი ამბავი“ მაინც გავრცელდა და სხვადასხვა საიტებზე გალიდერდა კიდეც. ცოტა ხანში ბლოგერმა ახსნა გარნმარტებაც გამოაქვეყნა, ეს იყო მორიგი სატირა. საიტმა კი ეს „საპირველაპრილო ხუმრობა“ ვერ გაიგო. |